მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ხორცისთვის აზერბაიჯანის ბაზარი საერთოდ ჩაიკეტა
ქართული ხორცისთვის აზერბაიჯანის ბაზარი საერთოდ ჩაიკეტა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ იმ­პორ­ტი­ო­რებს 1 კგ ხორცს მი­ნი­მა­ლურ ფა­სად - 4,5 ლა­რად სთა­ვა­ზო­ბენ, მაგ­რამ მა­ინც არა­ვის მი­აქვს

ქარ­თუ­ლი ხორ­ცის­თვის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ბა­ზა­რი სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ხუ­რა. ფერ­მე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ იმ­პორ­ტი­ო­რებს ხორცს მი­ნი­მა­ლურ ფა­სად 1 კი­ლოგ­რამს 4,5 ლა­რად სთა­ვა­ზო­ბენ, თუმ­ცა ამ ქვეყ­ნი­დან მო­თხოვ­ნა სა­ერ­თოდ აღარ არის. არა­და, წინა წლებ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში ხორ­ცის ექ­სპორ­ტის მკვეთ­რი ზრდის გამო, ქარ­თველ­მა ფერ­მე­რებ­მა კრე­დი­ტე­ბი აი­ღეს და სა­ხორ­ცე პი­რუ­ტყვის მო­შე­ნე­ბა და­ი­წყეს. ახლა კი მათ ბიზ­ნესს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­ექ­მნა.

"რე­ზო­ნან­სი" აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მა­ზე ერთი თვის წი­ნათ წერ­და. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სპორ­ტის შე­ფერ­ხე­ბა და­ა­დას­ტუ­რეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ მსხვილ­ფე­ხა სა­ქო­ნელ­ზე მო­თხოვ­ნა მარ­თლაც შემ­ცირ­და. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი არის ის, რომ მე­ზობ­ლებ­მა უფრო ხელ­საყ­რე­ლი ბა­ზა­რი მო­ძებ­ნეს. ფერ­მე­რე­ბი "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან სა­ერ­თო ენა გა­მო­ე­ნა­ხათ. და­ვინ­ტე­რეს­დით, რა შე­იც­ვა­ლა 1 თვის შემ­დეგ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო გარ­თულ­და, ქარ­თუ­ლი ხორ­ცის­თვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბა­ზა­რი სა­ერ­თოდ ჩა­ი­კე­ტა.

ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ნინო ზამ­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ იგი ესა­უბ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნეს, რომ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ხორ­ცი შე­დის უკ­რა­ი­ნი­დან და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­რი სა­ინ­ტე­რე­სო აღარ არის. "მდგო­მა­რე­ო­ბა არა­თუ გა­მოს­წორ­და, პი­რი­ქით, მო­თხოვ­ნა სა­ერ­თოდ აღარ არის. პერ­სპექ­ტი­ვა­შიც არა­ფე­რი ჩანს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უფრო ია­ფად ყი­დუ­ლო­ბენ ხორცს უკ­რა­ი­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 კი­ლოგ­რა­მი ცო­ცხა­ლი წო­ნის შე­სას­ყი­დი ფასი 4,5 ლა­რია. არ ვიცი ამა­ზე ია­ფად ყიდ­ვას უკ­რა­ი­ნა­ში რო­გორ ახერ­ხე­ბენ. ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის­თვის ფა­სის კი­დევ უფრო და­წე­ვა უკვე ზა­რა­ლია", - ამ­ბობს ნინო ზამ­ბა­ხი­ძე.

ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­მავ­ლის ფერ­მე­რის" თავ­მჯდო­მა­რე რუ­სუ­დან გი­გაშ­ვი­ლი ასე­ვე ადას­ტუ­რებს, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ხორ­ცის ექ­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა ოდ­ნა­ვა­დაც არ შეც­ვლი­ლა. "პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად დარ­ჩა. მო­თხოვ­ნა აღარ არის. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ და­ი­კარ­გა ეს ბა­ზა­რი", - ამ­ბობს რუ­სუ­დან გი­გაშ­ვი­ლი.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მე­სა­ქონ­ლე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბა­ზარ­ზე იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო მზარ­დი, ამი­ტომ მათ აი­ღეს კრე­დი­ტი და და­ი­წყეს პი­რუ­ტყვის მო­შე­ნე­ბა. ამა­სო­ბა­ში კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­კენ პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა. 5-6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სპორ­ტი ეტა­პობ­რი­ვად მცირ­დე­ბო­და და შემ­დეგ სა­ერ­თოდ შე­წყდა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქართული ხორცისთვის აზერბაიჯანის ბაზარი საერთოდ ჩაიკეტა

ქართული ხორცისთვის აზერბაიჯანის ბაზარი საერთოდ ჩაიკეტა

აზერბაიჯანელ იმპორტიორებს 1 კგ ხორცს მინიმალურ ფასად - 4,5 ლარად სთავაზობენ, მაგრამ მაინც არავის მიაქვს

ქართული ხორცისთვის მეზობელი ქვეყნის ბაზარი საბოლოოდ დაიხურა. ფერმერების ინფორმაციით, აზერბაიჯანელ იმპორტიორებს ხორცს მინიმალურ ფასად 1 კილოგრამს 4,5 ლარად სთავაზობენ, თუმცა ამ ქვეყნიდან მოთხოვნა საერთოდ აღარ არის. არადა, წინა წლებში აზერბაიჯანში ხორცის ექსპორტის მკვეთრი ზრდის გამო, ქართველმა ფერმერებმა კრედიტები აიღეს და სახორცე პირუტყვის მოშენება დაიწყეს. ახლა კი მათ ბიზნესს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

"რეზონანსი" აღნიშნულ პრობლემაზე ერთი თვის წინათ წერდა. ეკონომიკის სამინისტროში აზერბაიჯანში ექსპორტის შეფერხება დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მსხვილფეხა საქონელზე მოთხოვნა მართლაც შემცირდა. მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ მეზობლებმა უფრო ხელსაყრელი ბაზარი მოძებნეს. ფერმერები "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ისინი ცდილობდნენ, აზერბაიჯანელ იმპორტიორებთან საერთო ენა გამოენახათ. დავინტერესდით, რა შეიცვალა 1 თვის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა უფრო გართულდა, ქართული ხორცისთვის აზერბაიჯანის ბაზარი საერთოდ ჩაიკეტა.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინათ იგი ესაუბრა აზერბაიჯანელებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დიდი რაოდენობის ხორცი შედის უკრაინიდან და მათთვის საქართველოს ბაზარი საინტერესო აღარ არის. "მდგომარეობა არათუ გამოსწორდა, პირიქით, მოთხოვნა საერთოდ აღარ არის. პერსპექტივაშიც არაფერი ჩანს. აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ უფრო იაფად ყიდულობენ ხორცს უკრაინაში. საქართველოში 1 კილოგრამი ცოცხალი წონის შესასყიდი ფასი 4,5 ლარია. არ ვიცი ამაზე იაფად ყიდვას უკრაინაში როგორ ახერხებენ. ქართველი ფერმერებისთვის ფასის კიდევ უფრო დაწევა უკვე ზარალია", - ამბობს ნინო ზამბახიძე.

ორგანიზაცია "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ასევე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ხორცის ექსპორტის მიმართულებით მდგომარეობა ოდნავადაც არ შეცვლილა. "პრობლემა პრობლემად დარჩა. მოთხოვნა აღარ არის. ძალიან საინტერესოა, რატომ დაიკარგა ეს ბაზარი", - ამბობს რუსუდან გიგაშვილი.

მისი განცხადებით, მესაქონლეები, ძირითადად, აზერბაიჯანის ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულნი. ეს მიმართულება იყო მზარდი, ამიტომ მათ აიღეს კრედიტი და დაიწყეს პირუტყვის მოშენება. ამასობაში კი აზერბაიჯანისკენ პრობლემა გაჩნდა. 5-6 თვის განმავლობაში ექსპორტი ეტაპობრივად მცირდებოდა და შემდეგ საერთოდ შეწყდა.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა