პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელიას თქმით, აქციაზე 50 000 ადამიანი იმყოფება: "ჩვენი ხმა აუცილებლად მიაღწევს მათ "ჯიპებში"
ნიკა მელიას თქმით, აქციაზე 50 000 ადამიანი იმყოფება: "ჩვენი ხმა აუცილებლად მიაღწევს მათ "ჯიპებში"

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე", რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შემ­თხვე­ვით არას­დროს იკ­რი­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მე­ლი­ამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა "უნი­ა­თო მთავ­რო­ბამ" აი­ძუ­ლა, გა­სუ­ლი­ყო ქუ­ჩა­ში.

"კი­დევ ერთხელ შევ­ხე­დოთ ერ­თმა­ნეთს, რათა და­ვი­ნა­ხოთ თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ვე­რა­სო­დეს ვერ გა­ა­ჩუ­მე­ბენ, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია მზად იბ­რძო­ლოს უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია მზად ამ ქვე­ყა­ნა­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ა­მარ­ცხოს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, უნი­ა­თო­ბა, უსა­მარ­თლო­ბა. გვინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თქვე­ნი სა­ხე­ლით მივ­მარ­თოთ, რათა კარ­გად და­ი­მახ­სოვ­როს ის, რაც ისე­დაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის - აქ, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე", რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შემ­თხვე­ვით არას­დროს იკ­რი­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შემ­თხვე­ვით არა­ვის გა­მოჰ­ყავს გა­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­დის მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ამას აი­ძუ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­მა უნი­ა­თო და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა აი­ძუ­ლა გა­მო­სი­ლი­ყო იმ მო­ე­დან­ზე, იმ გამ­ზირ­ზე, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის არა­ერ­თი ბრძო­ლა გა­მარ­თუ­ლა. ყვე­ლა ბრო­ლა ყო­ველ­თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით. დღე­ვან­დე­ლი დღეც არის ამ გზის და­სა­წყი­სი და ამ გზას ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვივ­ლით", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ "უნი­ა­თო მთავ­რო­ბა და უნი­ა­თო ოლი­გარ­ქი ქვე­ყა­ნას აუ­ცი­ლებ­ლად მო­შორ­დე­ბა".

"თქვე­ნი ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი, თქვე­ნი გული, თქვე­ნი სუ­ლის­კვე­თე­ბა არის იმის ნი­შა­ნი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს და ეს უნი­ა­თო მთავ­რო­ბა მო­შორ­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნას, ეს უნი­ა­თო ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც წა­მო­აჯ­და თბი­ლისს სო­ლო­ლა­კის თავ­ზე, შუ­შის კოლ­ბა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად წავა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­შორ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ჩვენს მოთ­მი­ნე­ბა­საც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოთ­მი­ნე­ბა­საც აქვს სა­ზღვა­რი. აღარ უნდა ვე­ლო­დოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ერთი მე­ო­რე­ზე მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ ნა­ბი­ჯებს დგამს, რათა არ გა­და­ვი­ჩე­ხოთ იმ უფსკრულ­ში, სა­ი­და­ნაც ვე­ღარ გა­მო­ვალთ. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ, ყვე­ლამ ერ­თად, დღეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვი­წყოთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად გაშ­ვე­ბა სახ­ლებ­ში. ჩვე­ნი ხმა აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს მათ კა­ბი­ნე­ტებ­ში, მი­აღ­წევს მათ "ჯი­პებ­ში". ოლი­გარ­ქმა მარ­თლაც სა­ო­ცა­რი აფი­ო­რა ჩა­ა­ტა­რა, ერი, რო­მე­ლიც რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სხვა რა­მეს ელო­და, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და მო­ტყუ­ე­ბუ­ლია. როცა 50 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის ქუ­ჩა­ში მა­შინ, როცა სულ რამ­დე­ნი­მე წლის არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხარ, უნდა მიხ­ვდე, რომ შე­ნით წახ­ვი­დე", - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია "თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე" - ფო­ტო­ე­ბი ზედა ხე­დით "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აქ­ცი­ი­დან

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის

თვა­ლი ადევ­ნეთ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს თეგ­ზე #21 მარ­ტის აქ­ცია

ნიკა მელიას თქმით, აქციაზე 50 000 ადამიანი იმყოფება: "ჩვენი ხმა აუცილებლად მიაღწევს მათ "ჯიპებში"

ნიკა მელიას თქმით, აქციაზე 50 000 ადამიანი იმყოფება: "ჩვენი ხმა აუცილებლად მიაღწევს მათ "ჯიპებში"

"თავისუფლების მოედანზე", რუსთაველის გამზირზე შემთხვევით არასდროს იკრიბება საზოგადოება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოება "უნიათო მთავრობამ" აიძულა, გასულიყო ქუჩაში.

"კიდევ ერთხელ შევხედოთ ერთმანეთს, რათა დავინახოთ თუ რამდენი ადამიანია, ვისაც ვერასოდეს ვერ გააჩუმებენ, თუ რამდენი ადამიანია მზად იბრძოლოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, თუ რამდენი ადამიანია მზად ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხოს უპასუხისმგებლობა, უნიათობა, უსამართლობა. გვინდა ხელისუფლებას თქვენი სახელით მივმართოთ, რათა კარგად დაიმახსოვროს ის, რაც ისედაც ძალიან კარგად იცის - აქ, "თავისუფლების მოედანზე", რუსთაველის გამზირზე შემთხვევით არასდროს იკრიბება საზოგადოება, შემთხვევით არავის გამოჰყავს გარეთ საზოგადოება. საზოგადოება გამოდის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას აიძულებს ხელისუფლება და სამწუხაროდ, ჩვენმა უნიათო და უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ დღეს საზოგადოება აიძულა გამოსილიყო იმ მოედანზე, იმ გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის არაერთი ბრძოლა გამართულა. ყველა ბროლა ყოველთვის დასრულებულა საზოგადოების გამარჯვებით. დღევანდელი დღეც არის ამ გზის დასაწყისი და ამ გზას ჩვენ აუცილებლად გავივლით", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ "უნიათო მთავრობა და უნიათო ოლიგარქი ქვეყანას აუცილებლად მოშორდება".

"თქვენი ანთებული თვალები, თქვენი გული, თქვენი სულისკვეთება არის იმის ნიშანი, რომ საზოგადოება აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს უნიათო მთავრობა მოშორდება ამ ქვეყანას, ეს უნიათო ოლიგარქი, რომელიც წამოაჯდა თბილისს სოლოლაკის თავზე, შუშის კოლბაში, აუცილებლად წავა, აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას. ჩვენს მოთმინებასაც, საზოგადოების მოთმინებასაც აქვს საზღვარი. აღარ უნდა ველოდოთ ხელისუფლებას, რომელიც ერთი მეორეზე მოღალატეობრივ ნაბიჯებს დგამს, რათა არ გადავიჩეხოთ იმ უფსკრულში, საიდანაც ვეღარ გამოვალთ. სწორედ ამიტომ ჩვენ, ყველამ ერთად, დღეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ ხელისუფლების მშვიდობიანად გაშვება სახლებში. ჩვენი ხმა აუცილებლად მიაღწევს მათ კაბინეტებში, მიაღწევს მათ "ჯიპებში". ოლიგარქმა მართლაც საოცარი აფიორა ჩაატარა, ერი, რომელიც რომელიც სრულიად სხვა რამეს ელოდა, შეურაცხყოფილი და მოტყუებულია. როცა 50 ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში მაშინ, როცა სულ რამდენიმე წლის არჩეული ხელისუფლება ხარ, უნდა მიხვდე, რომ შენით წახვიდე", - აღნიშნა მელიამ.

დაგაინტერესებთ| რამდენი ადამიანია "თავისუფლებაზე" - ფოტოები ზედა ხედით "ნაციონალების" აქციიდან

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა