"ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათები უჩვენეს. მათ სიმბოლურად წითელი ბარათები მაღლა აწიეს და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, ეს ბარათები განკუთვნილია დღევანდელი მთავრობისთვის, რომელიც უნდა გადადგეს.
მეტი ინფორმაციისთვის
თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია