მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს"
"საქართველო როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს"

სა­ქარ­თვე­ლო და­პა­უ­ზე­ბუ­ლია და, რო­გორც გა­ჩე­რე­ბუ­ლი სა­ა­თი აჩ­ვე­ნებს ერ­თსა და იმა­ვე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" შეკ­რე­ბილ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ბრი­უ­სე­ლი­დან მი­მარ­თა.

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი პი­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო გული უკ­ვდე­ბა.

"დღეს მე, ისე­ვე რო­გორც მი­ლი­ო­ნო­ბით ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს, მრა­ვალ ეთ­ნი­კუ­რი ერის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით და მი­ლი­ო­ნო­ბით ქარ­თველს, ვინც იმ­ყო­ფე­ბა ქვეყ­ნის გა­რეთ, გული მიკ­ვდე­ბა იმის გამო, რაც ხდე­ბა ჩვენს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ, საყ­ვა­რელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. გული მიკ­ვდე­ბა იმის გამო, რომ ვუ­ყუ­რებ გა­ჩე­რე­ბულ ეკო­ნო­მი­კას, ვუ­ყუ­რებ, რო­გორ იხუ­რე­ბა ყო­ველ­დღე სა­წამ­რო­ე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბიც კი, რო­გორ გარ­ბი­ან ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რო­გორც ჩერ­დე­ბა ის დიდი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო ბრენ­დე­ბად ვაქ­ცი­ეთ, რო­გორ აღარ იწყე­ბა ის, რის და­წყე­ბა­საც ვა­პი­რებ­დით და რომ­ლის და­წყე­ბა­საც ვამ­ზა­დებ­დით მრა­ვა­ლი წელი.

სა­ქარ­თვე­ლო და­პა­უ­ზე­ბუ­ლია და ეს გა­ჩე­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც გა­ჩე­რე­ბუ­ლი სა­ა­თი, აჩ­ვე­ნებს ერთი და იგი­ვე დროს - 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს.

გული მიკ­ვდე­ბა იმის გამო, რომ ლა­რის კურ­სი, რო­მე­ლიც, როცა შე­ვარ­დნა­ძის­გან დან­გრე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ვი­ბა­რეთ, და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დელ დო­ნე­ზე იყო და რო­მელ­მაც ჩემი მთავ­რო­ბის დროს გა­უძ­ლო რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან შე­მოჭ­რას და ოკუ­პა­ცი­ას, დღეს ისევ ჩა­მო­ი­შა­ლა, ისევ ჩა­მო­ვარ­და შე­ვარ­დნა­ძის ნიშ­ნულ­ზე.

გული მიკ­ვდე­ბა იმის გამო, რომ კრი­მი­ნა­ლი დაბ­რუნ­და ქუ­ჩებ­ში, რომ ისევ ძვე­ლი ბი­ჭე­ბი არ­ჩე­ვენ საქ­მე­ებს და აკონ­ტრო­ლე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას ჩვენს ეზო­ებ­ში, სკო­ლებ­ში.

გული მიკ­ვდე­ბა რომ, ჩვენ პო­ლი­ცი­ას აბუ­ჩად იგ­დე­ბენ. გული მიკ­ვდე­ბა, რომ ამ დღე­ებ­ში პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც ამო­ი­ღო მე­ო­რე პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლი კრი­მი­ნა­ლის სა­ზღვრი­დან გა­და­პა­რე­ბის შე­სა­ხებ კად­რე­ბი, მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და კრი­მი­ნა­ლად და და­პა­ტიმ­რე­ბით და­ე­მუქ­რა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის

თვა­ლი ადევ­ნეთ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს თეგ­ზე #21 მარ­ტის აქ­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"საქართველო როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს"

"საქართველო როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს"

საქართველო დაპაუზებულია და, როგორც გაჩერებული საათი აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც "თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.

ყოფილი პირველი პირის განმარტებით, საქართველოში დღეს არსებული ვითარების გამო გული უკვდება.

"დღეს მე, ისევე როგორც მილიონობით ჩვენს თანამემამულეს, მრავალ ეთნიკური ერის წარმომადგენლებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს შიგნით და მილიონობით ქართველს, ვინც იმყოფება ქვეყნის გარეთ, გული მიკვდება იმის გამო, რაც ხდება ჩვენს სათაყვანებელ, საყვარელ საქართველოში. გული მიკვდება იმის გამო, რომ ვუყურებ გაჩერებულ ეკონომიკას, ვუყურებ, როგორ იხურება ყოველდღე საწამროები, მაღაზიები, სასტუმროებიც კი, როგორ გარბიან ყოველდღიურად საქართველოდან ინვესტორები, როგორც ჩერდება ის დიდი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბრენდებად ვაქციეთ, როგორ აღარ იწყება ის, რის დაწყებასაც ვაპირებდით და რომლის დაწყებასაც ვამზადებდით მრავალი წელი.

საქართველო დაპაუზებულია და ეს გაჩერება, სამწუხაროდ, როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთი და იგივე დროს - 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.

გული მიკვდება იმის გამო, რომ ლარის კურსი, რომელიც, როცა შევარდნაძისგან დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ, დაახლოებით დღევანდელ დონეზე იყო და რომელმაც ჩემი მთავრობის დროს გაუძლო რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და ოკუპაციას, დღეს ისევ ჩამოიშალა, ისევ ჩამოვარდა შევარდნაძის ნიშნულზე.

გული მიკვდება იმის გამო, რომ კრიმინალი დაბრუნდა ქუჩებში, რომ ისევ ძველი ბიჭები არჩევენ საქმეებს და აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ეზოებში, სკოლებში.

გული მიკვდება რომ, ჩვენ პოლიციას აბუჩად იგდებენ. გული მიკვდება, რომ ამ დღეებში პოლიციელი, რომელმაც ამოიღო მეორე პოლიციელის მკვლელი კრიმინალის საზღვრიდან გადაპარების შესახებ კადრები, მთავრობამ გამოაცხადა კრიმინალად და დაპატიმრებით დაემუქრა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა