პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მეორედ რომ არ გავთხოვილიყავი, მამამთილმა სასიკვდილოდ გამიმეტა...''
''მეორედ რომ არ გავთხოვილიყავი, მამამთილმა სასიკვდილოდ გამიმეტა...''

ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აღა­რა­ვის უკ­ვირს, მაგ­რამ ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც რე­გი­ო­ნებ­ში ხდე­ბა. თინა 30 წლი­საა და ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­სა­წყე­ბად მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა. თუმ­ცა იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სიკ­ვდილს ებ­რძო­და...

- და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე. უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ არც ისე გვი­ჭირ­და, რომ სახ­ლი­დან 18 წლის გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი და ცო­ლად 13 წლით უფ­როს მა­მა­კაცს გავ­ყო­ლო­დი. არა­და, ჩემს მა­მამ­თილს რომ ჰკი­თხო, სწო­რედ გა­ჭირ­ვე­ბას გა­ვე­ქე­ცი. ნუგ­ზა­რი სას­ტი­კი ქმა­რი იყო, გა­თხო­ვე­ბი­დან სამ თვე­ში შინ თით­ქმის არ მო­დი­ო­და. სა­დღაც საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და და იმ ქალ­თან ატა­რებ­და დიდ დროს.

- კი, მაგ­რამ ცო­ლად ასეთ კაცს რო­გორ გაჰ­ყე­ვი?

- 4 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ და­მე­ღუ­პა, დედა მე და ჩემს დას წვა­ლე­ბით გვზრდი­და. მამა ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც დე­დას მშობ­ლებ­თან სტუმ­რად მი­დი­ოდ­ნენ. მა­მის მშობ­ლებ­მა დე­დას და­აბ­რა­ლეს შვი­ლის სიკ­ვდი­ლი. შენ რომ არ წა­გეყ­ვა­ნა თქვე­ნებ­თან, ჩვე­ნი შვი­ლი ცო­ცხა­ლი იქნე-ბო­დაო. რა სი­სუ­ლე­ლეა, ბე­დის­წე­რას წინ ვინ და­უდ­გე­ბო­და. ყვე­ლამ უარ­ყო და დედა ორ შვილს და­მო­უ­კი­დებ­ლად გვზრდი­და. ჩვე­ნი უპატ­რო­ნო­ბით ჩემ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა ისარ­გებ­ლა და მო­მი­ტა­ცა. სამი დღე რომ არა­ვინ მო­მა­კი­თხა, დავ­რჩი.

- თუ არ უყ­ვარ­დი, საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და, ცო­ლად რა­ტომ მო­გიყ­ვა­ნა?

- მშობ­ლე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბას აძა­ლებ­დნენ. ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო და სწო­რედ იქი­დან გა­უც­ნია ტე­ლე­ფო­ნით თა­ვის­ზე უფ­რო­სი ქალი, ვის­თა­ნაც და­დი­ო­და. იმას ცო­ლად არ მო­აყ­ვა­ნი­ნებ­დნენ და შემ­თხვე­ვით ამარ­ჩია. სა­დღაც და­მი­ნა­ხა ალ­ბათ. მალე დავ­ფეხ­მძიმ­დი, ამის შემ­დეგ ხომ სა­ერ­თოდ ახ­ლოს არ მე­კა­რე­ბო­და ნუგ­ზა­რი. თით­ქოს მთა­ვა­რი ბავ­შვი იყო. არც იმა­ზე ზრუ­ნავ­და, რომ შემყვა­რე­ბო­და და სა­ერ­თოდ არაფ­რად მაგ­დებ­და. გო­გო­ნა შე­მე­ძი­ნა, რაც დე­დამ­თილ-მა­მამ­თილს არ გა­უ­ხარ­დათ. არც იმა­ზე ჰქონ­დათ რე­აქ­ცია, რომ მათი შვი­ლი ასე მექ­ცე­ო­და. მოკ­ლედ, იმ ოჯახ­ში ნივ­თი­ვით ვი­ყა­ვი და დე­და­ჩე­მი მოს­ვლა­საც ვერ ბე­დავ­და. სამ წე­ლი­წად­ში ჩემი ქმა­რი მე­ო­რედ და­ი­ჭი­რეს და 16 წელი საყ­ვარ­ლის სას­ტი­კად მკვლე­ლო­ბის­თვის მი­უ­სა­ჯეს. კი­დევ რამ­დე­ნი­მე მუხ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ ვერ და­უმ­ტკი­ცეს. დღემ­დე არ ვიცი, რა მოხ­და და ცი­ხე­ში ორ წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ზე­ზად ინ­ფარ­ქტი გვი­თხრეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

''მეორედ რომ არ გავთხოვილიყავი, მამამთილმა სასიკვდილოდ გამიმეტა...''

''მეორედ რომ არ გავთხოვილიყავი, მამამთილმა სასიკვდილოდ გამიმეტა...''

ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები ჩვენს ქვეყანაში აღარავის უკვირს, მაგრამ ამ მხრივ გამორჩეული შემთხვევები მაინც რეგიონებში ხდება. თინა 30 წლისაა და ამბობს, რომ ცხოვრების თავიდან დასაწყებად მთავარი მონდომებაა. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც სიკვდილს ებრძოდა...

- დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში დავიბადე. უზრუნველი ბავშვობა არ მქონია, მაგრამ არც ისე გვიჭირდა, რომ სახლიდან 18 წლის გავქცეულიყავი და ცოლად 13 წლით უფროს მამაკაცს გავყოლოდი. არადა, ჩემს მამამთილს რომ ჰკითხო, სწორედ გაჭირვებას გავექეცი. ნუგზარი სასტიკი ქმარი იყო, გათხოვებიდან სამ თვეში შინ თითქმის არ მოდიოდა. სადღაც საყვარელი ჰყავდა და იმ ქალთან ატარებდა დიდ დროს.

- კი, მაგრამ ცოლად ასეთ კაცს როგორ გაჰყევი?

- 4 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა, დედა მე და ჩემს დას წვალებით გვზრდიდა. მამა ავარიაში დაიღუპა, როდესაც დედას მშობლებთან სტუმრად მიდიოდნენ. მამის მშობლებმა დედას დააბრალეს შვილის სიკვდილი. შენ რომ არ წაგეყვანა თქვენებთან, ჩვენი შვილი ცოცხალი იქნე-ბოდაო. რა სისულელეა, ბედისწერას წინ ვინ დაუდგებოდა. ყველამ უარყო და დედა ორ შვილს დამოუკიდებლად გვზრდიდა. ჩვენი უპატრონობით ჩემმა ყოფილმა ქმარმა ისარგებლა და მომიტაცა. სამი დღე რომ არავინ მომაკითხა, დავრჩი.

- თუ არ უყვარდი, საყვარელი ჰყავდა, ცოლად რატომ მოგიყვანა?

- მშობლები დაქორწინებას აძალებდნენ. ციხიდან ახალი გამოსული იყო და სწორედ იქიდან გაუცნია ტელეფონით თავისზე უფროსი ქალი, ვისთანაც დადიოდა. იმას ცოლად არ მოაყვანინებდნენ და შემთხვევით ამარჩია. სადღაც დამინახა ალბათ. მალე დავფეხმძიმდი, ამის შემდეგ ხომ საერთოდ ახლოს არ მეკარებოდა ნუგზარი. თითქოს მთავარი ბავშვი იყო. არც იმაზე ზრუნავდა, რომ შემყვარებოდა და საერთოდ არაფრად მაგდებდა. გოგონა შემეძინა, რაც დედამთილ-მამამთილს არ გაუხარდათ. არც იმაზე ჰქონდათ რეაქცია, რომ მათი შვილი ასე მექცეოდა. მოკლედ, იმ ოჯახში ნივთივით ვიყავი და დედაჩემი მოსვლასაც ვერ ბედავდა. სამ წელიწადში ჩემი ქმარი მეორედ დაიჭირეს და 16 წელი საყვარლის სასტიკად მკვლელობისთვის მიუსაჯეს. კიდევ რამდენიმე მუხლი ჰქონდა, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა და ციხეში ორ წელიწადში გარდაიცვალა. მიზეზად ინფარქტი გვითხრეს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს