სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იტირა ჟვანიამ და ვის დაავალეს "ვარდების რევოლუციისას" ხალხისთვის ზურგიდან სროლა?!
რატომ იტირა ჟვანიამ და ვის დაავალეს "ვარდების რევოლუციისას" ხალხისთვის ზურგიდან სროლა?!

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ახა­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბით ცდი­ლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას. - ასე მი­იჩ­ნევს ექ­სპერტთა ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც პა­რა­ლელს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" მომ­ზა­დე­ბის რიგ დე­ტა­ლებ­თან ავ­ლე­ბენ, თუმ­ცა იქვე მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა 2003 წლის­გან ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და მათი მცდე­ლო­ბა მცდე­ლო­ბად დარ­ჩე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ქა­ლა­ქის ცენ­ტრში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტეთ, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" გახ­სე­ნე­ბა უშიშ­რო­ე­ბის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრის­თვის ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნი­ას­თვის გვე­თხო­ვა. ის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბას გეგ­მავს, ხოლო და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბას რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­გან ცდი­ლობს.

- ბა­ტო­ნო ვა­ლე­რი, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, რო­მელ­საც თქვენ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დით, და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცია ჯე­როვ­ნად ვერ შე­ას­რუ­ლა?

- უშიშ­რო­ე­ბის ფუნ­ქცი­აა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლოს, რაც ჩვე­ნი მხრი­დან შეს­რულ­და. მე სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, რომ ში­ნა­გან ჯარს პარ­ლა­მენ­ტი ალ­ყა­ში მო­ექ­ცია. ჯარ­შე­მორ­ტყმუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი ყო­ველ­თვის საფრ­თხის შემ­ცვლე­ლია, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ღუ­პონ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ვარ­დნა­ძემ და ში­ნა­გან საქ­მე­თა იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა, კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა უჩე­მოდ მი­ი­ღეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ა­კაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში 36 ად­გი­ლი მი­ი­ღო. თუმ­ცა, შემ­დეგ ვაჭ­რო­ბა წა­ვი­და და ცდი­ლობ­დნენ, მხო­ლოდ 30 ად­გი­ლი მი­ე­ცათ. მე ვთქვი, რომ ის 6 ად­გი­ლიც მივ­ცეთ-მეთ­ქი, ამით სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ინც ვერ იქ­ნე­ბო­და... არ და­მი­ჯე­რეს, კა­პი­ტუ­ლი­ან­ტი და პა­ნი­კი­ო­რი მი­წო­დეს. ჩვე­ნი ძალა უნდა ვაჩ­ვე­ნო­თო. რა ძალა უნდა გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, როცა ხალ­ხი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ში­ნა­გა­ნი ჯა­რის ბი­ჭე­ბი ჩა­უც­მე­ლე­ბი, კე­დე­ბით წვი­მა­ში იდ­გნენ და რა­ცი­ა­ში გვა­გი­ნებ­დნენ. იმ დღეს ში­ნა­გა­ნი ჯა­რის ორი კორ­დო­ნი იყო, ერთი პარ­ლა­მენ­ტთან, მე­ო­რე - კან­ცე­ლა­რი­ას­თან. მათ უკან სა­ხელ­მწი­ფო სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის გაძ­ლი­რე­ბუ­ლი დაც­ვა იდგა. რო­გორც კი პირ­ველ კორ­დონ­ზე ხალ­ხის შე­ტე­ვა და­ი­წყო, კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილს და­ვუ­რე­კე. გა­ვაფრ­თხი­ლე, ხალ­ხს ქვი­შით დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი მოჰ­ყავს და შენს ავ­ტო­ბუ­სებს გა­ათ­რე­ვენ და შე­ტე­ვა და­ი­წყე­ბა-მეთ­ქი. ჯა­რის პირ­ვე­ლი კორ­დო­ნი ხალ­ხმა ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­დე­გო­ბის გა­რე­შე გა­არ­ღვია და კან­ცე­ლა­რი­ას მი­ად­გნენ. კო­ბას­კენ ფი­ზი­კუ­რად იწევ­დნენ. სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა. მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, თუ პირ­ველ ნა­კადს ხალ­ხი ვერ გა­არ­ღვევ­და, მა­შინ რამ­დე­ნი­მე ნა­ძი­რა­ლას - ახა­ლა­ი­ე­ბის, სა­ნო­ძის გვა­რე­ბი სა­ხელ­დე­ბო­და, ია­რა­ღე­ბი ჰქო­ნა­დათ და ხალ­ხის­თვის ზურ­გი­დან უნდა ეს­რო­ლათ, რა­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რე­ბო­და. ცხა­დია, ეს ჯარს დაბ­რალ­დე­ბო­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ში­ნა­გან­მა ჯარ­მა ხალ­ხს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წია. ამა­სო­ბა­ში მე­ო­რე კორ­დონ­თან მი­ვიდ­ნენ. სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ვი­ქე­ცი და პარ­ლა­მენ­ტთან მი­ვე­დი. ზუ­რაბ ჟვა­ნია და­ვი­ნა­ხე, ვუ­თხა­რი აქ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა, ხალ­ხსა და სა­ხელ­მწი­ფო სპეც­სამ­სა­ხუ­რის პი­რებს შო­რის კო­რი­დო­რი გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში შე­ვე­დი, შე­ვარ­დნა­ძე საპ­რე­ზი­დენ­ტო სი­ტყვას ას­წო­რებ­და. ვუ­თხა­რი, ბა­ტო­ნო ედუ­არდ, ძა­ლი­ან ცუ­და­დაა საქ­მე, ჩათ­ვა­ლეთ, კან­ცე­ლა­რია აღე­ბუ­ლია-მეთ­ქი. ვა­ლე­რი, შენ სულ პა­ნი­კი­ო­რო­ბო... ახლა სხდო­მას გავ­ხსნი და მა­გათ სე­ირს ვაჩ­ვე­ნებ­თო. გა­ი­ცი­ნა და გა­ვი­და. ამას სოფო შე­ვარ­დნა­ძე ვი­დე­ო­თი იღებ­და. ამა­სო­ბა­ში, სა­ა­კაშ­ვილ­მა და და­ნარ­ჩენ­მა

დე­პუ­ტა­ტებ­მა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა გა­და­წყვი­ტეს. ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტებს არ­ჩევ­და, თუმ­ცა, ისი­ნი შე­ვიდ­ნენ თუ არა, მათ ზღვა ხალ­ხი მი­აწ­ვა და დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. კო­ბა­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, ხალ­ხმა მხა­რი სა­ა­კაშ­ვილს და­უ­ჭი­რა. კობა მიხ­ვდა, რომ მისი ფუნ­ქცია ამო­ი­წუ­რა და შსს-ში წა­ვი­და. ბო­ლოს ისე გა­მო­ვი­და, თით­ქოს კობა ბო­ლომ­დე შე­ვარ­დნა­ძეს ედგა და მე მო­ღა­ლა­ტე ვი­ყა­ვი. სად იყო ჩემი მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა? ჩემ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცია ბო­ლომ­დე შე­ვას­რუ­ლე, ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, ვინ­მეს ია­რა­ღი ხომ არ ჰქონ­და.

სრუ­ლი ტექ­სტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რატომ იტირა ჟვანიამ და ვის დაავალეს "ვარდების რევოლუციისას" ხალხისთვის ზურგიდან სროლა?!

რატომ იტირა ჟვანიამ და ვის დაავალეს "ვარდების რევოლუციისას" ხალხისთვის ზურგიდან სროლა?!

"ნაციონალური მოძრაობა" ახალი რევოლუციის მოწყობით ცდილობს ხელისუფლების შეცვლას. - ასე მიიჩნევს ექსპერტთა ნაწილი, რომლებიც პარალელს "ვარდების რევოლუციის" მომზადების რიგ დეტალებთან ავლებენ, თუმცა იქვე მიანიშნებენ, რომ ქვეყანაში ვითარება 2003 წლისგან ბევრად განსხვავებულია და მათი მცდელობა მცდელობად დარჩება. მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ემზადებოდა, გადავწყვიტეთ, "ვარდების რევოლუციის" გახსენება უშიშროების იმჟამინდელი მინისტრისთვის ვალერი ხაბურძანიასთვის გვეთხოვა. ის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავს, ხოლო დაფინანსების მოპოვებას რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისგან ცდილობს.

- ბატონო ვალერი, დღევანდელი გადასახედიდან ბევრი მიიჩნევს, რომ "ვარდების რევოლუცია" არ უნდა მომხდარიყო. ამბობენ იმასაც, რომ უშიშროების სამინისტრომ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, დაკისრებული ფუნქცია ჯეროვნად ვერ შეასრულა?

- უშიშროების ფუნქციაა ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილოს, რაც ჩვენი მხრიდან შესრულდა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რომ შინაგან ჯარს პარლამენტი ალყაში მოექცია. ჯარშემორტყმული პარლამენტი ყოველთვის საფრთხის შემცვლელია, ამ დროს შეიძლება ადამიანები დაიღუპონ. ეს გადაწყვეტილება შევარდნაძემ და შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა უჩემოდ მიიღეს. მოგეხსენებათ, სააკაშვილმა პარლამენტში 36 ადგილი მიიღო. თუმცა, შემდეგ ვაჭრობა წავიდა და ცდილობდნენ, მხოლოდ 30 ადგილი მიეცათ. მე ვთქვი, რომ ის 6 ადგილიც მივცეთ-მეთქი, ამით სააკაშვილი გამარჯვებული მაინც ვერ იქნებოდა... არ დამიჯერეს, კაპიტულიანტი და პანიკიორი მიწოდეს. ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთო. რა ძალა უნდა გვეჩვენებინა, როცა ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. შინაგანი ჯარის ბიჭები ჩაუცმელები, კედებით წვიმაში იდგნენ და რაციაში გვაგინებდნენ. იმ დღეს შინაგანი ჯარის ორი კორდონი იყო, ერთი პარლამენტთან, მეორე - კანცელარიასთან. მათ უკან სახელმწიფო სპეცსამსახურების გაძლირებული დაცვა იდგა. როგორც კი პირველ კორდონზე ხალხის შეტევა დაიწყო, კობა ნარჩემაშვილს დავურეკე. გავაფრთხილე, ხალხს ქვიშით დატვირთული მანქანები მოჰყავს და შენს ავტობუსებს გაათრევენ და შეტევა დაიწყება-მეთქი. ჯარის პირველი კორდონი ხალხმა ყოველგვარი წინააღდეგობის გარეშე გაარღვია და კანცელარიას მიადგნენ. კობასკენ ფიზიკურად იწევდნენ. სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. მქონდა ინფორმაცია, თუ პირველ ნაკადს ხალხი ვერ გაარღვევდა, მაშინ რამდენიმე ნაძირალას - ახალაიების, სანოძის გვარები სახელდებოდა, იარაღები ჰქონადათ და ხალხისთვის ზურგიდან უნდა ესროლათ, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა. ცხადია, ეს ჯარს დაბრალდებოდა. მადლობა ღმერთს, შინაგანმა ჯარმა ხალხს წინააღმდეგობა არ გაუწია. ამასობაში მეორე კორდონთან მივიდნენ. სამინისტროდან გამოვიქეცი და პარლამენტთან მივედი. ზურაბ ჟვანია დავინახე, ვუთხარი აქ რაღაც უბედურება მოხდება, ხალხსა და სახელმწიფო სპეცსამსახურის პირებს შორის კორიდორი გავაკეთოთ-მეთქი. შემდეგ პარლამენტში შევედი, შევარდნაძე საპრეზიდენტო სიტყვას ასწორებდა. ვუთხარი, ბატონო ედუარდ, ძალიან ცუდადაა საქმე, ჩათვალეთ, კანცელარია აღებულია-მეთქი. ვალერი, შენ სულ პანიკიორობო... ახლა სხდომას გავხსნი და მაგათ სეირს ვაჩვენებთო. გაიცინა და გავიდა. ამას სოფო შევარდნაძე ვიდეოთი იღებდა. ამასობაში, სააკაშვილმა და დანარჩენმა

დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. ნარჩემაშვილი დეპუტატებს არჩევდა, თუმცა, ისინი შევიდნენ თუ არა, მათ ზღვა ხალხი მიაწვა და დეპუტატების განცალკევება ვერ მოხერხდა. კობასა და სააკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, ხალხმა მხარი სააკაშვილს დაუჭირა. კობა მიხვდა, რომ მისი ფუნქცია ამოიწურა და შსს-ში წავიდა. ბოლოს ისე გამოვიდა, თითქოს კობა ბოლომდე შევარდნაძეს ედგა და მე მოღალატე ვიყავი. სად იყო ჩემი მოღალატეობა? ჩემზე დაკისრებული ფუნქცია ბოლომდე შევასრულე, ჩემი თანამშრომლები მომიტინგეებს შორის იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვინმეს იარაღი ხომ არ ჰქონდა.

სრული ტექსტი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა