სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა ბერიძეს მეოთხე შვილიშვილი შეეძინა
მარინა ბერიძეს მეოთხე შვილიშვილი შეეძინა

პო­პუ­ლა­რო­ბამ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ბევ­რი და­დე­ბი­თი მო­უ­ტა­ნა და ბევ­რიც- უარ­ყო­ფი­თი, მაგ­რამ მა­ინც ფიქ­რობს, რომ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს უყ­ვარ­ხარ. თვი­თონ ყველ­გან გრძნობს ამ სიყ­ვა­რულს.

- ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი გვაქვს, მე­ო­თხე შვი­ლიშ­ვი­ლი, ანი­ტა შე­მე­ძი­ნა. ზუკა 14 წლი­საა, კატო- 11 წლის, ქეთო- 7-ის. ანი­ტა სულ ორი კვი­რი­საა. მარ­თა­ლია, თა­ვი­დან, ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, რად­გან რთუ­ლია, მაგ­რამ ანი­ტამ ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი მოგ­ვი­ტა­ნა. ბავ­შვე­ბიც სხვა­ნა­ი­რე­ბი გახ­დნენ, დე­დას ეხ­მა­რე­ბი­ან, ძა­ლი­ან კარ­გი ჩი­ნე­ლი გოგო გვყავს, წვრი­ლი თვა­ლე­ბით.

- ვიცი, რომ პა­ტა­რის აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლი ხართ.

- ვეხ­მა­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით დი­ლას, როცა ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში არი­ან გა­საშ­ვე­ბი.

- ოთხი შვი­ლის დე­დო­ბა უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე ბე­ბი­ო­ბა.

- რა თქმა უნდა, თუმ­ცა მე რომ ვიხ­სე­ნებ, დე­დო­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ეს რა სა­ლა­პა­რა­კოა, მაგ­რამ შვილ­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რაც უნდა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო და კა­რი­ე­რა­ზე იყო გა­დამ­კვდა­რი, თუ შვი­ლი კარ­გად არ გა­ზარ­დე, არა­ფერს აზრი არ აქვს. ქა­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ეს არის.

- თქვე­ნი შვი­ლი რას ფიქ­რობს თქვენს პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე?

- მოს­წონს და სა­დღაც ამა­ყობს კი­დეც, შეჩ­ვე­უ­ლია. პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის მი­ზან­და­სა­ხუ­ლად არ მი­მუ­შა­ვია, ყო­ველ­თვის ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ­დი. ჩვენ ვი­ცით ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ში დიდ ფულს ხარ­ჯა­ვენ, მი­დი­ან შავ პი­არ­ზეც, ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა სწო­რად არ მი­მაჩ­ნია და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნია. პო­პუ­ლა­რო­ბა ისაა, როცა შენ­და უნე­ბუ­რად, საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბი ცნო­ბი­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იღ­ბა­ლიც უნდა გქონ­დეს. სა­ნამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მო­ვი­დო­დი, მე­გო­ნა, რომ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი. მყავ­და დიდი სა­მე­გობ­რო წრე და საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­ლდით, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მო­ჩე­ნამ ეს პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ა­ას­მა­გა.

- რა არის მისი პლუ­სი და მი­ნუ­სი?

- პლუ­სი არის ის, რომ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ზე გრძნობ ხალ­ხის სიყ­ვა­რულს, მა­ღა­ზი­ა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­სა თუ აე­რო­პორ­ტში. ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა სიყ­ვა­რუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხის­გან. მი­ნუ­სი ისაა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მტე­რი გიჩ­ნდე­ბა და ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ შენი ლან­ძღვი­სა და შენს ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა აქვს. შე­იძ­ლე­ბა გა­ღი­ზი­ან­დეს შენი პო­პუ­ლა­რო­ბით და შენი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა მო­ი­სურ­ვოს. ალ­ბათ, სხვა ქვეყ­ნებ­შიც ხდე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რაა და აქ ძა­ლი­ან ჩანს ფე­ხის და­დე­ბა. გა­მოს­დით თუ არა, ეს ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია. ვიცი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წე­ლია, ტე­ლე­ვი­ზი­ით ჩა­ნან, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არ არი­ან. ამას ქა­რიზ­მა სჭირ­დე­ბა. თუ კა­მე­რის წინ გულ­წრფე­ლი ხარ, ხალ­ხი გი­ღებს, თუ ტყუი, ამა­საც კარ­გად ხე­და­ვენ, ამი­ტო­მაც არი­ან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

მარინა ბერიძეს მეოთხე შვილიშვილი შეეძინა

მარინა ბერიძეს მეოთხე შვილიშვილი შეეძინა

პოპულარობამ მარინა ბერიძეს ბევრი დადებითი მოუტანა და ბევრიც- უარყოფითი, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებს უყვარხარ. თვითონ ყველგან გრძნობს ამ სიყვარულს.

- ძალიან ბედნიერი დღეები გვაქვს, მეოთხე შვილიშვილი, ანიტა შემეძინა. ზუკა 14 წლისაა, კატო- 11 წლის, ქეთო- 7-ის. ანიტა სულ ორი კვირისაა. მართალია, თავიდან, ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გავაპროტესტე, რადგან რთულია, მაგრამ ანიტამ ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. ბავშვებიც სხვანაირები გახდნენ, დედას ეხმარებიან, ძალიან კარგი ჩინელი გოგო გვყავს, წვრილი თვალებით.

- ვიცი, რომ პატარის აღზრდაში ჩართული ხართ.

- ვეხმარები, განსაკუთრებით დილას, როცა ბავშვები სკოლაში არიან გასაშვები.

- ოთხი შვილის დედობა უფრო რთულია, ვიდრე ბებიობა.

- რა თქმა უნდა, თუმცა მე რომ ვიხსენებ, დედობა არ გამჭირვებია. ეს რა სალაპარაკოა, მაგრამ შვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც უნდა წარმატებას მიაღწიო და კარიერაზე იყო გადამკვდარი, თუ შვილი კარგად არ გაზარდე, არაფერს აზრი არ აქვს. ქალის დანიშნულება, პირველ რიგში, ეს არის.

- თქვენი შვილი რას ფიქრობს თქვენს პოპულარობაზე?

- მოსწონს და სადღაც ამაყობს კიდეც, შეჩვეულია. პოპულარობისთვის მიზანდასახულად არ მიმუშავია, ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებიც ამაში დიდ ფულს ხარჯავენ, მიდიან შავ პიარზეც, ასეთი პოპულარობა სწორად არ მიმაჩნია და მოკლევადიანია. პოპულარობა ისაა, როცა შენდა უნებურად, საქმიდან გამომდინარე ხდები ცნობილი. რასაკვირველია, იღბალიც უნდა გქონდეს. სანამ ტელევიზიაში მოვიდოდი, მეგონა, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი. მყავდა დიდი სამეგობრო წრე და საქმიანობაშიც წარმატებული გახლდით, მაგრამ ტელევიზიაში გამოჩენამ ეს პოპულარობა გააასმაგა.

- რა არის მისი პლუსი და მინუსი?

- პლუსი არის ის, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე გრძნობ ხალხის სიყვარულს, მაღაზიაში, სამედიცინო დაწესებულებასა თუ აეროპორტში. ყველაზე დიდი სიამოვნებაა სიყვარული ჩვეულებრივი ხალხისგან. მინუსი ისაა, რომ ძალიან ბევრი მტერი გიჩნდება და ყველას ჰგონია, რომ შენი ლანძღვისა და შენს ცხოვრებაში ჩარევის უფლება აქვს. შეიძლება გაღიზიანდეს შენი პოპულარობით და შენი ადგილის დაკავება მოისურვოს. ალბათ, სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ საქართველო პატარაა და აქ ძალიან ჩანს ფეხის დადება. გამოსდით თუ არა, ეს ხალხის გადასაწყვეტია. ვიცი ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია, ტელევიზიით ჩანან, მაგრამ პოპულარულები არ არიან. ამას ქარიზმა სჭირდება. თუ კამერის წინ გულწრფელი ხარ, ხალხი გიღებს, თუ ტყუი, ამასაც კარგად ხედავენ, ამიტომაც არიან სხვადასხვანაირად პოპულარულები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება