პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოძალადეებს უფლება მივეცით ასე თავხედურად გამოსულიყვნენ" - ივანიშვილი 21 მარტის აქციასა და მთავრობაში ნეპოტიზმზე
"მოძალადეებს უფლება მივეცით ასე თავხედურად გამოსულიყვნენ" - ივანიშვილი 21 მარტის აქციასა და მთავრობაში ნეპოტიზმზე

5-7 ათა­სი ადა­მი­ა­ნის მოგ­რო­ვე­ბით, პრინ­ციპ­ში, აჩ­ვე­ნეს, რომ ცო­ცხლე­ბი არი­ან, - ასე აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გუ­შინ­დელ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ის ეთერ­ში, ანა­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მა­ში "კვი­რის 20/30" გა­ნა­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ მო­ი­თხო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ყე­ნე­ბა.

"იმიც, რაც მო­აგ­რო­ვეს, 5 თუ 7 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, აჩ­ვე­ნეს, რომ ცო­ცხლე­ბი არი­ან. ისი­ნი თავ­ხე­დუ­რად გა­მო­დი­ოდ­ნენ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმი­ზე­ზოდ მო­უ­წო­დებ­დნენ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­დად­გო­მას. აკო მი­ნაშ­ვილ­მა თქვა, ჩა­ა­ბა­რეს აფხა­ზე­თი და ოსე­თიო. ასე­თი ცი­ნიზ­მის ატა­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია", - აღ­ნიშ­ჯა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აჩ­ვე­ნა რო­გო­რი კულ­ტუ­რუ­ლი ხალ­ხია, რო­დე­საც მო­ძა­ლა­დე­ებს დე­მონ­სტრა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. "გუ­შინ ჩან­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზრდა და რო­გორ ლა­ღად და იუ­მო­რით უყუ­რებს ამ ყვე­ლა­ფერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კვლავ ცდი­ლობს ისი­ნი სიც­რუ­ე­ში ამ­ყო­ფოს. ნა­ხეთ, რო­გო­რი კულ­ტუ­რუ­ლი ხალ­ხი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი?! მო­ძა­ლა­დე­ებს მი­ვე­ცით უფ­ლე­ბა დე­მონ­სტრა­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა. მისი თქმით, უფა­სო ფული კი­დევ უფრო მეტი ელო­დე­ბა ჩვენს ეკო­ნო­მი­კას. 800 მი­ლი­ო­ნი უფა­სო და იაფი ფული სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში უკვე გა­ი­ცა.

"რო­დე­საც 1, 2 ან 3 პრო­ცენ­ტია გა­და­სახ­დე­ლი, ეს პრაქ­ტი­კუ­ლად უფა­სო ფუ­ლია. ეს უფა­სო კი­დევ უფრო მეტი ელო­დე­ბა ჩვენს ეკო­ნო­მი­კას. წა­ხა­ლი­სე­ბის მხრივ მთავ­რო­ბაც კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რობს. უფა­სო ფული გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი უნდა შე­მო­ვი­დეს ეკო­ნო­მი­კა­ში. არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში მე ვპირ­დე­ბო­დი მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი დახ­მა­რე­ბას, სუბ­სი­დი­რე­ბას და ვპირ­დე­ბო­დი, რომ იქ­ნე­ბა 7-წლი­ა­ნი კრე­დი­ტე­ბიც, 100 ახა­ლი სა­წარ­მო გა­კეთ­დე­ბო­და და მათ ექ­ნე­ბო­დათ შე­ღა­ვა­თი­ა­ნი კრე­დი­ტე­ბი. 800 მი­ლი­ო­ნამ­დე შე­ვი­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, რო­მელ­ზეც არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს. მთავ­რო­ბის მიერ გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი პრო­ექ­ტი მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით დიდ თან­ხებ­ზეა გათ­ვლი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თავ­ხე­დუ­რად ცდი­ლობს და­ა­მა­ხინ­ჯოს ეს ტერ­მი­ნი. "თვი­თონ ხდე­ბი­ან სა­ცო­და­ვე­ბი და სა­სა­ცი­ლო­ე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, თუ ისევ იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე ფაქ­ტე­ბი, რო­გორც იყო ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რე­ა­გი­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბა­ში ნე­პო­ტიზ­მზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მისი ერთ-ერთი გეგ­მა ნე­პო­ტიზ­მზე მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლია.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ყვე­ლა­ზე დიდი ძა­ლის მქო­ნე ფი­გუ­რაა დღე­ვან­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით და მის­გან უნდა იწყე­ბო­დეს პირ­ველ რიგ­ში კა­ნო­ნის დაც­ვა. ვი­საც მეტი აქვს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, კა­ნო­ნიც პირ­ველ რიგ­ში მან უნდა და­იც­ვას. ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის თა­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი მა­ნაც გა­ა­კე­თა, მეც მო­მი­წია გან­მარ­ტე­ბე­ბის კე­თე­ბა. რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აღარ იყო მი­სა­ღე­ბი, პრე­მი­ერ­მა გა­ა­კე­თა დას­კვნა და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ასე­თი ფაქ­ტე­ბი თუ იქ­ნე­ბა, კი­დევ გა­ვა­კე­თებთ რე­აქ­ცი­ას. ჩვე­ნი გა­და­ცე­მის ერთ-ერთი გეგ­მა არის, რომ ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბა კონ­ტრო­ლი ნე­პო­ტიზ­მზე", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ გავ­რცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ნე­პო­ტიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით, "20/30"-ის ჯგუ­ფი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ტყუ­ი­ლად აქვთ ეი­ფო­რია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - მო­ვა­ხერ­ხე, რომ ვე­რა­ვის გა­ე­ბე­და, სა­სა­მარ­თლოს საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­უ­ლი­ყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"მოძალადეებს უფლება მივეცით ასე თავხედურად გამოსულიყვნენ" - ივანიშვილი 21 მარტის აქციასა და მთავრობაში ნეპოტიზმზე

"მოძალადეებს უფლება მივეცით ასე თავხედურად გამოსულიყვნენ" - ივანიშვილი 21 მარტის აქციასა და მთავრობაში ნეპოტიზმზე

5-7 ათასი ადამიანის მოგროვებით, პრინციპში, აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ საპროტესტო აქციას.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" განაცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სრულიად უმიზეზოდ მოითხოვა ხელისუფლების გადაყენება.

"იმიც, რაც მოაგროვეს, 5 თუ 7 ათასი ადამიანი, აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან. ისინი თავხედურად გამოდიოდნენ და აბსოლუტურად უმიზეზოდ მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, გადადგომას. აკო მინაშვილმა თქვა, ჩააბარეს აფხაზეთი და ოსეთიო. ასეთი ცინიზმის ატანა ძალიან რთულია", - აღნიშჯა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ აჩვენა როგორი კულტურული ხალხია, როდესაც მოძალადეებს დემონსტრაციის ჩატარების უფლება მისცა. "გუშინ ჩანდა საზოგადოების ზრდა და როგორ ლაღად და იუმორით უყურებს ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ცდილობს ისინი სიცრუეში ამყოფოს. ნახეთ, როგორი კულტურული ხალხი ვართ ქართველები?! მოძალადეებს მივეცით უფლება დემონსტრაცია ჩაეტარებინათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, უფასო ფული კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. 800 მილიონი უფასო და იაფი ფული სოფლის მეურნეობაში უკვე გაიცა.

"როდესაც 1, 2 ან 3 პროცენტია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. ეს უფასო კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. წახალისების მხრივ მთავრობაც კიდევ უფრო აქტიურობს. უფასო ფული გაცილებით უფრო მეტი უნდა შემოვიდეს ეკონომიკაში. არჩევნების პროცესში მე ვპირდებოდი მოსახლეობას, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაკეთებდი დახმარებას, სუბსიდირებას და ვპირდებოდი, რომ იქნება 7-წლიანი კრედიტებიც, 100 ახალი საწარმო გაკეთდებოდა და მათ ექნებოდათ შეღავათიანი კრედიტები. 800 მილიონამდე შევიდა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს. მთავრობის მიერ გაცილებით უფრო დიდი პროექტი მზადდება, რომელიც გაცილებით დიდ თანხებზეა გათვლილი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თავხედურად ცდილობს დაამახინჯოს ეს ტერმინი. "თვითონ ხდებიან საცოდავები და სასაცილოები", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ ისევ იქნება ისეთივე ფაქტები, როგორც იყო ზვიად ჯანყარაშვილთან მიმართებაში, რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.

როგორც ივანიშვილმა მთავრობაში ნეპოტიზმზე საუბრისას განაცხადა, მისი ერთ-ერთი გეგმა ნეპოტიზმზე მუდმივი კონტროლია.

"პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ძალის მქონე ფიგურაა დღევანდელი კონსტიტუციით და მისგან უნდა იწყებოდეს პირველ რიგში კანონის დაცვა. ვისაც მეტი აქვს ძალაუფლება, კანონიც პირველ რიგში მან უნდა დაიცვას. ჯანყარაშვილის თაობაზე კომენტარი მანაც გააკეთა, მეც მომიწია განმარტებების კეთება. როდესაც საზოგადოებისთვის აღარ იყო მისაღები, პრემიერმა გააკეთა დასკვნა და მიიღო გადაწყვეტილება. ასეთი ფაქტები თუ იქნება, კიდევ გავაკეთებთ რეაქციას. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი გეგმა არის, რომ ყოველთვის გვექნება კონტროლი ნეპოტიზმზე", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თუ გავრცელდება ინფორმაცია ნეპოტიზმთან დაკავშირებით, "20/30"-ის ჯგუფი აუცილებლად მოახდენს რეაგირებას.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი - ტყუილად აქვთ ეიფორია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან

ბიძინა ივანიშვილი - მოვახერხე, რომ ვერავის გაებედა, სასამართლოს საქმეებში ჩარეულიყო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა