მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე - დღეს დადგა მომენტი, როცა ყველა ერთად ვამბობთ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს
დავით ბაქრაძე - დღეს დადგა მომენტი, როცა ყველა ერთად ვამბობთ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რის, და­ვით ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ასე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" არა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", არა­მედ მთავ­რო­ბამ გა­იყ­ვა­ნა. ამის შე­სა­ხებ ბაქ­რა­ძემ მათ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ დღეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლო დღეა. დღეს არის ჩვე­ნი ერ­თო­ბის დღე. დღეს არის ჩვე­ნი სიძ­ლი­ე­რის დღე და დღეს არის დღე, როცა არა მხო­ლოდ ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი დგას ამ მო­ე­დან­ზე, არა­მედ ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი გვგულ­შე­მატ­კივ­რობს სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი­დან, ათე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი გვგულ­შე­მატ­კივ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­დან. დღეს არის დღე, როცა ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ვაჩ­ვე­ნებთ, რომ იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი ამ ქვე­ყა­ნა­ში. აი, ეს არის დღე­ვან­დე­ლი დღე.

რა ხდე­ბა დღეს? – ბევ­რს უკი­თხავს რი­თია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი 21 მარ­ტი სხვა შეკ­რე­ბე­ბის და სხვა აქ­ცი­ე­ბის­გან. მე გე­ტყვით რი­თი­ცაა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი: ჩვენ ისე ვი­ყა­ვით 2 წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ოპო­ზი­ცი­ა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად არ დაგ­ვი­ყე­ნე­ბია მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის სა­კი­თხი. გეხ­სო­მე­ბათ, ისე ჩა­ვა­ტა­რეთ საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია, რომ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, ვა­კონ­ტრო­ლოთ მთავ­რო­ბა. ბევრ თქვენ­განს მა­შინ არ მოს­წონ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რა­ტომ არ უნდა გა­ვუშ­ვათ? მე გე­უბ­ნე­ბო­დით – იმი­ტომ, რომ ეს ხალ­ხმა აირ­ჩია და მე პა­ტივს ვცემ ხალ­ხის არ­ჩე­ვანს, ამი­ტომ მო­დით ვა­კონ­ტრო­ლოთ და და­ვა­ცა­დოთ საქ­მის გა­კე­თე­ბა. ამას ვამ­ბობ­დით 2 წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ჩვენ, მაგ­რამ 2 წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­თე­ლი გახ­და, რომ ამ მთავ­რო­ბის­თვის დაც­და ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს უა­რე­სო­ბის­თვის დაც­დას, ამი­ტომ ვე­ღარ და­ვიც­დით, ვე­ღარ და­ვან­გრე­ვი­ნებთ ამ ქვე­ყა­ნას. ამი­ტომ დღეს დად­გა ის მო­მენ­ტი, როცა ყვე­ლა ერ­თად ვამ­ბობთ, ეს მთავ­რო­ბა უნდა წა­ვი­დეს.

ბევ­რი და­ნა­პი­რე­ბის ნაც­ვლად, იმ უკე­თე­სო­ბის ნაც­ვლად, რო­მელ­საც ყვე­ლა ელო­და, ერ­თა­დერ­თი რაც მო­ა­ხერ­ხა და გა­ა­კე­თა ამ მთავ­რო­ბამ იყო ის, რომ უა­რე­სო­ბა შე­ი­ტა­ნა ყვე­ლა ოჯახ­ში. გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლარი არის თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში შე­სუ­ლი უა­რე­სო­ბა. გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბი პრო­დუქ­ტებ­სა და წამ­ლებ­ზე, არის თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში შე­სუ­ლი უა­რე­სო­ბა. გაზ­რდი­ლი უმუ­შევ­რო­ბა და სი­ღა­რი­ბე არის თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში შე­სუ­ლი უა­რე­სო­ბა. გა­ჩე­რე­ბის პი­რას მყო­ფი მა­ღა­ზი­ე­ბი და და­ხურ­ვის პი­რას მყო­ფი ბაზ­რო­ბე­ბი არის თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში შე­სუ­ლი უა­რე­სო­ბა. აი, ეს მო­ა­ხერ­ხა ამ მთავ­რო­ბამ. ამი­ტო­მაც ვე­უბ­ნე­ბით მას დღეს, რომ უნდა წა­ვი­დეს.

დღეს მო­ვის­მი­ნე, რომ თქვენ ხართ ძა­ლით მოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მინ­და მათ ვუ­თხრა – თქვენ არ ხართ დღეს ჩვე­ნი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. თქვენ გა­ჭირ­ვე­ბამ მო­გიყ­ვა­ნათ აქ, რო­მე­ლიც ამ მთავ­რო­ბამ მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას. თქვენ ხართ დღეს მთავ­რო­ბის მოყ­ვა­ნი­ლი ხალ­ხი იმ გა­ჭირ­ვე­ბით, იმ უუ­ნა­რო­ბით, იმ გა­უ­ა­რე­სე­ბით მოყ­ვა­ნი­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია. ძა­ლით მოყ­ვა­ნა არ ჭირ­დე­ბა დღეს პენ­სი­ო­ნერს, რო­მელ­საც 10 ლა­რით გაზ­რდილ პენ­სი­ას, ინფლა­ცი­ის გამო 25 ლარი და­აკ­ლდა", - აღ­ნიშ­ნა ბაქ­რა­ძემ.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის

თვა­ლი ადევ­ნეთ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს თეგ­ზე #21 მარ­ტის აქ­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

დავით ბაქრაძე - დღეს დადგა მომენტი, როცა ყველა ერთად ვამბობთ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს

დავით ბაქრაძე - დღეს დადგა მომენტი, როცა ყველა ერთად ვამბობთ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ასეულობით მოქალაქე "თავისუფლების მოედანზე" არა "ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ მთავრობამ გაიყვანა. ამის შესახებ ბაქრაძემ მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა. დღეს არის ჩვენი ერთობის დღე. დღეს არის ჩვენი სიძლიერის დღე და დღეს არის დღე, როცა არა მხოლოდ ათობით ათასი ადამიანი დგას ამ მოედანზე, არამედ ასეულობით ათასი ადამიანი გვგულშემატკივრობს საკუთარი სახლებიდან, ათეულობით ათასი ადამიანი გვგულშემატკივრობს საქართველოს გარედან. დღეს არის დღე, როცა ჩვენ ყველა ერთად ვაჩვენებთ, რომ იწყება ახალი ეტაპი ამ ქვეყანაში. აი, ეს არის დღევანდელი დღე.

რა ხდება დღეს? – ბევრს უკითხავს რითია განსხვავებული 21 მარტი სხვა შეკრებების და სხვა აქციებისგან. მე გეტყვით რითიცაა განსხვავებული: ჩვენ ისე ვიყავით 2 წელიწადნახევარი ოპოზიციაში, პრაქტიკულად არ დაგვიყენებია მთავრობის გადადგომის საკითხი. გეხსომებათ, ისე ჩავატარეთ საპრეზიდენტო კამპანია, რომ ყოველთვის ვამბობდით, ვაკონტროლოთ მთავრობა. ბევრ თქვენგანს მაშინ არ მოსწონდა და მეუბნებოდა, რატომ არ უნდა გავუშვათ? მე გეუბნებოდით – იმიტომ, რომ ეს ხალხმა აირჩია და მე პატივს ვცემ ხალხის არჩევანს, ამიტომ მოდით ვაკონტროლოთ და დავაცადოთ საქმის გაკეთება. ამას ვამბობდით 2 წელიწადნახევარი ჩვენ, მაგრამ 2 წელიწადნახევრის შემდეგ აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ამ მთავრობისთვის დაცდა ნიშნავს საქართველოს უარესობისთვის დაცდას, ამიტომ ვეღარ დავიცდით, ვეღარ დავანგრევინებთ ამ ქვეყანას. ამიტომ დღეს დადგა ის მომენტი, როცა ყველა ერთად ვამბობთ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს.

ბევრი დანაპირების ნაცვლად, იმ უკეთესობის ნაცვლად, რომელსაც ყველა ელოდა, ერთადერთი რაც მოახერხა და გააკეთა ამ მთავრობამ იყო ის, რომ უარესობა შეიტანა ყველა ოჯახში. გაუფასურებული ლარი არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა. გაზრდილი ფასები პროდუქტებსა და წამლებზე, არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა. გაზრდილი უმუშევრობა და სიღარიბე არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა. გაჩერების პირას მყოფი მაღაზიები და დახურვის პირას მყოფი ბაზრობები არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა. აი, ეს მოახერხა ამ მთავრობამ. ამიტომაც ვეუბნებით მას დღეს, რომ უნდა წავიდეს.

დღეს მოვისმინე, რომ თქვენ ხართ ძალით მოყვანილი ადამიანები, მინდა მათ ვუთხრა – თქვენ არ ხართ დღეს ჩვენი, "ნაციონალური მოძრაობის" მოყვანილი ადამიანები. თქვენ გაჭირვებამ მოგიყვანათ აქ, რომელიც ამ მთავრობამ მოუტანა ქვეყანას. თქვენ ხართ დღეს მთავრობის მოყვანილი ხალხი იმ გაჭირვებით, იმ უუნარობით, იმ გაუარესებით მოყვანილი ხალხი, რომელიც ქვეყანაშია. ძალით მოყვანა არ ჭირდება დღეს პენსიონერს, რომელსაც 10 ლარით გაზრდილ პენსიას, ინფლაციის გამო 25 ლარი დააკლდა", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა