პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სესიაშვილი - ოპოზიციამ 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა
სესიაშვილი - ოპოზიციამ 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა

მე ვნა­ხე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი კრუნ­ჩხვე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამა­საც ვერ მი­ი­ტა­ნენ.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ დღეს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"პირ­ველ რიგ­ში ალ­ბათ უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, თუ რა აქ­ცი­ას­თან გვა­ქონ­და საქ­მე, ანუ რა მი­ზა­ნი ჰქონ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ბას", რო­დე­საც ამ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას ახ­დენ­და. ის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას ვერ შეძ­ლებს, ყვე­ლამ კარ­გად იცის და პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაკ­რულ­ზე რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა აღარ ივ­ლის, მე მგო­ნი, ესეც რთუ­ლად გა­სა­გე­ბი არ არის. ჩემი აზ­რით, მათი შეკ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო იმ აქ­ტი­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" წინა მმარ­თვე­ლო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ინერ­ცი­ით შერ­ჩა. მათი მი­ზა­ნი იყო, რომ აქ­ტი­ვი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ, შე­ეკ­რი­ბათ და ისე­თი სუ­რა­თი შე­ექ­მნათ, თუნ­დაც მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი, რომ გარ­კვე­ულ ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აქვს პრე­ტენ­ზია, რომ ნო­მერ პირ­ვე­ლი ოპო­ზი­ცი­აა.

"ოპო­ზი­ცი­ამ, რო­მელ­საც აქვს პრე­ტენ­ზია ნო­მერ პირ­ველ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბა­ზე, რო­მელ­მაც ერთი თვით ადრე და­ა­ნონ­სა ეს აქ­ცია, რე­გი­ო­ნებ­ში იარა და ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას შე­ე­ცა­და; რეკ­ლა­მე­ბი გა­უშ­ვა, დიდი ფული და­ხარ­ჯა და მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მთე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა ტემ­პე­რა­ტუ­რის ასა­წე­ვად, ჩემი აზ­რით, 12 000 ადა­მი­ან­ზე მეტი ვერ შეკ­რი­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად რომ შე­ვა­ფა­სოთ - დღეს მე ვნა­ხე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი კრუნ­ჩხვე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამა­საც ვერ მი­ი­ტა­ნენ. მათი მი­ზა­ნი სწო­რედ ეს იყო, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რა­ღა­ცა მუხ­ტი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ, რად­გან მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც 9 წელი მარ­თავ­და, ამ­ხე­ლა რე­სურ­სი ჰქონ­და და ამ­ხე­ლა რე­სურ­სის და­ხარ­ჯვით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 12 000 კაც­ზე მეტს ვერ შეკ­რებს, მე მგო­ნი, ამან ყვე­ლა­ფერს ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი გას­ცა", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმრვა­ლე­სო­ბის წევ­რმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა და და­ამ­შვი­და.

"მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ვამ­შვი­დო, რად­გან ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას წას­რუ­ლის სიბ­ნე­ლე­ში დაბ­რუ­ნე­ბის ეში­ნია - ეს არის წა­მე­ბა, ბიზ­ნე­სის ტე­რო­რი, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჯი­ბე­ში ჩას­მა და ა.შ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს შიში და თუ ჩვენ გვაკ­რი­ტი­კე­ბენ, პირ­ველ რიგ­ში, იმის­თვის გვაკ­რი­ტი­კე­ბენ, თუ რო­გორ იღებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხმა­სო. მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ვამ­შვი­დო და მარ­ტი­ვად ვუ­თხრა, რომ სა­კუ­თარ თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თი­თონ მო­ახ­რე­ხებს და ამას გა­ა­კე­თებს ისევ იმ ტყუ­ი­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბით, თვით­ლუსტრა­ცი­ით. მათ დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, ალ­ბათ, რომ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისე­თი­ვე რე­აქ­ცია მო­ხე­დი­ნა, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი 7 ნო­ემ­ბერ­სა თუ 26 მა­ისს გვი­წყობ­და, მაგ­რამ ამ ქმე­დე­ბით - ჩვე­ნი მხრი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა" არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ას მო­ახ­დენს და ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია დღე­ვან­დე­ლი დღეს, სა­დაც მათი მხრი­დან უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ნი­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვი ვერ შეკ­რი­ბეს. პარ­ტი­სა, რო­მელ­საც 50 კაც­მა­დე ჰყავს პარ­ლა­მენ­ტში. ასე­ვე ჰყავს ყვე­ლა საკ­რე­ბუ­ლო­ში წარ­მო­ამ­დგე­ნე­ლი, ამ­დე­ნი ზონ­დე­რია სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ვით 12 000 კაცს ვერ შე­აგ­რო­ვებს", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კა­მე­რას შე­უძ­ლია 360 გრა­დუ­სით იტ­რი­ა­ლოს, თუმ­ცა "რუს­თა­ვი 2"-ის, ანუს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კა­მე­რა 45 გრა­დუს­ზე ვერ ტრი­ალ­დე­ბო­და. ეს არის მა­გა­თი სახე".

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მთავ­რო­ბის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად დე­პუ­ტა­ტე­ბის ხმე­ბის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა მო­აგ­რო­ვოს, სე­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის ტყუ­ი­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა.

"ყვე­ლამ იცის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იმ­დენ ხმას ვერ შე­აგ­რო­ვებს პარ­ლა­მენ­ტში, რომ მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბის თუნ­დაც პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყოს. ეს არის ზღა­პა­რი", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის

თვა­ლი ადევ­ნეთ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს თეგ­ზე #21 მარ­ტის აქ­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სესიაშვილი - ოპოზიციამ 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა

სესიაშვილი - ოპოზიციამ 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა

მე ვნახე "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გამართული აქციის შეფასებისას განუცხადა.

"პირველ რიგში ალბათ უნდა გავაანალიზოთ, თუ რა აქციასთან გვაქონდა საქმე, ანუ რა მიზანი ჰქონდა "ნაციონალური მოძრობას", როდესაც ამ აქციის ორგანიზებას ახდენდა. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადადგომას ვერ შეძლებს, ყველამ კარგად იცის და პირველ რიგში, თავად ძალიან კარგად იციან. "ნაციონალური მოძრაობის" დაკრულზე რომ ჩვენი ქვეყანა აღარ ივლის, მე მგონი, ესეც რთულად გასაგები არ არის. ჩემი აზრით, მათი შეკრების მიზანი იყო იმ აქტივის შენარჩუნება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" წინა მმართველობიდან მოყოლებული ინერციით შერჩა. მათი მიზანი იყო, რომ აქტივი შეენარჩუნებინათ, შეეკრიბათ და ისეთი სურათი შეექმნათ, თუნდაც მოდელირებული, რომ გარკვეულ ძალას წარმოადგენენ", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრეტენზია, რომ ნომერ პირველი ოპოზიციაა.

"ოპოზიციამ, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ოპოზიციონერობაზე, რომელმაც ერთი თვით ადრე დაანონსა ეს აქცია, რეგიონებში იარა და ხალხის მობილიზაციას შეეცადა; რეკლამები გაუშვა, დიდი ფული დახარჯა და მათ მიერ კონტროლირებადი მთელი მედიასაშუალებები გამოიყენა ტემპერატურის ასაწევად, ჩემი აზრით, 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. ეს ყველაფერი მარტივად რომ შევაფასოთ - დღეს მე ვნახე "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ. მათი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ არჩევნებამდე რაღაცა მუხტი შეენარჩუნებინათ, რადგან მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წელი მართავდა, ამხელა რესურსი ჰქონდა და ამხელა რესურსის დახარჯვით, მთელი საქართველოს მასშტაბით 12 000 კაცზე მეტს ვერ შეკრებს, მე მგონი, ამან ყველაფერს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა", - განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრვალესობის წევრმა საზოგადოებას მიმართა და დაამშვიდა.

"მინდა, საზოგადოება დავამშვიდო, რადგან ჩვენს საზოგადოებას წასრულის სიბნელეში დაბრუნების ეშინია - ეს არის წამება, ბიზნესის ტერორი, სასამართლო ხელისუფლების ჯიბეში ჩასმა და ა.შ. საზოგადოებას აქვს შიში და თუ ჩვენ გვაკრიტიკებენ, პირველ რიგში, იმისთვის გვაკრიტიკებენ, თუ როგორ იღებს "ნაციონალური მოძრაობა" ხმასო. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და მარტივად ვუთხრა, რომ საკუთარ თვითლიკვიდაციას "ნაციონალური მოძრაობა" თითონ მოახრეხებს და ამას გააკეთებს ისევ იმ ტყუილების პოლიტიკის გაგრძელებით, თვითლუსტრაციით. მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, ალბათ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ისეთივე რეაქცია მოხედინა, როგორც სააკაშვილი 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს გვიწყობდა, მაგრამ ამ ქმედებით - ჩვენი მხრიდან მშვიდობიანი რეაგირებით "ნაციონალურ მოძრაობა" არჩევნებამდე დარწმუნებული ვარ, რომ თვითლიკვიდაციას მოახდენს და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დღეს, სადაც მათი მხრიდან უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, მინიმალური აქტივი ვერ შეკრიბეს. პარტისა, რომელსაც 50 კაცმადე ჰყავს პარლამენტში. ასევე ჰყავს ყველა საკრებულოში წარმოამდგენელი, ამდენი ზონდერია სამსახურიდან გაშვებული და მიუხედავად ამისა, საქართველოს მასშტავით 12 000 კაცს ვერ შეაგროვებს", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, კამერას შეუძლია 360 გრადუსით იტრიალოს, თუმცა "რუსთავი 2"-ის, ანუს "ნაციონალური მოძრაობის" კამერა 45 გრადუსზე ვერ ტრიალდებოდა. ეს არის მაგათი სახე".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს პარლამენტში მთავრობის გადასაყენებლად დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვოს, სესიაშვილის განცხადებით, ეს არის ტყუილების პოლიტიკის გაგრძელება.

"ყველამ იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმდენ ხმას ვერ შეაგროვებს პარლამენტში, რომ მთავრობის გადაყენების თუნდაც პროცედურა დაიწყოს. ეს არის ზღაპარი", - განაცხადა სესიაშვილმა.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა