ყაჩაღობა ზესტაფონში - ხელკეტებითა და იარაღით შეიარაღებული 4 ნიღბიანი ოჯახში შეიჭრა

ყაჩაღობა ზესტაფონში - ხელკეტებითა და იარაღით შეიარაღებული 4 ნიღბიანი ოჯახში შეიჭრა

ყაჩაღობა მოხდა წუხელ გვიან ღამით ზესტაფონში. ხელკეტებითა და იარაღით შეიარაღებული 4 ნიღბიანი იჭვანიძეების ოჯახში შეიჭრა, რის შედეგადაც ოჯახის უფროსი დაიჭრა. ნაცემია ოჯახის ყველა წევრი.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, თავდამსხმელები ფულს ითხოვდნენ.

"იარაღს ისროდნენ, ხელკეტებს გვირტყამდნენ და გვეუბნებოდნენ ფული მოგვეცითო. არაფერი გვქონდა და ვერაფერიც ვერ მივეცით. დაშავებული ვართ ოჯახის ყველა წევრი, მამაჩემი კი მძიმედ არის", - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში დავით იჭვანიძე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ