კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქებამდე 8 დღით ადრე სოსანაშვილი ვაზაგაშვილებზე ინფორმაციას აგროვებდა - ვისია მეორე დნმ და რა ახალ დეტალებს ამხელს ბრალდებული
აფეთქებამდე 8 დღით ადრე სოსანაშვილი ვაზაგაშვილებზე ინფორმაციას აგროვებდა - ვისია მეორე დნმ და რა ახალ დეტალებს ამხელს ბრალდებული

"იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გია სო­სა­ნაშ­ვილს ბრალს და­უმ­ძი­მე­ბენ", - აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "იმე­დის კვი­რის" ჟურ­ნალ­სიტს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა მუხ­ლით მოხ­დე­ბა ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის გარ­და საფ­ლა­ვი­დან სხვა ადა­მი­ა­ნის დნმ-ც არის ამო­ღე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დნმ დამ­ლა­გე­ბელ ირი­ნე გი­გო­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის. თუმ­ცა ამ დნმ-ის გარ­და, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ფა­ლი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც სო­სა­ნაშ­ვი­ლის დნმ-ია ამო­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პი­რის დნმ, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, კავ­შირ­ში იყო და­ნა­შა­ულ­თან, ვი­ნა­ი­დან მთა­ვარ ნივთმტკი­ცე­ბა­ზე ამ პი­რის დნმ-იც აღ­მოჩ­ნდა.

პრო­კუ­რორ ჯე­მალ კო­ბა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს დნმ უკვე გა­შიფ­რუ­ლია, თუმ­ცა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის.

"შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ იქნა ხელ­ყუმ­ბა­რის ამ­ფეთ­ქის სა­ხე­ლუ­რი, სა­ი­და­ნაც შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვით, ამო­ღე­ბულ იქნა დნმ-ის ორი კვა­ლი. სა­თა­ნა­დო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ ერთ-ერთი კვა­ლი და­ტო­ვე­ბუ­ლია გი­ორ­გი სო­სა­ნაშ­ვი­ლის მიერ, ხოლო მე­ო­რე კვა­ლი ვის მიერ არის და­ტო­ვე­ბუ­ლი ამ ამ­ფეთ­ქის სა­ხე­ლურ­ზე... დღე­ის­თვის, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ეს და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­შია, ვი­ნა­ი­დან ის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რაღ­ზეა", - აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი ჯე­მალ კო­ბა­ი­ძე.

გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბა და დე­ტა­ლებს სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში აღ­წერს:

"2015 წლის 7 თე­ბერ­ვალს ჩემი და­კა­ვე­ბა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფაქ­ტი იყო, არა­ფერ­ში ბრა­ლი მე არ მი­მი­ძღვის ვარ უდა­ნა­შა­უ­ლო და სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სო­სა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც "იმე­დის კვი­რამ" მო­ი­პო­ვა.

სო­სა­ნაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ აფეთ­ქე­ბამ­დე ერთი დღით ადრე სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში სა­კუ­თა­რი "ნი­ვით" იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ამ­ტკი­ცებს, რომ ყა­რა­ფი­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ნაც­ნო­ბე­ბი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - მა­მია ჯა­ნა­ნაშ­ვი­ლი და კოტე ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი შეხ­ვდნენ, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ და სწო­რედ მათ­თან ერ­თად და­ტო­ვა ყა­რა­ფი­ლა. ყა­რა­ფი­ლა­ში ჩას­ვლის მი­ზე­ზად კი ბი­ძაშ­ვილ­თან, სოსო სო­სა­ნაშ­ვილ­თან სტუმ­რო­ბას ასა­ხე­ლებს.

"ბი­ჭებ­მა გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი და­ე­ლი­ათ ყავა, შევ­თა­ვა­ზე ჩემს ბი­ძაშ­ვილ­თან სოსო სო­სა­ნაშ­ვილ­თან

წა­მოს­ვლა, სა­დაც ყა­ვის და­ლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბო­დათ. ისი­ნი პი­კა­პით უკან გა­მომ­ყვნენ, მი­ვე­დით სოსო სო­სა­ნაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან, რომ­ლის მო­პირ­და­პი­რედ იყო ჩემი ნაც­ნო­ბის მა­მუ­კა მე­ლა­ძის დე­დის პა­ნაშ­ვი­დი, გა­დავ­წყვი­ტე, ბა­რემ შევ­სუ­ლი­ყა­ვი, პა­ნაშ­ვი­დი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე შე­ვე­დით ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის სოსო სო­სა­ნაშ­ვი­ლის სახ­ლში, მაგ­რამ მისი მე­უღ­ლე სახ­ლში არ აღ­მოჩ­ნდა. მა­მია ჯა­ჯა­ნაშ­ვი­ლი და კოტე ცო­ცხა­ლიშ­ვი­ლი მე დავ­პა­ტი­ჟე უკვე ჩემ­თან სახ­ლში სო­ფელ სა­კო­რინ­თლო­ში. სა­კო­რინ­თლო­ში ჩა­ვე­დით და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის. სახ­ლში გავ­შა­ლეთ სუფ­რა და და­ვი­წყეთ ქე­ი­ფი, მათი წას­ვლის შემ­დეგ მე დავ­წე­ქი და­სა­ძი­ნებ­ლად და და­ვი­ძი­ნე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სო­სა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ში.

რო­გორც "იმე­დის კვი­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი აცხა­დებს, სო­სა­ნაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, ტრა­გე­დი­ის დღეს ყა­რა­ფი­ლა­ში სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა - ამ დღეს ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­კე­თებ­ლად კას­პში გა­ემ­გზავ­რა. ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­კე­თე­ბამ­დე კი მის ნაც­ნობს მა­მია ჯა­ჯა­ნაშ­ვილს და­უ­რე­კა და სა­სა­დი­ლო­ში ("ჩა­ლი­ჩას დუ­ქა­ნი") და­პა­ტი­ჟა. ე.წ. "ჩა­ლი­ჩას დუ­ქან­ში" მათ სტუმ­რო­ბას ადას­ტუ­რებს ქალი, რო­მე­ლიც მათ მა­გი­დას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თუმ­ცა ის გა­მო­ძი­ე­ბას არ და­უ­კი­თხავს.

მა­მია ჯა­ჯა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­სა­ნაშ­ვი­ლის საქ­მე ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მეა, იგო­ე­თის პო­ლი­ცი­ი­დან სო­სა­ნაშ­ვი­ლის დაკ­ვე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჯა­ჯა­ნაშ­ვი­ლის სახ­ლი­დან კი ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი ამო­ი­ღეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 14 თე­ბერ­ვალს ჯა­ჯა­ნაშ­ვილს 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და და პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ თე­მა­ზე ტე­ლე­კა­მე­რებ­თან არ სა­უბ­რო­ბენ.

"ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა ერთ-ერთი ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა. აღი­ა­რებს მის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს. მას ამ ეტაპ­ზე სხვა რამე ტი­პის შემ­ხებ­ლო­ბა არა აქვს", - აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი ჯე­მალ კო­ბა­ი­ძე.

სო­სა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, სოსო ჯოგ­ლი­ძე მა­მია ჯა­ჯა­ნაშ­ვილს მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ალი­ბად მი­იჩ­ნევს.

სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბია ბრალ­დე­ბის ერ­თა­დერ­თი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის, დნმ-ის სან­დო­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"იქ არის აღ­წე­რი­ლი რო­გორ ჩა­ა­დე­ბი­ნეს თა­ვის ხე­ლე­ბით პი­რის ღრუ­ში ის წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტა, რი­თიც იღე­ბენ დნმ-ის სინ­ჯებს. რო­გორ მი­ა­წო­და შუ­შის ქილა და რო­გორ დარ­ჩა იქ ოფ­ლის კვა­ლი", - აცხა­დებს სოსო ჯოგ­ლი­ძე.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დნმ-ის უკა­ნო­ნოდ აღე­ბა შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, როინ ასა­ნი­ძის კა­ბი­ნეტ­ში მოხ­და. ჟურ­ნალ­ში სო­სა­ნაშ­ვი­ლის შეს­ვლა გა­ტა­რე­ბუ­ლია და ია­რა­ღის და­ტო­ვე­ბაც ფიქ­სირ­დე­ბა. გან­სხვა­ვე­ბით ექ­სპერ­ტე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბა­ში საშ­ვის გა­რე­შე შე­ვიდ­ნენ. ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბი­თი, ისი­ნი დნმ-ის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად აღე­ბა­ში მო­ა­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და სო­სა­ნაშ­ვილს მათი ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლია.

იუ­რის­ტე­ბის თქმით, თუკი ბრალ­დე­ბულს აქვს ეჭვი, რომ მის საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის გა­ყალ­ბე­ბი­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს ამ სა­კი­თხზე. თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მათ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნი­ათ.

სო­სა­ნაშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ სწო­რედ 6 თე­ბერ­ვალს აღე­ბუ­ლი და­უ­ლი­ქა­ვი დნმ-ი წა­უს­ვეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რის ფა­ლი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, 6 თე­ბერ­ვლის მა­სა­ლე­ბი საქ­მე­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. საქ­მე­ში მხო­ლოდ 7 თე­ბერ­ვალს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დნმ-ის ანა­ლი­ზის დას­კვნაა.

რო­გორც "იმე­დის კვი­რის" სი­უ­ჟეტ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბა­ლის­ტი­კო­სი ზაზა ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი დნმ-ის ფა­ლი­ა­ზე წას­მას გა­მო­რი­ცხავს. მისი თქმით, ნივთ-მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ლუ­ქა და სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­იგ­ზავ­ნა.

ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ სო­სა­ნაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ში სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც არის, მათ შო­რის 12 იან­ვარს ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბამ­დე 8 დღით ადრე გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი შე­დის შე­სა­ბა­მის ბა­ზა­ში, სა­დაც ზუ­რაბ და იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლებს ნა­ხუ­ლობს. ასე­ვე 18 დან 21 იან­ვრის ჩათ­ვლით წალ­კის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ავ­რა­ლოს პო­ლი­ცი­ის უფ­როსს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას იმ მო­ტი­ვით სთხოვს, რომ სო­ფელ სა­კო­რინ­თლო­ში შე­შის პრობ­ლე­მა უნდა მო­აგ­ვა­როს, თუმ­ცა შე­შა­ზე არ მი­სუ­ლა.

ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მე­რაბ ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, "გა­მო­ძი­ე­ბამ სო­სა­ნაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქ­ზე" არ­სე­ბუ­ლი პი­რა­დი მი­მო­წე­რე­ბი შე­ის­წავ­ლა. პირ­ველ-ორ თე­ბერ­ვალს სო­სა­ნაშ­ვი­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბა, ვის კი­თხავს გა­მო­ძი­ე­ბა".

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რას დღემ­დე არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი და შემ­კვე­თე­ბი. სო­სა­ნაშ­ვილს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ვადა 3 აპ­რილს ეწუ­რე­ბა.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი 20 იან­ვარს სო­ფელ ყარ­ფი­ლა­ში სა­კუ­თა­რი ვა­ჟის საფ­ლავ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ასა­ფეთ­ქე­ბელ­მა მო­წყო­ბი­ლო­ბამ იმ­სხვერ­პლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

აფეთქებამდე 8 დღით ადრე სოსანაშვილი ვაზაგაშვილებზე ინფორმაციას აგროვებდა - ვისია მეორე დნმ და რა ახალ დეტალებს ამხელს ბრალდებული

აფეთქებამდე 8 დღით ადრე სოსანაშვილი ვაზაგაშვილებზე ინფორმაციას აგროვებდა - ვისია მეორე დნმ და რა ახალ დეტალებს ამხელს ბრალდებული

"იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გია სოსანაშვილს ბრალს დაუმძიმებენ", - აღნიშნული ინფორმაცია "იმედის კვირის" ჟურნალსიტს პროკურატურამ ექსკლუზიურად მიაწოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით მოხდება ბრალის დამძიმება.

არსებული ინფორმაციით, გია სოსანაშვილის გარდა საფლავიდან სხვა ადამიანის დნმ-ც არის ამოღებული. პროკურატურის განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ აღნიშნული დნმ დამლაგებელ ირინე გიგოლაშვილს ეკუთვნის. თუმცა ამ დნმ-ის გარდა, ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, საიდანაც სოსანაშვილის დნმ-ია ამოღებული, ასევე ამოღებულია კიდევ ერთი პირის დნმ, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, კავშირში იყო დანაშაულთან, ვინაიდან მთავარ ნივთმტკიცებაზე ამ პირის დნმ-იც აღმოჩნდა.

პროკურორ ჯემალ კობაიძის განმარტებით, ეს დნმ უკვე გაშიფრულია, თუმცა იდენტიფიცირებული არ არის.

"შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ხელყუმბარის ამფეთქის სახელური, საიდანაც შესაბამისი კვლევით, ამოღებულ იქნა დნმ-ის ორი კვალი. სათანადო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთი კვალი დატოვებულია გიორგი სოსანაშვილის მიერ, ხოლო მეორე კვალი ვის მიერ არის დატოვებული ამ ამფეთქის სახელურზე... დღეისთვის, მოგეხსენებათ, ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თავისთავად ცხადია, ეს დანაშაულთან შემხებლობაშია, ვინაიდან ის დანაშაულის ჩადენის იარაღზეა", - აცხადებს პროკურორი ჯემალ კობაიძე.

გია სოსანაშვილი პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და დეტალებს საკუთარ ჩვენებაში აღწერს:

"2015 წლის 7 თებერვალს ჩემი დაკავება ჩემთვის მოულოდნელი ფაქტი იყო, არაფერში ბრალი მე არ მიმიძღვის ვარ უდანაშაულო და სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან არანაირი შეხება არ მაქვს", - აღნიშნულია სოსანაშვილის ჩვენებაში, რომელიც "იმედის კვირამ" მოიპოვა.

სოსანაშვილი ადასტურებს, რომ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე სოფელ ყარაფილაში საკუთარი "ნივით" იმყოფებოდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ყარაფილისკენ მიმავალ გზაზე ნაცნობები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - მამია ჯანანაშვილი და კოტე ცოცხალაშვილი შეხვდნენ, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და სწორედ მათთან ერთად დატოვა ყარაფილა. ყარაფილაში ჩასვლის მიზეზად კი ბიძაშვილთან, სოსო სოსანაშვილთან სტუმრობას ასახელებს.

"ბიჭებმა გამოთქვეს სურვილი დაელიათ ყავა, შევთავაზე ჩემს ბიძაშვილთან სოსო სოსანაშვილთან

წამოსვლა, სადაც ყავის დალევის საშუალება ექნებოდათ. ისინი პიკაპით უკან გამომყვნენ, მივედით სოსო სოსანაშვილის საცხოვრებელ სახლთან, რომლის მოპირდაპირედ იყო ჩემი ნაცნობის მამუკა მელაძის დედის პანაშვიდი, გადავწყვიტე, ბარემ შევსულიყავი, პანაშვიდიდან გამოსვლისთანავე შევედით ჩემი ბიძაშვილის სოსო სოსანაშვილის სახლში, მაგრამ მისი მეუღლე სახლში არ აღმოჩნდა. მამია ჯაჯანაშვილი და კოტე ცოცხალიშვილი მე დავპატიჟე უკვე ჩემთან სახლში სოფელ საკორინთლოში. საკორინთლოში ჩავედით დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის. სახლში გავშალეთ სუფრა და დავიწყეთ ქეიფი, მათი წასვლის შემდეგ მე დავწექი დასაძინებლად და დავიძინე", - აღნიშნულია სოსანაშვილის ჩვენებაში.

როგორც "იმედის კვირის" ჟურნალისტი აცხადებს, სოსანაშვილის მტკიცებით, ტრაგედიის დღეს ყარაფილაში საერთოდ არ ყოფილა - ამ დღეს ავტომობილის გასაკეთებლად კასპში გაემგზავრა. ავტომობილის გაკეთებამდე კი მის ნაცნობს მამია ჯაჯანაშვილს დაურეკა და სასადილოში ("ჩალიჩას დუქანი") დაპატიჟა. ე.წ. "ჩალიჩას დუქანში" მათ სტუმრობას ადასტურებს ქალი, რომელიც მათ მაგიდას ემსახურებოდა, თუმცა ის გამოძიებას არ დაუკითხავს.

მამია ჯაჯანაშვილი, რომელიც სოსანაშვილის საქმე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, იგოეთის პოლიციიდან სოსანაშვილის დაკვებიდან ერთ კვირაში გაათავისუფლეს. ჯაჯანაშვილის სახლიდან კი ხელყუმბარები ამოიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 თებერვალს ჯაჯანაშვილს 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. მისი ოჯახის წევრები ამ თემაზე ტელეკამერებთან არ საუბრობენ.

"ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ერთ-ერთი ტიპის ხელყუმბარა. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მას ამ ეტაპზე სხვა რამე ტიპის შემხებლობა არა აქვს", - აცხადებს პროკურორი ჯემალ კობაიძე.

სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე მამია ჯაჯანაშვილს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ალიბად მიიჩნევს.

სერიოზული კითხვებია ბრალდების ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულების, დნმ-ის სანდოობასთან დაკავშირებით.

"იქ არის აღწერილი როგორ ჩაადებინეს თავის ხელებით პირის ღრუში ის წებოვანი ლენტა, რითიც იღებენ დნმ-ის სინჯებს. როგორ მიაწოდა შუშის ქილა და როგორ დარჩა იქ ოფლის კვალი", - აცხადებს სოსო ჯოგლიძე.

ადვოკატის ინფორმაციით, დნმ-ის უკანონოდ აღება შსს-ს გენინსპექციის სამმართველოს უფროსის, როინ ასანიძის კაბინეტში მოხდა. ჟურნალში სოსანაშვილის შესვლა გატარებულია და იარაღის დატოვებაც ფიქსირდება. განსხვავებით ექსპერტებისგან, რომლებიც შენობაში საშვის გარეშე შევიდნენ. ადვოკატის მტკიცებითი, ისინი დნმ-ის არაოფიციალურად აღებაში მოანაწილეობდნენ და სოსანაშვილს მათი ამოცნობა შეუძლია.

იურისტების თქმით, თუკი ბრალდებულს აქვს ეჭვი, რომ მის საქმეში არსებული მტკიცებულება არის გაყალბებილი, პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს ამ საკითხზე. თუმცა პროკურატურის განცხადებით, მათ ასეთი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

სოსანაშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ 6 თებერვალს აღებული დაულიქავი დნმ-ი წაუსვეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ფალიას. შესაბამისად, 6 თებერვლის მასალები საქმეში არ ფიქსირდება. საქმეში მხოლოდ 7 თებერვალს ჩატარებული დნმ-ის ანალიზის დასკვნაა.

როგორც "იმედის კვირის" სიუჟეტშია აღნიშნული, ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი დნმ-ის ფალიაზე წასმას გამორიცხავს. მისი თქმით, ნივთ-მტკიცებულებები ადგილზევე დაილუქა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიგზავნა.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არის, მათ შორის 12 იანვარს ვაზაგაშვილის აფეთქებამდე 8 დღით ადრე გია სოსანაშვილი შედის შესაბამის ბაზაში, სადაც ზურაბ და იური ვაზაგაშვილებს ნახულობს. ასევე 18 დან 21 იანვრის ჩათვლით წალკის რაიონის სოფელ ავრალოს პოლიციის უფროსს სამსახურიდან გათავისუფლებას იმ მოტივით სთხოვს, რომ სოფელ საკორინთლოში შეშის პრობლემა უნდა მოაგვაროს, თუმცა შეშაზე არ მისულა.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, "გამოძიებამ სოსანაშვილის "ფეისბუქზე" არსებული პირადი მიმოწერები შეისწავლა. პირველ-ორ თებერვალს სოსანაშვილი ინტერესდება, ვის კითხავს გამოძიება".

შეგახსენებთ, პროკურატურას დღემდე არ დაუსახელებია დანაშაულის მოტივი და შემკვეთები. სოსანაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა 3 აპრილს ეწურება.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს სოფელ ყარფილაში საკუთარი ვაჟის საფლავზე დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ იმსხვერპლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ