პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვირიკაშვილი ლარის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს - ეკონომიკის მინისტრის გულახდილი პროგნოზი
კვირიკაშვილი ლარის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს - ეკონომიკის მინისტრის გულახდილი პროგნოზი

ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ლა­რის კურ­სის ძველ ნიშ­ნულ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას გა­მო­რი­ცხავს.

ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რა ნიშ­ნულ­ზე და რამ­დენ ხან­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ლა­რის კურ­სის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა, კვი­რი­კაშ­ვი­ლის ამ­ბობს, რომ ამის თქმა ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა მი­ნის­ტრი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ძველ ნიშ­ნულ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას გა­მო­რი­ცხავს.

"ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის თქმა, თუმ­ცა ძველ ნიშ­ნულ­ზე ლა­რის კურ­სის დაბ­რუ­ნე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ. შე­საძ­ლოა, ზა­ფხულ­ში უფრო დას­ტა­ბი­ლურ­დეს ვი­თა­რე­ბა და ლარი გამ­ყარ­დეს, თუმ­ცა ინფლა­ცი­ის მიზ­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­საღ­წე­ვად რა იქ­ნე­ბა უკე­თე­სი - არ და­ვუშ­ვათ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა, იმვე დო­ნე­ზე დავ­ტო­ვოთ, თუ სხვა - ამას ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გა­და­წყვეტს. შე­მოდ­გო­მის ვი­თა­რე­ბა დი­დად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ გარ­შე­მო პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვან რყე­ვებს ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დე­ბით. ჩვენ გარ­შე­მო ქვეყ­ნე­ბი­სა და მთა­ვარ სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რებ­თან ჩვე­ნი ვა­ლუ­ტის გამ­ყა­რე­ბის შე­და­რე­ბი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი უნდა იძ­ლე­ო­დეს სა­ფუძ­ველს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის, ექ­სპორ­ტის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში კვი­რი­კაშ­ვილ­მა იმ სამ­ნა­წი­ლი­ან გეგ­მა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას აქვს.

"გეგ­მის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მოგ­ვცემს მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­ვა­ლუ­ტო სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ეფექტს. შემ­დე­გი ეტა­პე­ბი უფრო ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას­თან არის კავ­შირ­ში - ექ­სპორ­ტი­სა და ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, უამ­რა­ვი ობი­ექ­ტი მო­ვამ­ზა­დეთ საპ­რი­ვა­ტი­ზა­ცი­ოდ, გა­მო­ვი­ტა­ნეთ კი­დეც. ნა­წი­ლი მზად­დე­ბა. აქამ­დე რა­ტომ არ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას? შარ­შან 100 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­მო­ვი­და პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ი­დან, რაც ცოტა არ არის. გა­ჩე­რე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვართ, უბ­რა­ლოდ ძა­ლის­ხმე­ვის გა­ორ­მა­გე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. 100%-ით, რა თქმა უნდა, არა­ფე­რი სრულ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­თა­და­რი­გო გეგ­მაც აქვს.

"შე­საძ­ლოა, ტუ­რიზ­მით და­ვა­ბა­ლან­სოთ. შე­საძ­ლოა, უფრო მეტი ვა­ლუ­ტის შე­მო­ტა­ნა მოხ­დეს დო­ნო­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ზე­სა­ბი­უ­ჯე­ტო პორ­ტფელს უფრო გავზრდით. რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს, თუმ­ცა ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ იმ ობი­ექ­ტე­ბის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც საპ­რი­ვა­ტი­ზა­ცი­ოდ შე­ვარ­ჩი­ეთ, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან

კვირიკაშვილი ლარის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს - ეკონომიკის მინისტრის გულახდილი პროგნოზი

კვირიკაშვილი ლარის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს - ეკონომიკის მინისტრის გულახდილი პროგნოზი

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა ნიშნულზე და რამდენ ხანშია შესაძლებელი ლარის კურსის დასტაბილურება, კვირიკაშვილის ამბობს, რომ ამის თქმა ძალიან რთულია, თუმცა მინისტრი ეროვნული ვალუტის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს.

"ძალიან რთულია ამის თქმა, თუმცა ძველ ნიშნულზე ლარის კურსის დაბრუნებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ზაფხულში უფრო დასტაბილურდეს ვითარება და ლარი გამყარდეს, თუმცა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად რა იქნება უკეთესი - არ დავუშვათ ლარის გამყარება, იმვე დონეზე დავტოვოთ, თუ სხვა - ამას ეროვნული ბანკი გადაწყვეტს. შემოდგომის ვითარება დიდად არის დამოკიდებული ჩვენ გარშემო პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე, თუმცა მნიშვნელოვან რყევებს ნამდვილად არ ველოდებით. ჩვენ გარშემო ქვეყნებისა და მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ჩვენი ვალუტის გამყარების შედარებითი მაჩვენებლები უნდა იძლეოდეს საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის, ექსპორტის წახალისებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ამავე ინტერვიუში კვირიკაშვილმა იმ სამნაწილიან გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მთავრობას აქვს.

"გეგმის პირველი ნაწილი მოგვცემს მოკლევადიან პერსპექტივაში სავალუტო სტაბილიზაციის ეფექტს. შემდეგი ეტაპები უფრო ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან არის კავშირში - ექსპორტისა და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების წახალისება. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უამრავი ობიექტი მოვამზადეთ საპრივატიზაციოდ, გამოვიტანეთ კიდეც. ნაწილი მზადდება. აქამდე რატომ არ ვახორციელებდით პრივატიზაციას? შარშან 100 მილიონი ლარი შემოვიდა პრივატიზაციიდან, რაც ცოტა არ არის. გაჩერებული არ ვყოფილვართ, უბრალოდ ძალისხმევის გაორმაგებაზეა ლაპარაკი. 100%-ით, რა თქმა უნდა, არაფერი სრულდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თუ დანაკლისი იქნება საპრივატიზაციო მიმართულებით, ხელისუფლებას სათადარიგო გეგმაც აქვს.

"შესაძლოა, ტურიზმით დავაბალანსოთ. შესაძლოა, უფრო მეტი ვალუტის შემოტანა მოხდეს დონორების დაფინანსებით და ინფრასტრუქტურული პროექტების ზესაბიუჯეტო პორტფელს უფრო გავზრდით. რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ ობიექტების მიმზიდველობა, რომლებიც საპრივატიზაციოდ შევარჩიეთ, საკმაოდ მაღალია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა