პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პესკოვის თქმით, ქართველი და რუსი დიპლომატები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ
პესკოვის თქმით, ქართველი და რუსი დიპლომატები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ

ექ­სპერ­ტე­ბი მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის ფონ­ზე, რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი პი­რე­ბის შეხ­ვედ­რას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნე­ვენ, - ასე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ ისი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზე. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლაშა ტუ­ღუშ­მა გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რაზე შე­იძ­ლე­ბა ილა­პა­რა­კონ ამ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის პირ­ველ­მა პი­რებ­მა.

"თუ ილა­პა­რა­კე­ბენ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­დეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვთ, კი ბა­ტო­ნო. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მი­თუ­მე­ტეს იმ ფონ­ზე, რაც გუ­შინ გა­ფორმ­და, ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რუ­სეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­ჟიმს შო­რის, რაზე უნდა ვე­სა­უბ­როთ მათ?" - გა­ნა­ცხა­და ლაშა ტუ­ღუშ­მა. იგი­ვე მო­საზ­რე­ბა აქვს ექ­სპერტს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კი­თხებ­ზე კახა გო­გო­ლაშ­ვილს.

"მე მი­მაჩ­ნია, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ დო­ნე­ზე შეხ­ვედ­რა რუ­სეთ­თან, რად­გან ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო ხა­ნებ­ში გა­და­იდ­გა რუ­სე­თის მიერ ძა­ლი­ან ცი­ნი­კუ­რია და ლა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და მე ვი­ტყო­დი, ღირ­სე­ბას. აქ ვგუ­ლის­ხმობ რო­გორც აფხა­ზეთ­თან, ასე­ვე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან ხელ­მო­წე­რილ ე.წ. შე­თან­ხმე­ბებს. ამ ვი­თა­რე­ბა­ში რა­ი­მე სა­ხის მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რა, მე მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ნა­ირ სი­კე­თეს არ მო­უ­ტანს", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ლაშ­ვილ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუსი და ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამის შე­სა­ხებ "რია ნო­ვოს­ტის" ცნო­ბით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. "რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ორი ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად არ გა­მო­რი­ცხა­ვენ მსგავ­სი შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვას გან­სა­ზღვრუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ გრა­ფი­კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი თა­ვის მე­ზობ­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრეა. "რუ­სე­თი ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნევ­და ქარ­თვე­ლებს მო­ნა­თე­სა­ვე და მე­გო­ბარ ხალ­ხად ის­ტო­რი­უ­ლად და ეს გრძნო­ბე­ბი, ჩვენ გვჯე­რა, რომ ახ­ლაც არ­სე­ბობს და იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც. რუ­სე­თი, რა თქმა უნდა, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ით", - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

პესკოვის თქმით, ქართველი და რუსი დიპლომატები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ

პესკოვის თქმით, ქართველი და რუსი დიპლომატები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ

ექსპერტები მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმების ფონზე, რუსეთისა და საქართველოს უმაღლესი პირების შეხვედრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, - ასე გამოეხმაურნენ ისინი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შესაძლო შეხვედრის თაობაზე. როგორც ჟურნალისტებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის" ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა განუცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რაზე შეიძლება ილაპარაკონ ამ ვითარებაში საქართველოსა და რუსეთის პირველმა პირებმა.

"თუ ილაპარაკებენ იმაზე, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ტერიტორიები, რომლებიც დღეს ოკუპირებული აქვთ, კი ბატონო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც გუშინ გაფორმდა, ე.წ. ხელშეკრულება რუსეთსა და ცხინვალის რეჟიმს შორის, რაზე უნდა ვესაუბროთ მათ?" - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. იგივე მოსაზრება აქვს ექსპერტს საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე კახა გოგოლაშვილს.

"მე მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში საერთოდ არ შეიძლება მაღალ დონეზე შეხვედრა რუსეთთან, რადგან ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო ხანებში გადაიდგა რუსეთის მიერ ძალიან ცინიკურია და ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მე ვიტყოდი, ღირსებას. აქ ვგულისხმობ როგორც აფხაზეთთან, ასევე ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებებს. ამ ვითარებაში რაიმე სახის მაღალი დონის შეხვედრა, მე მგონი, საქართველოს არანაირ სიკეთეს არ მოუტანს", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი და ქართველი დიპლომატები არ გამორიცხავენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების - გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობას. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" ცნობით, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. "როგორც ჩემთვის ცნობილია, ორი ქვეყნის დიპლომატები და ოფიციალური პირები კვლავინდებურად არ გამორიცხავენ მსგავსი შეხვედრის გამართვას განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი თავის მეზობლებთან კარგი ურთიერთობის მომხრეა. "რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა ქართველებს მონათესავე და მეგობარ ხალხად ისტორიულად და ეს გრძნობები, ჩვენ გვჯერა, რომ ახლაც არსებობს და იქნება მომავალშიც. რუსეთი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზაციით", - აღნიშნა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა