პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი დეტალები სიღნაღში 27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე
ახალი დეტალები სიღნაღში 27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე

სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში 27 წლის ლალი ბა­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ლალი ბა­ლი­აშ­ვილს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და­ე­მუქ­რა, რა­ზეც ქალ­მა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა, თუმ­ცა მისი გან­ცხა­დე­ბა არ და­ი­ტო­ვეს. ამას სიღ­ნა­ღის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს ბესო ფხო­ვე­ლიშ­ვილს უკავ­ში­რე­ბენ, რო­მე­ლიც ლა­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ვა­სილ ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლის ძმაა. მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლებს ეჭვი აქვთ, რომ ლა­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა, თავი კი არ მო­იკ­ლა, არა­მედ მოკ­ლეს.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და ახ­ლობ­ლებს ესა­უბ­რა. გა­მო­ცე­მამ გა­არ­კვია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ლალი ბა­ლი­აშ­ვი­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვი­სა და გაწ­ვე­ვის სამ­სა­ხურ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბად მუ­შა­ობ­დნენ.

"ლა­ლის გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლიც აწუ­ხებ­და. და­ვე­ლა­პა­რა­კეთ მას, მაგ­რამ მა­ინც არ გა­ჩერ­და. ცო­ლად გა­მომ­ყე­ვიო. ლა­ლის დედა სიღ­ნა­ღის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თან გელა გე­ლაშ­ვილ­თა­ნაც კი მი­ვი­და და სთხო­ვა, იქ­ნებ უთხრათ გი­ორ­გის, ლა­ლის აწუ­ხებს და თავი გა­ა­ნე­ბო­სო. გუ­შინ, გა­ვი­გეთ, რომ გი­ორ­გიმ ლალი მოკ­ლა და მერე თავი მო­იკ­ლა. ის ლა­ლის მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კი­ლო­მეტრში ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი. ლა­ლის სამ­ჯერ აქვს თავ­ში ია­რა­ღი ჩარ­ტყმუ­ლი და მერე ლო­ყა­ზე აქვს ნას­რო­ლი მიბ­ჯე­ნით", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ნა­თე­სა­ვი. ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლიც მოკ­ლეს და თვით­მკვლე­ლო­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნეს.

ლალი ბა­ლი­აშ­ვი­ლი თით­ქმის 2 წე­ლია მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლია. გან­ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში მოხ­და, რის შემ­დე­გაც ვა­სილ ფხო­ვე­ლიშ­ვილს შვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ ალი­მენ­ტის გა­დახ­დაც და­ე­კის­რა. გარ­დაც­ვლი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ვა­სილ ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი სიღ­ნა­ღის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ვა­სილ ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი ლა­ლის არა­ერ­თხელ და­ე­მუქ­რა ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, ასე­ვე ბავ­შვის წარ­თმე­ვით, რის გა­მოც 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში ლალი ბა­ლი­აშ­ვილ­მა სიღ­ნა­ღის პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქა­ლის და­სა­ცა­ვად შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­მო­წე­რეს, რაც ლალი ბა­ლიშ­ვილ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის მხრი­დან უმოქ­მე­დო­ბა­ზე შსს-ს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას მი­მარ­თა.

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­გობ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რის შემ­დეგ ლალი ბა­ლი­აშ­ვილ­ზე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ზე­წო­ლა ცოტა ხანს შე­წყდა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ქალ­მა მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სახ­ლი­დან კუთ­ვნი­ლი ნივ­თე­ბის წა­ღე­ბა მო­ი­თხო­ვა, პრობ­ლე­მე­ბი ისევ შე­ექ­მნა.

მას უც­ნო­ბი პი­რე­ბი ტე­ლე­ფონ­ზე უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა გან­ცხა­დე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი სა­მე­გობ­როდ გა­იც­ნობ­და მა­მა­კაცს და მი­თი­თე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, რომ­ლი­თაც ლალი ბა­ლი­აშ­ვი­ლი სარ­გებ­ლობ­და. ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი იხ­სე­ნებს, რომ ამის გამო ლალი ბა­ლი­აშ­ვილ­მა ნო­მე­რი შეც­ვა­ლა და მუ­ქა­რის ზა­რებ­ზე პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა, სა­დაც გან­ცხა­დე­ბა არ და­ი­ტო­ვეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ახალი დეტალები სიღნაღში 27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე

ახალი დეტალები სიღნაღში 27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში 27 წლის ლალი ბალიაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ლალი ბალიაშვილს ყოფილი მეუღლე დაემუქრა, რაზეც ქალმა პოლიციას მიმართა, თუმცა მისი განცხადება არ დაიტოვეს. ამას სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბესო ფხოველიშვილს უკავშირებენ, რომელიც ლალის ყოფილი მეუღლის ვასილ ფხოველიშვილის ძმაა. მოკლული ქალის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ ლალის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი გელაშვილმა შესაძლოა, თავი კი არ მოიკლა, არამედ მოკლეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ესაუბრა. გამოცემამ გაარკვია, რომ გარდაცვლილი ლალი ბალიაშვილი და ბრალდებული გიორგი გელაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში სპეციალისტებად მუშაობდნენ.

"ლალის გიორგი გელაშვილიც აწუხებდა. დაველაპარაკეთ მას, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. ცოლად გამომყევიო. ლალის დედა სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატთან გელა გელაშვილთანაც კი მივიდა და სთხოვა, იქნებ უთხრათ გიორგის, ლალის აწუხებს და თავი გაანებოსო. გუშინ, გავიგეთ, რომ გიორგიმ ლალი მოკლა და მერე თავი მოიკლა. ის ლალის მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში ნახეს გარდაცვლილი. ლალის სამჯერ აქვს თავში იარაღი ჩარტყმული და მერე ლოყაზე აქვს ნასროლი მიბჯენით", - ამბობს მოკლულის ნათესავი. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გიორგი გელაშვილიც მოკლეს და თვითმკვლელობად წარმოაჩინეს.

ლალი ბალიაშვილი თითქმის 2 წელია მეუღლეს გაშორებულია. განქორწინება ოფიციალურად გასული წლის აგვისტოში მოხდა, რის შემდეგაც ვასილ ფხოველიშვილს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაც დაეკისრა. გარდაცვლილის  ყოფილი მეუღლე ვასილ ფხოველიშვილი სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, ბოლო პერიოდში ვასილ ფხოველიშვილი ლალის არაერთხელ დაემუქრა ანგარიშსწორებით, ასევე ბავშვის წართმევით, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში ლალი ბალიაშვილმა სიღნაღის პოლიციას მიმართა. რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ქალის დასაცავად შემაკავებელი ორდერი მხოლოდ მას შემდეგ გამოწერეს, რაც ლალი ბალიშვილმა ადგილობრივი პოლიციის მხრიდან უმოქმედობაზე შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

გარდაცვლილი ქალის მეგობრები იხსენებენ, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ ლალი ბალიაშვილზე ყოფილი მეუღლის მხრიდან ზეწოლა ცოტა ხანს შეწყდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა მისი ყოფილი მეუღლის სახლიდან კუთვნილი ნივთების წაღება მოითხოვა, პრობლემები ისევ შეექმნა.

მას უცნობი პირები ტელეფონზე უკავშირდებოდნენ და ემუქრებოდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ახალგაზრდა ქალი სამეგობროდ გაიცნობდა მამაკაცს და მითითებული იყო ტელეფონის ნომერი, რომლითაც ლალი ბალიაშვილი სარგებლობდა. ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს, რომ ამის გამო ლალი ბალიაშვილმა ნომერი შეცვალა და მუქარის ზარებზე პოლიციას მიმართა, სადაც განცხადება არ დაიტოვეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია