სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან ფინი: "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს "თბილისური მაიდნის" მოწყობას შეეცდება
რომან ფინი: "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს "თბილისური მაიდნის" მოწყობას შეეცდება

ერთი წლის წინ, 2014 წლის აპ­რილ­ში "კვი­რის პა­ლიტ­რამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წი­სა და პუბ­ლი­ცის­ტის რო­მან ფი­ნის მი­მარ­თვა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი, სა­თუ­ა­რით: "სა­ქარ­თვე­ლო საფრ­თხე­შია", რო­ემლშიც ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი პარ­ტია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. ბა­ტო­ნი ფინი მიჩ­ნევს, რომ მთავ­რო­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ქმე­დი­თი პრე­ვენ­ცი­უ­ლი და დამ­ცა­ვი ზო­მე­ბი არ მი­ი­ღეს, შე­დე­გად კი შეთ­ქმუ­ლებ­მა მზა­დე­ბა გა­ნაგ­რძეს, ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბის მუ­ქა­რით გა­მო­ა­ცხა­დეს სა­კუ­თა­რი გა­მოს­ვლის თა­რი­ღიც. რო­მან ფინი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საფრ­თხე გა­ი­ზარ­და, ამი­ტო­მაც კვლავ მი­მარ­თავს ქარ­თველ ხალ­ხს, რომ­ლის ნა­წილ­საც გთა­ვა­ზობთ.

მი­მარ­თვა ქარ­თველ ხალ­ხს

სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­რი­ღი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია და ქვე­ყა­ნა ახა­ლი ძვრე­ბის ზღვარ­ზე დგას. ორ წელ­ზე მეტ ხანს, შეთ­ქმუ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ტვი­ნებ­ში არა მარ­ტო მწიფ­დე­ბო­და ბოდ­ვი­თი იდე­ე­ბი, არა­მედ ყვე­ლას თვალ­წინ ისი­ნი ინ­ტენ­სი­უ­რად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ამის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. დღეს მათ ჩათ­ვა­ლეს, რომ მზად არი­ან - დად­გა დრო და სა­კუ­თარ გა­მოს­ვლას ცი­ნი­კუ­რად "თბი­ლი­სის მა­ი­და­ნი" უწო­დეს; გა­ნა­ცხა­დეს, რომ არ გა­ჩერ­დე­ბი­ან, სა­ნამ არ მი­აღ­წე­ვენ მი­ზანს, რო­მე­ლიც მათ ესა­ხე­ბათ არა რო­გორც უბ­რა­ლოდ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა, არა­მედ, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა.

ისე ჩანს, რომ მათი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ერთი წლის წი­ნან­დელ­მა გაფრ­თხი­ლე­ბამ მისი გან­ხორ­ცი­ლე­ბა გა­და­დო. თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ თა­ვი­სუ­ფა­ლი რჩე­ბო­და, ხოლო მისი პარ­ტია, რო­მელ­მაც (ევრო-ამე­რი­კის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ზე­გავ­ლე­ნით და "ოც­ნე­ბას­თან" მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად) თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი პარ­ლა­მენ­ტი­თა, (და ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფოს სა­თა­ვე­ებ­თან მდგა­რი "ოც­ნე­ბის" ხელ­შე­წყო­ბით), ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ახორ­ცი­ე­ლებ­და და­მან­გრე­ველ ქმე­დე­ბებს, ხელს უშ­ლი­და მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და აძ­ლი­ე­რებ­და სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ას.

28 თე­ბერ­ვალს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 21 მარტს "თბი­ლი­სუ­რი მა­იდ­ნის" მო­წყო­ბას შე­ეც­დე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს თბი­ლის­ში მი­მარ­თა: "მო­ა­წყვეთ მე­ო­რე "მა­ი­და­ნი", გა­მო­იწ­ვი­ეთ ქა­ო­სი, ფული და მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა". ეს მი­მარ­თვა მო­დის ან­ტი­სა­ხალ­ხო ძა­ლე­ბის წი­ნამ­ძღო­ლის­გან, ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის და სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის პირ­და­პი­რი მუ­ქა­რა. ეს მუ­ქა­რა სე­რი­ო­ზუ­ლია. იგი არის მო­წო­დე­ბა სის­ხლისღვრის­კენ.

სულ აი­ღეს თავ­ზე ხელი, უტიფ­რად გა­მო­დი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­ხე­დო­ბი­თა და არ­ნა­ხუ­ლი ცი­ნიზ­მით. ისი­ნი არ ლა­პა­რა­კო­ბენ მშვი­დო­ბი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ზე – ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა­ზე, ახალ არ­ჩევ­ნებ­ზე... ისი­ნი ლა­პა­რა­კო­ბენ სა­კუ­თარ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ რაზ­მებ­ზე, ქა­ოს­სა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე, ძა­ლა­დო­ბა­სა და ტე­რორ­ზე... კი­დევ იმა­ზე, რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს კარ­გად ანა­ზღა­უ­რე­ბა­დია(!) ვის­გან? რომ მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა(!) – სა­ი­დან? ეს მათ­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი ერ­თა­დერ­თი გზაა. მაგ­რამ ეს შეთ­ქმუ­ლე­ბაა ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს კი უმ­ძი­მე­სი სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­უ­ლია, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი – სა­ხელ­მწი­ფო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. ეს არ არის ია­ტაკ­ქვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცია, ფა­რუ­ლად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. ეს ის ხალ­ხია, რო­მელ­თა ხელ­შიც ჯე­რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად რჩე­ბა ქვე­ყა­ნა...

ახ­ლა­ხან გახ­მო­ვან­და სა­ა­კაშ­ვი­ლის გეგ­მე­ბი ცი­ხე­ში ან მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ან უგუ­ლა­ვას, ან ბაჩო ახა­ლა­ი­ას მოკ­ვლის (!!!) შე­სა­ხებ, რათა ამა­ში მთავ­რო­ბა და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნათ და ხალ­ხის პრო­ე­ტეს­ტი გა­მო­ეწ­ვი­ათ. რა მხე­ცუ­რი გათ­ვლაა! რო­გო­რი უგ­ნუ­რი სი­ბე­ცე!.. რო­მე­ლი პა­ტი­ო­სა­ნი, სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი დად­გე­ბა მათ­თან და გაყ­ვე­ბა მათ? მათ მხარს უჭერს ის მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ხრო­ვა, რო­მელ­საც ყო­ფილ­მა რე­ჟიმ­მა გამ­დიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და რო­მე­ლიც დღემ­დე და­უს­ჯე­ლად სჩა­დის და­ნა­შა­ულს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პარ­ტია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვია სა­კუ­თა­რი ან­ტი­ხალ­ხუ­რი არ­სით, თა­ვი­სი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რო­ბით; იმი­თი, რომ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი და მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, ასე­ვე შემ­დგო­მაც, სხვა­დას­ხვა სა­ხის უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლო­ბებს სჩა­დი­ოდ­ნენ პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბის გამო, სა­კუ­თა­რი გამ­დიდ­რე­ბის მიზ­ნით; მა­გა­ლი­თად, 10.000-მდე ბიზ­ნეს­მენს წა­არ­თვეს ბიზ­ნე­სი და ქო­ნე­ბა, ბევ­რი მათ­გა­ნი ცი­ხე­ში გა­მო­ამ­წყვდი­ეს, სა­დაც აწამ­დებ­დნენ და ძა­ლა­დობ­დნენ მათ­ზე; ზო­გი­ერ­თე­ბი უბ­რა­ლოდ და­ხო­ცეს. ხალ­ხს ცი­ხე­ებ­ში სვამ­დნენ ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად დიდი გა­მო­სას­ყი­დი მი­ე­ღოთ. ისი­ნი მდიდ­რდე­ბოდ­ნენ ნარ­კო­ტი­კე­ბით, ია­რა­ღით, მი­წე­ბით, შე­ნო­ბე­ბით, ფაბ­რი­კე­ბით და ქარ­ხნე­ბით, ელექ­ტო­რო­ო­ბის, გა­ზი­სა თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბით ვაჭ­რო­ბით... მათ და­ი­წყეს და სა­მარ­ცხვი­ნოდ წა­ა­გეს ომი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გვით დამ­თავ­რდა. დღეს მათი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გო­ნე­ბა უფ­ლე­ბას აძ­ლევთ ია­მა­ყონ იმით, რომ ომი მო­ი­გეს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რომან ფინი: "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს "თბილისური მაიდნის" მოწყობას შეეცდება

რომან ფინი: "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს "თბილისური მაიდნის" მოწყობას შეეცდება

ერთი წლის წინ, 2014 წლის აპრილში "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის რომან ფინის მიმართვა ქართველი ხალხისადმი, სათუარით: "საქართველო საფრთხეშია", როემლშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლების მიტაცებისთვის ემზადებოდნენ. ბატონი ფინი მიჩნევს, რომ მთავრობისთვის ცნობილი იყო ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ქმედითი პრევენციული და დამცავი ზომები არ მიიღეს, შედეგად კი შეთქმულებმა მზადება განაგრძეს, ძალადობრივი გზით ხელისუფლების მიტაცების მუქარით გამოაცხადეს საკუთარი გამოსვლის თარიღიც. რომან ფინი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე გაიზარდა, ამიტომაც კვლავ მიმართავს ქართველ ხალხს, რომლის ნაწილსაც გთავაზობთ.

მიმართვა ქართველ ხალხს

სააკაშვილის და მისი თანამზრახველების ხელისუფლებაში დაბრუნების თარიღი გამოცხადებულია და ქვეყანა ახალი ძვრების ზღვარზე დგას. ორ წელზე მეტ ხანს, შეთქმულების დანაშაულებრივ ტვინებში არა მარტო მწიფდებოდა ბოდვითი იდეები, არამედ ყველას თვალწინ ისინი ინტენსიურად ემზადებოდნენ ამის განსახორციელებლად. დღეს მათ ჩათვალეს, რომ მზად არიან - დადგა დრო და საკუთარ გამოსვლას ცინიკურად "თბილისის მაიდანი" უწოდეს; განაცხადეს, რომ არ გაჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ მიზანს, რომელიც მათ ესახებათ არა როგორც უბრალოდ მთავრობის გადადგომა, არამედ, როგორც ხელისუფლების მიტაცება.

ისე ჩანს, რომ მათი მზაკვრული გეგმების შესახებ ერთი წლის წინანდელმა გაფრთხილებამ მისი განხორცილება გადადო. თუმცა, სააკაშვილი კვლავ თავისუფალი რჩებოდა, ხოლო მისი პარტია, რომელმაც (ევრო-ამერიკის წარმოუდგენელი ზეგავლენით და "ოცნებასთან" მოღალატეობრივი შეთანხმების შედეგად) თითქმის ნახევარი პარლამენტითა, (და ასევე, სახელმწიფოს სათავეებთან მდგარი "ოცნების" ხელშეწყობით), ფაქტობრივად, შეინარჩუნა ეკონომიკური და ფინანსური ძალაუფლება, ახორციელებდა დამანგრეველ ქმედებებს, ხელს უშლიდა მთავრობის საქმიანობას და აძლიერებდა საკუთარი პოლიტიკურ პოზიციას.

28 თებერვალს შემუშავებული გეგმის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს "თბილისური მაიდნის" მოწყობას შეეცდება. სააკაშვილმა საკუთარ თანაპარტიელებს თბილისში მიმართა: "მოაწყვეთ მეორე "მაიდანი", გამოიწვიეთ ქაოსი, ფული და მხარდაჭერა იქნება". ეს მიმართვა მოდის ანტისახალხო ძალების წინამძღოლისგან, ეს არის ქართველი ხალხის, საზოგადოების, თავისუფლების და სიცოცხლის ხელყოფის პირდაპირი მუქარა. ეს მუქარა სერიოზულია. იგი არის მოწოდება სისხლისღვრისკენ.

სულ აიღეს თავზე ხელი, უტიფრად გამოდიან, განსაკუთრებული თავხედობითა და არნახული ცინიზმით. ისინი არ ლაპარაკობენ მშვიდობიან დემოკრატიულ პროცესებზე – ხელისუფლების გადადგომაზე, პარლამენტის დათხოვნაზე, ახალ არჩევნებზე... ისინი ლაპარაკობენ საკუთარ შეიარაღებულ რაზმებზე, ქაოსსა და დესტაბილიზაციაზე, ძალადობასა და ტერორზე... კიდევ იმაზე, რომ ყოველივე ეს კარგად ანაზღაურებადია(!) ვისგან? რომ მხარდაჭერა იქნება(!) – საიდან? ეს მათთვის ხელისუფლებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. მაგრამ ეს შეთქმულებაა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს კი უმძიმესი სახელმწიფო დანაშაულია, შემსრულებლები – სახელმწიფო დამნაშავეები არიან. ეს არ არის იატაკქვეშა ორგანიზაცია, ფარულად შეიარაღებული. ეს ის ხალხია, რომელთა ხელშიც ჯერაც მნიშვნელოვანწილად რჩება ქვეყანა...

ახლახან გახმოვანდა სააკაშვილის გეგმები ციხეში ან მერაბიშვილის, ან უგულავას, ან ბაჩო ახალაიას მოკვლის (!!!) შესახებ, რათა ამაში მთავრობა დაედანაშაულებინათ და ხალხის პროეტესტი გამოეწვიათ. რა მხეცური გათვლაა! როგორი უგნური სიბეცე!.. რომელი პატიოსანი, საკუთარი ხალხის მოყვარული ადამიანი დადგება მათთან და გაყვება მათ? მათ მხარს უჭერს ის მცირერიცხოვანი ხროვა, რომელსაც ყოფილმა რეჟიმმა გამდიდრების საშუალება მისცა და რომელიც დღემდე დაუსჯელად სჩადის დანაშაულს.

"ნაციონალების" პარტია დანაშაულებრივია საკუთარი ანტიხალხური არსით, თავისი არაადამიანურობით; იმითი, რომ მისი ხელმძღვანელი და მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ასევე პარლამენტის წევრები როგორც სააკაშვილის დროს, ასევე შემდგომაც, სხვადასხვა სახის უმძიმეს დანაშაულობებს სჩადიოდნენ პირადი შურისძიების გამო, საკუთარი გამდიდრების მიზნით; მაგალითად, 10.000-მდე ბიზნესმენს წაართვეს ბიზნესი და ქონება, ბევრი მათგანი ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც აწამდებდნენ და ძალადობდნენ მათზე; ზოგიერთები უბრალოდ დახოცეს. ხალხს ციხეებში სვამდნენ ერთადერთი მიზნით, გასათავისუფლებლად დიდი გამოსასყიდი მიეღოთ. ისინი მდიდრდებოდნენ ნარკოტიკებით, იარაღით, მიწებით, შენობებით, ფაბრიკებით და ქარხნებით, ელექტოროობის, გაზისა თუ საყოფაცხოვრებო სამსახურებით ვაჭრობით... მათ დაიწყეს და სამარცხვინოდ წააგეს ომი, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვით დამთავრდა. დღეს მათი გადაბრუნებული გონება უფლებას აძლევთ იამაყონ იმით, რომ ომი მოიგეს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება" - ინაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"