ორგიების მომწყობი და დაკრძალვის ჯამბაზი - პროფესიები, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება

ორგიების მომწყობი და დაკრძალვის ჯამბაზი - პროფესიები, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება

ამ პროფესიის ხალხი მაინცდამაინც არ უყვარდათ, მაგრამ სჭირდებოდათ

ძველ რომსა და საბერძნეთში არსებობდა პროფესიები, რომლებიც დღეს საჭირო აღარაა. მაგალითად:

ვერცხლის მომპოვებელი

ძველ რომში ვერცხლს ხელით მოიპოვებდნენ. რომაელები პატარა ბიჭებს ღრმად ამოთხრილ მიწისქვეშა გვირაბებში უშვებდნენ, სადაც სიცხისა და მომწამვლელი გაზის გამო, 3 თვეზე მეტხანს ვერავინ ძლებდა, მაგრამ რომაელებს ეს არ ადარდებდათ, რადგან მუშებად მონები ჰყავდათ.

სტერკორარიუსი

კანალიზაციის პირველი `პროტოტიპი~ ძველ რომში გაჩნდა. სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწი იყო, ამიტომ მისი გაწმენდა სტერკორარიუსს ევალებოდა.

ორგიის ორგანიზატორი

ამ პროფესიის ხალხი მაინცდამაინც არ უყვარდათ, მაგრამ სჭირდებოდათ. მას დარბაზის დაქირავება, საძინებლის მოწყობა, საჭმლითა და სასმლით მომარაგება, მუსიკოსებისა და ქალების მოწვევა ევალებოდა. ორგიის ყველაზე ცნობილი ორგანიზატორი გაიუს პეტრონიუსი იყო, რომელსაც `ელეგანტურობის არბიტრსაც~ ეძახდნენ და იგი ნერონს ექვემდებარებოდა. როცა იმპერატორს ორგანიზატორი მოჰბეზრდა, მას თვითმკვლელობა უბრძანა.

ურინატორი

ურინატორის საქმიანობა ერთ-ერთი საპატიო და მაღალანაზღაურებადი იყო. იგი წყალქვეშ, 30 მეტრ სიღრმეზე ყვინთავდა და იქ აგებული კონსტრუქციების გამაგრება ევალებოდა. ურინატორს ზარის მსგავსი ჩაჩი ეხურა, წელზე კი ბაგირი ჰქონდა მობმული.

დიდებულის დამტარებელი

ამ პროფესიის ადამიანი კარგად ჩაცმული, სუფთა და მაძღარი უნდა ყოფილიყო. მას ტახტრევანით დიდებულის ტარება ევალებოდა. ეს საკმაოდ რთული საქმიანობა იყო, რადგან დამტარებელს მმართველი მიწაზეც და კიბეზეც გაუტოკებლად უნდა ეტარებინა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს