მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძის განცხადება შსს-დან მისი ინფორმატორის გათავისუფლების შესახებ
გივი თარგამაძის განცხადება შსს-დან მისი ინფორმატორის გათავისუფლების შესახებ

დე­პუ­ტატ გივი თარ­გა­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შსს-დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი მას გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს აწ­ვდი­და, რო­გორც დე­პუ­ტატ­სა და ნდო­ბის ჯგუ­ფის წევ­რს.

რო­გორც თარ­გა­მა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ეს არ იყო მხო­ლოდ ერთი შემ­თხვე­ვა. "რუს­ლან ბა­ზი­აშ­ვი­ლი არის ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. მას აქვს დიდი ღვაწ­ლი ას­ლან აბა­ში­ძის რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბა­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის აგენ­ტუ­რის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ში. მან მი­ი­ღო ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­დე­საც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იყო ჩარ­თუ­ლი ქურ­დულ-პო­ლი­ცი­ურ სინ­დი­კატ­ში, მო­მა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტი­სა და ნდო­ბის ჯგუ­ფის წევ­რს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს ნდო­ბის ჯგუ­ფი პარ­ლა­მენ­ტში არ მოქ­მე­დებს, მე ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ვა­სა­ჯა­როე. ის არის მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც არ და­ა­ყე­ნა სა­კუ­თა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა­ზე მაღ­ლა. უნდა გა­ვაფრ­თხი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ თუ ამ ადა­მი­ან­ზე გაგ­რძელ­დე­ბა რამე სა­ხის დევ­ნა, ის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ჩვე­ნი და შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ. უმე­ტე­სო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბი­სა, სწო­რედ მა­ღა­ლი ღირ­სე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მე ვპირ­დე­ბი, რომ მათი ღირ­სე­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გივი თარ­გა­მა­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ გივი თარ­გა­მა­ძეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გამო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი რუს­ლან ბა­ზი­აშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­ცხა­დე­ბა გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ ვარ­ლამ ხათ­რი­ძემ გა­ა­კე­თა.

შსს-ის ცნო­ბით, ბა­ზი­აშ­ვი­ლი თარ­გა­მა­ძეს ინ­ფორ­მა­ცი­ებს სის­ტე­მა­ტუ­რად აწ­ვდი­და.

"შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია იმ თა­ნამ­შრომ­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც შსს-ს ბა­ზა­ში არ­სე­ბულ და­ცულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ გივი თარ­გა­მა­ძეს სის­ტე­მა­ტუ­რად აწ­ვდი­და. დად­გინ­და, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი რუს­ლან ბა­ზი­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი გე­ნე­რი­რე­ბის მო­წყო­ბი­ლო­ბა "დი­ჯი­პა­სის" მეშ­ვე­ო­ბით სა­მი­ნის­ტროს და­ცულ კომ­პი­უ­ტე­რულ ბა­ზა­ში შე­ვი­და, მო­ქა­ლა­ქე რა­მაზ დე­ვა­ძის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად მო­ი­ძია და სა­ზღვრის კვე­თის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა გივი თარ­გა­მა­ძეს მი­ა­წო­და. შემ­დგომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერ­თმა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ სა­კუ­თა­რი ეთე­რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა. ასე­ვე დად­გინ­და, რომ რუს­ლან ბა­ზი­აშ­ვილ­მა გივი თარ­გა­მა­ძეს შსს-ს და­ცუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ გა­დას­ცა. გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, რუს­ლან ბა­ზი­აშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნი­ლია", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გივი თარგამაძის განცხადება შსს-დან მისი ინფორმატორის გათავისუფლების შესახებ

გივი თარგამაძის განცხადება შსს-დან მისი ინფორმატორის გათავისუფლების შესახებ

დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი მას გარკვეულ ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს.

როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა. "რუსლან ბაზიაშვილი არის ძალიან პროფესიონალი. მას აქვს დიდი ღვაწლი ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, ასევე საქართველოში რუსეთის აგენტურის გამოვლინებაში. მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როდესაც მისი ხელმძღვანელობა იყო ჩართული ქურდულ-პოლიციურ სინდიკატში, მომაწოდა ინფორმაცია, როგორც პარლამენტისა და ნდობის ჯგუფის წევრს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნდობის ჯგუფი პარლამენტში არ მოქმედებს, მე ეს ინფორმაცია გავასაჯაროე. ის არის მისაბაძი ადამიანი, რომელმაც არ დააყენა საკუთარი თანამდებობა პოლიციელობაზე მაღლა. უნდა გავაფრთხილი ხელისუფლება, რომ თუ ამ ადამიანზე გაგრძელდება რამე სახის დევნა, ის აუცილებლად იქნება დაცული ჩვენი და შესაბამისი ორგანოების მიერ. უმეტესობა შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავეებისა, სწორედ მაღალი ღირსების ადამიანები არიან და მე ვპირდები, რომ მათი ღირსება იქნება დაცული", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ გააკეთა.

შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.

"შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასის" მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია", - აცხადებენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა