უკრაინაში "ნიჭიერის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. სცენაზე ქართული "ნიჭიერის" ფინალისტი გოჩა ჭაბუკაიძე გამოვიდა, რომელმაც ჯო კოკერის ჰიტი My Fathers Son არაჩვეულებრივად შეასრულა და მაყურებლისგან ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
გოჩამ ჟიურისგან სამი "კი" მიიღო და მომდევნო ტურში გადავიდა, ჟიურისგან კი ასეთი შეფასება მიიღო: - "ასეთი არაფერი მინახავს... ცოტაც და აფეთქდებოდით".
"მე უფრო პიანისტი ვარ, კლავიშებზე შემსრულებელი, ვიდრე მომღერალი. როდესაც მუსიკა კომერციაში გადაეშვა, აი, მაშინ მივედი სამუშაოდ რესტორანში და დაკვრა და სიმღერა ერთმანეთს შევუთანხმე. ეს ყველაფერი ოჯახის გამო გავაკეთე, რადგანაც სხვა გადარჩენის საშუალება არ იყო. ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში უცხოური რეპერტუარი გახდა საჭირო. მეც ერთხელ გავრისკე და რაღაცნაირად გამოვიდა...", - ამბობდა მომღერალი რამდენიმე თვის წინ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში [მეტი].
Ambebi.ge-ს რედაქცია წარმატებებს უსურვებს უდავოდ დიდი ნიჭის მქონე გოჩა ჭაბუკაიძეს უკრაინულ ტალანტ-შოუში და მკითხველს მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას შოუს მსვლელობის კვალდაკვალ...