''უძინართა მზის'' შექმნის ამბავი - ''პრიზი ჩემ მაგივრად დენზელ ვაშინგტონს გადასცეს...''

''უძინართა მზის'' შექმნის ამბავი - ''პრიზი ჩემ მაგივრად დენზელ ვაშინგტონს გადასცეს...''

ექიმი გელა ბენდელიანი მრავალი წელია, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. საკუთარ ბინაში ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ მისი ნაშრომი არავის აინტერესებს, მისი არც ოჯახის წევრებს სჯერათ და მეზობლებისგანაც მუდმივად საყვედურებს ისმენს... მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი მამამისის ოცნების განხორციელების დასტურს იღებს - პოულობს ცოცხლად გადარჩენილ და განკურნებულ საცდელ ვირთხა ''პელეს''.

ძალიან მოკლედ, ასეთია რეჟისორ თემურ ბაბლუანის დრამის ''უძინართა მზე'' სიუჟეტი, რომლის სცენარიც თავად მას ეკუთვნის, ხოლო ფილმში მთავარ როლს ელგუჯა ბურდული ასრულებს. ფილმის გადაღებები 5 წელზე მეტხანს გრძელდებოდა და დღის შუქი 1992 წელს იხილა. ''უძინართა მზე'' 1992-დან 1995-ის წლის ჩათვლით არაერთი პრიზის მფლობელი გახდა.

სოჭში გამართულ კინოფესტივალ ''კინოტავრზე'' დაიმსახურა გრან-პრი ნომინაციაში ''კინო ყველასათვის", 1992 წელს პრემია ''ნიკა'' საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა თემურ ბაბლუანს და იქვე დაჯილდოვდა გუჯა ბურდული მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ ''ბერლინალეზე'' ფილმმა ვერცხლის დათვი მოიპოვა, კინოფესტივალზე ''სოზვეზდიე'' ჟიურის სპეციალური პრიზი ''საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისათვის'', სან-რაფაელის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი და ა.შ.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით, მოგვიანებით გუჯა ბურდულმა ერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა. ''...მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი ჩემთვის უნდა მოეცათ და დენზელ ვაშინგტონს მისცეს. ჟიურის ეგონა, რომ მე პროფესიონალი მსახიობი არ ვიყავი და ფილმში შემთხვევით მოვხვდი, ამიტომაც ვერ მომცეს მთავარი პრიზი. მართალია, მათ ''ბეღურების გადაფრენა'' და ''მოცურავე'' ნანახი ჰქონდათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ მე სწორედ ის მსახიობი ვიყავი, რომელიც ამ ფილმებში თამაშობდა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ჟიურის რუსი წარმომადგენელი მოვიდა ჩვენს სუფრასთან და ყველას სახელით ბოდიში მომიხადა. შემდეგ ჟიურიმ თავის სუფრასთან მიმიპატიჟა, მაგრამ ბოდიში საქმეს ვეღარ უშველიდა, პრიზი უკვე ვაშინგტონს ჰქონდა აღებული''....

იხილეთ გაგრძელება

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)