საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა გადაცემა "რეაქციის" წამყვანს ინტერაქტივის ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მან მიიღო შეტყობინება, რომ კითხვაზე "მიდიხართ თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე", ვერ ახერხებენ იმ ნომერზე დარეკვას, სადაც ფიქსირდება დადებითი პასუხი.
"ჩვენმა მხარდამჭერებმა მომწერეს, რომ ასევე დარეკეს იმ ნომერზე, სადაც შეგიძლია დააფიქსირო, რომ არ მოდიხარ მიტინგზე და იქ ეს ზარი გადის, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სერვერი "ქოცური" არ არის და ალბათ მართლა ტექნიკური შეფერხებაა", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
როგორც პროდიუსერებმა ინგა გრიგოლიას შეატყობინეს, შეფერხება ზარების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.
იხილეთ ასევე: ხელისუფლების პროტესტი - უმრავლესობის წევრები გრიგოლიას გადაცემაში არ მივიდნენ