მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლის მკვლელი და მტევანმოჭრილი ქურდები
ცოლის მკვლელი და მტევანმოჭრილი ქურდები

ერთი პა­ტი­მა­რი მყავ­და, რო­მე­ლიც სას­ჯელს ორი კა­ცის მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დი­და - ცო­ლის და თა­ნა­სოფ­ლე­ლი­სა. სა­სა­მარ­თლომ მას დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯა და თით­ქმის 2 წელი სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა სა­კან­ში იჯდა. ყო­ველ­დღე ელო­და სიკ­ვდილს. ამ­ბობ­და, აქ გა­ვი­გე სი­ცო­ცხლის ფა­სიო. ახალ­მა კა­ნონ­მა მო­უს­წრო და დახ­ვრე­ტა 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლეს...

სამი შვი­ლი ჰყავ­და და ტკბი­ლად ცხოვ­რობ­და, ერ­თმა ფაქ­ტმა კი მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. მე­უღ­ლე პე­და­გო­გი იყო, თვი­თონ მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. ერთხელ მან­ქა­ნით მო­რი­გი კლი­ენ­ტი მიჰ­ყავ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად იმ კაც­მა ხელი ქუ­ჩა­ში მდგა­რი ქა­ლის­კენ გა­იშ­ვი­რა და უთხრა, - ეს ქალი ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლის საყ­ვა­რე­ლი­აო. რა იცო­და, თუ ეს ქალი მძღო­ლის მე­უღ­ლე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და...

გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა კაც­მა მან­ქა­ნა მო­აბ­რუ­ნა, ქალი კი­დევ ერთხელ შე­ათ­ვა­ლი­ე­რა, - ვინ­მე­ში ხომ არ მეშ­ლე­ბაო და აღელ­ვე­ბულ­მა კლი­ენტს ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მოჰ­კი­თხა. მა­ნაც მო­ა­ღო პირი და წლე­ბის წინ მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი გა­იხ­სე­ნა, უსა­ხე­ლებ­და მათი შეხ­ვედ­რის ად­გილს და მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბაც უთხრა.

"იმ დღეს ცო­ლის­თვის არა­ფე­რი მით­ქვამს, - ჰყვე­ბო­და კაცი, - შინ ნას­ვა­მი მი­ვე­დი. ღამე თეთ­რად გა­ვა­თე­ნე. მე­ო­რე დღეს ცოლი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვიყ­ვა­ნე და მან­ქა­ნით სწო­რედ იმ ად­გი­ლას მი­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც მი­ღა­ლა­ტა. მან­ქა­ნა რომ გა­ვა­ჩე­რე, შეც­ბა. ვუ­თხა­რი, - ყვე­ლა­ფე­რი ვიცი და და­მალ­ვას აზრი არა აქვს-მეთ­ქი.

ოღონდ აქე­დან წა­მიყ­ვა­ნე და აღა­რა­ფერს და­გი­მა­ლა­ვო. თურ­მე მე­ზო­ბელ­მა მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რა - შინ მი­გიყ­ვა­ნო. "უცებ გზი­დან გა­და­უხ­ვია... ვტი­რო­დი, ვყვი­რო­დი, გა­ვუ­ძა­ლი­ან­დი, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გავ­ხდი. ვი­ცო­დი, ამას არ მა­პა­ტი­ებ­დი. სამი ბავ­შვით სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ამი­ტომ არ გი­თხა­რიო, - ტი­რი­ლით მიყ­ვე­ბო­და.

ვუ­თხა­რი, - სამ დღეს გაძ­ლევ, სა­დაც გინ­და, წადი, ან თავი მო­ი­კა­ლი-მეთ­ქი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ცოლის მკვლელი და მტევანმოჭრილი ქურდები

ცოლის მკვლელი და მტევანმოჭრილი ქურდები

ერთი პატიმარი მყავდა, რომელიც სასჯელს ორი კაცის მკვლელობისთვის იხდიდა - ცოლის და თანასოფლელისა. სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა და თითქმის 2 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა. ყოველდღე ელოდა სიკვდილს. ამბობდა, აქ გავიგე სიცოცხლის ფასიო. ახალმა კანონმა მოუსწრო და დახვრეტა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს...

სამი შვილი ჰყავდა და ტკბილად ცხოვრობდა, ერთმა ფაქტმა კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მეუღლე პედაგოგი იყო, თვითონ მძღოლად მუშაობდა. ერთხელ მანქანით მორიგი კლიენტი მიჰყავდა. მოულოდნელად იმ კაცმა ხელი ქუჩაში მდგარი ქალისკენ გაიშვირა და უთხრა, - ეს ქალი ჩვენი თანასოფლელის საყვარელიაო. რა იცოდა, თუ ეს ქალი მძღოლის მეუღლე აღმოჩნდებოდა...

გაკვირვებულმა კაცმა მანქანა მოაბრუნა, ქალი კიდევ ერთხელ შეათვალიერა, - ვინმეში ხომ არ მეშლებაო და აღელვებულმა კლიენტს ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. მანაც მოაღო პირი და წლების წინ მომხდარი ამბავი გაიხსენა, უსახელებდა მათი შეხვედრის ადგილს და მამაკაცის ვინაობაც უთხრა.

"იმ დღეს ცოლისთვის არაფერი მითქვამს, - ჰყვებოდა კაცი, - შინ ნასვამი მივედი. ღამე თეთრად გავათენე. მეორე დღეს ცოლი სამსახურიდან წამოვიყვანე და მანქანით სწორედ იმ ადგილას მივიყვანე, სადაც მიღალატა. მანქანა რომ გავაჩერე, შეცბა. ვუთხარი, - ყველაფერი ვიცი და დამალვას აზრი არა აქვს-მეთქი.

ოღონდ აქედან წამიყვანე და აღარაფერს დაგიმალავო. თურმე მეზობელმა მანქანა გაუჩერა - შინ მიგიყვანო. "უცებ გზიდან გადაუხვია... ვტიროდი, ვყვიროდი, გავუძალიანდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვიცოდი, ამას არ მაპატიებდი. სამი ბავშვით სად წავსულიყავი და ამიტომ არ გითხარიო, - ტირილით მიყვებოდა.

ვუთხარი, - სამ დღეს გაძლევ, სადაც გინდა, წადი, ან თავი მოიკალი-მეთქი.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ