სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება" - ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატები სააკაშვილის მიმართვიდან
"ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება" - ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატები სააკაშვილის მიმართვიდან

სა­ა­კაშ­ვი­ლი: ერთი რამ ყვე­ლამ კარ­გად გა­ვი­გეთ - ივა­ნიშ­ვი­ლის ტყუ­ი­ლე­ბი არ იჭ­მე­ბა

ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბას ხალ­ხის­თვის ხე­ი­რი არ მო­აქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ბრი­უ­სე­ლი­დან მი­მარ­თა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ ტყუ­ი­ლებ­ში ბო­ლომ­დე გა­ი­ჭე­და და გა­იხ­ლარ­თა".

"ქვე­ყა­ნა ღა­რიბ­დე­ბა, ოჯა­ხე­ბი ისევ წელ­ში ტყდე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლო ისევ და­ჩოქ­ვის­კენ მი­დის. სა­წარ­მო­ე­ბი და სხვა ბიზ­ნე­სე­ბი იხუ­რე­ბა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი იკარ­გე­ბა. ერთი რამ ყვე­ლამ კარ­გად გა­ვი­გეთ - ივა­ნიშ­ვი­ლის ტყუ­ი­ლე­ბი არ იჭ­მე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბას ხალ­ხის­თვის ხე­ი­რი არ მო­აქვს. ამ მთავ­რო­ბამ, რო­მელ­მაც მი­ი­ღო ხალ­ხის დიდი ნდო­ბა, სულ რა­ღაც ცოტა ხნის წინ ეს ნდო­ბა მთლი­ა­ნად გაფ­ლან­გა და ახლა არის მთლი­ა­ნად გა­კოტ­რე­ბუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს თვალ­ში. ეს მთავ­რო­ბა თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ ტყუ­ი­ლებ­ში ბო­ლომ­დე გა­ი­ჭე­და და გა­იხ­ლარ­თა. ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი უკ­ლებ­რივ ყვე­ლა და­პი­რე­ბა – ტყუ­ი­ლი იყო და­პი­რე­ბა დე­ნის და გა­ზის გა­ი­ა­ფე­ბა­ზე, ტყუ­ი­ლი იყო და­პი­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ უფა­სოდ მოხ­ნავ­დნენ, მი­წას და­ა­მუ­შა­ვებ­დნენ და შემ­დეგ უფა­სოდ მი­ი­ტან­დნენ გა­სა­ღე­ბის ბა­ზარ­ზე. ტყუ­ი­ლი იყო და­პი­რე­ბა უფა­სო ფუ­ლი­სა და ბან­კე­ბი­დან კრე­დი­ტე­ბის შე­სა­ხებ. ტყუ­ი­ლი იყო და­პი­რე­ბა, რომ რუ­სეთ­თან დაგ­ვი­ლა­გებ­დნენ ურ­თი­ერ­თო­ბას და ნატო-შიც შეგ­ვიყ­ვან­დნენ.

ახლა სა­კი­თხი ასე კი არ დგას, ვინ რო­მელ პარ­ტი­ა­ში ვართ და ვის რო­გო­რი წარ­სუ­ლი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, ახლა სა­კი­თხი დგას ასე – მო­ვა­შო­რებთ თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სი სა­ცე­ცე­ბით, მო­ვა­შო­რებთ თუ არა ტყუ­ი­ლე­ბით ქვეყ­ნის გამ­ბე­რავ ოლი­გარ­ქს და და­ვიხ­სნით თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მისი მარ­წუ­ხე­ბის­გან", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, ვარ­დნის და უკუს­ვლის გა­ჩე­რე­ბა ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მისი გაგ­რძე­ლე­ბა არის სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლი.

"დღეს, რო­გორც არას­დროს მძაფ­რად დგას სა­კი­თხი – სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვე­ნი მო­მავ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა მო­შორ­დეს რუსი ოლი­გარ­ქი და მისი უნი­ა­თო და ძა­ლი­ან მავ­ნე, და­მან­გრე­ვე­ლი მთავ­რო­ბა თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და მან გა­აგ­რძე­ლოს წინსვლა", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი: სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა იყოს პა­ტა­რა სო­ფე­ლი, რო­გორც ამას მოგ­ვი­წო­დე­ბენ

სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა იყოს პა­ტა­რა სო­ფე­ლი, რო­გორც ამას მოგ­ვი­წო­დე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ბრი­უ­სე­ლი­დან მი­მარ­თა.

რო­გორც ქვეყ­ნის ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა პირ­მა გან­მარ­ტა, ჩვენ ვართ ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იყო დიდი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მო­თა­მა­შე და აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბის სუ­ბი­ექ­ტი.

"სი­მარ­თლე არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა იყოს პა­ტა­რა სო­ფე­ლი, რო­გორც ამას მოგ­ვი­წო­დე­ბენ. ჩვენ ვართ ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იყო დიდი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მო­თა­მა­შე და აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბის სუ­ბი­ექ­ტი.

სი­მარ­თლე არის ის, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მო­ვე­კი­დოთ გა­გე­ბით კრი­მი­ნა­ლის ზრდას და კრი­მი­ნა­ლის თა­რეშს. სი­მარ­თლე არის ის, რომ ნა­თე­სა­ო­ბით, მე­გობ­რო­ბით, ძმა­კა­ცო­ბით და კო­რუფ­ცი­ით არ უნდა ინიშ­ნე­ბოდ­ნენ ხალ­ხი მთავ­რო­ბა­ში და სხვა ად­გი­ლებ­ზე. ჩვენ ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა გა­ეხ­სნას გზა მისი ნი­ჭის და უნა­რე­ბის მი­ხედ­ვით და არა ვი­ღა­ცის მა­მებს, დე­დებს, ბი­ძაშ­ვი­ლებს, შვი­ლებს, არა ისე, რო­გორც დღეს არის – ჩა­წყო­ბით. ეს არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მე­გო­ნა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მო­ვი­შო­რეთ.

სი­მარ­თლეა ის, რომ არა­ნა­ი­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის თა­ვი­სი ყვე­ლა ხარ­ვე­ზის მი­უ­ხე­და­ვად და ვი­რეშ­მა­კო­ბით და აქეთ-იქეთ თა­მა­შით, სა­ქარ­თვე­ლომ, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ წა­ა­გოს.

სი­მარ­თლე არის ის და ამას ვე­რა­ნა­ი­რი ფილ­მე­ბი და ბავ­შვე­ბის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ტა­რე­ბა ვერ შეც­ვლის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო არა თუ არ ინ­გრე­ო­და, არა­მედ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბო­და. დღეს კი სა­ქარ­თვე­ლო ინ­გრე­ვა და ეს ნგრე­ვა უნდა შე­ჩერ­დეს და ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი სი­მარ­თლე არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია წინსვლა, რად­გან ბევ­რად მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს ვიდ­რე ადრე", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი: სა­ქარ­თვე­ლოს უფსკრუ­ლის­კენ ერთი რუსი ოლი­გარ­ქი მი­ა­ქა­ნებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უფსკრუ­ლის­კენ ერთი რუსი ოლი­გარ­ქი მი­ა­ქა­ნებს.

ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცი­ა­ზე ბრი­უ­სე­ლი­დან ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლო უფსკრუ­ლის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა. ამას გრძნობს ყვე­ლა ქა­ლა­ქის თუ სოფ­ლის მკვიდ­რი, გრძნობს ყვე­ლა და ნა­ხუ­ლობს ყვე­ლა. უფსკრუ­ლის­კენ ჩვენ მიგ­ვა­ქა­ნებს რუსი ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც წა­მოს­კუ­პე­ბუ­ლა სა­სახ­ლე­ში დამ­ცი­ნა­ვად დაგ­ყუ­რებთ ზე­მო­დან ქვე­მოთ და გე­უბ­ნე­ბათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და მარ­ტო თქვენ არ გყოფ­ნით გან­ვი­თა­რე­ბა ჭკუა და გო­ნე­ბა, რომ შე­ა­ფა­სოთ რამ­ხე­ლა სი­კე­თე­ში ცხოვ­რობთ, რო­გორ კომ­ფორ­ტუ­ლად და კარ­გად არის მო­წყო­ბი­ლი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა და ის აპი­რებს გას­წავ­ლოთ სწო­რად და­ნახ­ვა ყვე­ლა­ფე­რი­სა, ისე რო­გორც მას უნდა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი იძა­ხის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმ­წი­ფა­რია და მან უნდა ას­წავ­ლოს სწო­რი ანა­ლი­ზი.

"ამის­თვის მზად არის ტე­ლე­გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თოს და და­გა­რი­გოთ ჭკუა. კრი­მი­ნალს რომ გა­გე­ბით უნდა მო­ვე­კი­დოთ, ეს აგიხ­სნათ. ბან­კი­რე­ბი, რომ უნდა და­ი­ქი­რაო უკვე კარ­გად გა­დაგ­ვი­ღე­ჭა. უკვე დად­გა რი­გე­ბი ჩვენს სა­ბა­ჟო­ებ­ზე, ასე­ვე ბევრ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში. ის რომ ლარი სი­ნამ­დვი­ლე­ში ჯან­სა­ღად იქ­ცე­ვა და ამას ხალ­ხი ვერ ხვდე­ბა, ესეც გა­და­გი­ღე­ჭათ. თუკი მისი გა­და­ცე­მა არ გე­ყოთ ამის გა­სა­გე­ბად ის მზად არის 200 მი­ლი­ო­ნი ფილ­მი გა­და­ი­ღოს იმის­თვის, რომ ყო­ველ სა­ღა­მოს აგიხ­სნათ რა სა­ა­მუ­რია ცხოვ­რე­ბა და რა კა­ტას­ტრო­ფა იყო წინა წლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა, წინა წლე­ბის ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგო­მი მთავ­რო­ბა და ის ენერ­გია. თუ თქვე­ნი ნე­ბით არ უყუ­რებთ ამ ფილ­მს, მა­შინ მზად არის ბავ­შვე­ბი ძა­ლით ჩას­ვან ავ­ტო­ბუ­სებ­ში და აყუ­რე­ბი­ნონ სიც­რუ­ე­ზე აგე­ბუ­ლი კად­რე­ბის ის ტყუ­ი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას კვებ­დავ­და", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კა­შილ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის

თვა­ლი ადევ­ნეთ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს თეგ­ზე #21 მარ­ტის აქ­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

"ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება" - ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატები სააკაშვილის მიმართვიდან

"ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება" - ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატები სააკაშვილის მიმართვიდან

სააკაშვილი: ერთი რამ ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება

ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც "თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება "თავის ყოველდღიურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა".

"ქვეყანა ღარიბდება, ოჯახები ისევ წელში ტყდებიან. საქართველო ისევ დაჩოქვისკენ მიდის. საწარმოები და სხვა ბიზნესები იხურება, სამუშაო ადგილები იკარგება. ერთი რამ ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება. ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს. ამ მთავრობამ, რომელმაც მიიღო ხალხის დიდი ნდობა, სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ეს ნდობა მთლიანად გაფლანგა და ახლა არის მთლიანად გაკოტრებული, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს და მსოფლიოს თვალში. ეს მთავრობა თავის ყოველდღიურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა. ტყუილი აღმოჩნდა მისი უკლებრივ ყველა დაპირება – ტყუილი იყო დაპირება დენის და გაზის გაიაფებაზე, ტყუილი იყო დაპირება იმის შესახებ, რომ უფასოდ მოხნავდნენ, მიწას დაამუშავებდნენ და შემდეგ უფასოდ მიიტანდნენ გასაღების ბაზარზე. ტყუილი იყო დაპირება უფასო ფულისა და ბანკებიდან კრედიტების შესახებ. ტყუილი იყო დაპირება, რომ რუსეთთან დაგვილაგებდნენ ურთიერთობას და ნატო-შიც შეგვიყვანდნენ.

ახლა საკითხი ასე კი არ დგას, ვინ რომელ პარტიაში ვართ და ვის როგორი წარსული და შეხედულებები გვაქვს, ახლა საკითხი დგას ასე – მოვაშორებთ თუ არა ხელისუფლებას თავისი საცეცებით, მოვაშორებთ თუ არა ტყუილებით ქვეყნის გამბერავ ოლიგარქს და დავიხსნით თუ არა საქართველოს მისი მარწუხებისგან", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ვარდნის და უკუსვლის გაჩერება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ მისი გაგრძელება არის სრულიად დაუშვებელი.

"დღეს, როგორც არასდროს მძაფრად დგას საკითხი – საქართველოს, ჩვენი მომავლის გადასარჩენად ხელისუფლებას უნდა მოშორდეს რუსი ოლიგარქი და მისი უნიათო და ძალიან მავნე, დამანგრეველი მთავრობა თავისი წარმომადგენლებით. საქართველო უნდა გათავისუფლდეს და მან გააგრძელოს წინსვლა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილი: საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ

საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.

როგორც ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა განმარტა, ჩვენ ვართ ძალიან საამაყო, განსაკუთრებული, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც იყო დიდი რეგიონალური მოთამაშე და აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბის სუბიექტი.

"სიმართლე არის ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ. ჩვენ ვართ ძალიან საამაყო, განსაკუთრებული, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც იყო დიდი რეგიონალური მოთამაშე და აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბის სუბიექტი.

სიმართლე არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვეკიდოთ გაგებით კრიმინალის ზრდას და კრიმინალის თარეშს. სიმართლე არის ის, რომ ნათესაობით, მეგობრობით, ძმაკაცობით და კორუფციით არ უნდა ინიშნებოდნენ ხალხი მთავრობაში და სხვა ადგილებზე. ჩვენ ყველა ადამიანს უნდა გაეხსნას გზა მისი ნიჭის და უნარების მიხედვით და არა ვიღაცის მამებს, დედებს, ბიძაშვილებს, შვილებს, არა ისე, როგორც დღეს არის – ჩაწყობით. ეს არის სისტემა, რომელიც მეგონა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორეთ.

სიმართლეა ის, რომ არანაირი ალტერნატივა არ არსებობს ევროპული კურსის თავისი ყველა ხარვეზის მიუხედავად და ვირეშმაკობით და აქეთ-იქეთ თამაშით, საქართველომ, შეიძლება მხოლოდ წააგოს.

სიმართლე არის ის და ამას ვერანაირი ფილმები და ბავშვების კინოთეატრებში ტარება ვერ შეცვლის, რომ ივანიშვილამდე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველო არა თუ არ ინგრეოდა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. დღეს კი საქართველო ინგრევა და ეს ნგრევა უნდა შეჩერდეს და ყველაზე უტყუარი სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ნამდვილად შეუძლია წინსვლა, რადგან ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს ვიდრე ადრე", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილი: საქართველოს უფსკრულისკენ ერთი რუსი ოლიგარქი მიაქანებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს უფსკრულისკენ ერთი რუსი ოლიგარქი მიაქანებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "თავისუფლების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.

"საქართველო უფსკრულისკენ მიექანება. ამას გრძნობს ყველა ქალაქის თუ სოფლის მკვიდრი, გრძნობს ყველა და ნახულობს ყველა. უფსკრულისკენ ჩვენ მიგვაქანებს რუსი ოლიგარქი, რომელიც წამოსკუპებულა სასახლეში დამცინავად დაგყურებთ ზემოდან ქვემოთ და გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგად არის და მარტო თქვენ არ გყოფნით განვითარება ჭკუა და გონება, რომ შეაფასოთ რამხელა სიკეთეში ცხოვრობთ, როგორ კომფორტულად და კარგად არის მოწყობილი თქვენი ცხოვრება და ის აპირებს გასწავლოთ სწორად დანახვა ყველაფერისა, ისე როგორც მას უნდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილი იძახის, რომ საქართველოს საზოგადოება უმწიფარია და მან უნდა ასწავლოს სწორი ანალიზი.

"ამისთვის მზად არის ტელეგადაცემა გააკეთოს და დაგარიგოთ ჭკუა. კრიმინალს რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ეს აგიხსნათ. ბანკირები, რომ უნდა დაიქირაო უკვე კარგად გადაგვიღეჭა. უკვე დადგა რიგები ჩვენს საბაჟოებზე, ასევე ბევრ სახელმწიფო უწყებებში. ის რომ ლარი სინამდვილეში ჯანსაღად იქცევა და ამას ხალხი ვერ ხვდება, ესეც გადაგიღეჭათ. თუკი მისი გადაცემა არ გეყოთ ამის გასაგებად ის მზად არის 200 მილიონი ფილმი გადაიღოს იმისთვის, რომ ყოველ საღამოს აგიხსნათ რა საამურია ცხოვრება და რა კატასტროფა იყო წინა წლების მმართველობა, წინა წლების ვარდების რევოლუციის შემდგომი მთავრობა და ის ენერგია. თუ თქვენი ნებით არ უყურებთ ამ ფილმს, მაშინ მზად არის ბავშვები ძალით ჩასვან ავტობუსებში და აყურებინონ სიცრუეზე აგებული კადრების ის ტყუილები, რომლითაც ის საზოგადოებას კვებდავდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა