მსოფლიო
სამხედრო
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი მრისხანე," "წმინდა სოფია," "გიჟი ანრი", ანუ "X ფაქტორის" ჟიურის წევრების ფრთიანი ფრაზები
"გიორგი მრისხანე," "წმინდა სოფია," "გიჟი ანრი", ანუ "X ფაქტორის" ჟიურის წევრების ფრთიანი ფრაზები

"X ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე უამ­რავ­მა კონ­კურ­სან­ტმა მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი. ზოგი მარ­თლა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია და მაქ­სი­მა­ლუ­რად შეძ­ლო თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა, ზოგი ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ რიგი ფაქ­ტო­რე­ბის გამო და­იბ­ნა, ზო­გიც მხო­ლოდ იმის გამო იყო მი­სუ­ლი, რომ ერთხელ ცხოვ­რე­ბა­ში სცე­ნა­ზე გა­მო­სუ­ლი­ყო. არი­ან უნი­ჭო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი გა­მოს­ვლით მარ­თლაც უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ას ქმნი­ან.

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი| კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ჯერ ტე­ლე­ვი­ზი­ით არ გა­სუ­ლა

ამ ყვე­ლაფ­რის შე­ფა­სე­ბა კი ჟი­უ­რის უწევს, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც ამ სე­ზონ­ზე არი­ან: გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, ანრი ჯო­ხა­ძე, სოფო ნი­ჟა­რა­ძე და თამ­თა გო­დუ­ა­ძე. მათი ემო­ცი­ე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი უმე­ტე­სად ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ხში­რად გვი­წევს დარ­ბაზ­ში მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა და იქ მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. ვეც­დე­ბით გუ­შინ­დე­ლი რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტი გა­ვიხ­სე­ნოთ.

სცე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდა ვინ­მე 17 წლის ერ­ნეს­ტი, რო­მე­ლიც 4 წლი­დან მღე­რის, სა­მო­მავ­ლოდ კი დიპ­ლო­მა­ტო­ბა უნდა. სოფო ნი­ჟა­რა­ძის კი­თხვა­ზე: "დიპ­ლო­მა­ტო­ბა გინ­და და მა­ინც აქ მოხ­ვე­დი?" უპა­სუ­ხა, რომ უნ­დო­და სცე­ნა­ზე ეთხელ მა­ინც გა­მო­სუ­ლი­ყო. თა­ვი­სე­ბუ­რი ბიჭი ჩან­და. "X ფაქ­ტო­რი" არ აღ­მო­აჩ­ნდა, სუს­ტად იმ­ღე­რა და ანრი ჯო­ხა­ძის ასე­თი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა: "შენი შეს­რუ­ლე­ბი­სას ცუდი გან­ცდა და­მე­უფ­ლა. გინ­და გი­თხრა, რა­ტომ? ამ სიმ­ღე­რამ ენერ­გე­ტი­კუ­ლად პირ­და­პირ "მა­ზოლ­ზე" და­მა­ჭი­რა ფეხი. 15 წლის წი­ნან­დელ სამ­შობ­ლო­ში და­მაბ­რუ­ნა"... გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ კი უთხრა: "მჯე­რა, დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბი, ვიდ­რე სიმ­ღე­რა­ში და ამ საქ­მეს თავი და­ა­ნე­ბე".

სცე­ნა­ზე ბა­თუ­მე­ლი გო­გო­ნა გა­მო­ვი­და, - მონ­დო­მე­ბუ­ლი ჩან­და, ჰი­უს­ტო­ნის სიმ­ღე­რა უნდა შე­ვას­რუ­ლოო, მაგ­რამ მა­საც ვერ გა­მო­უ­ვი­და ნო­მე­რი, იმ­დე­ნად, რომ ანრი ჯო­ხა­ძემ შეს­ძა­ხა: "შენ ახლა ხე­ლახ­ლა მო­კა­ლი ჰი­უს­ტო­ნი", რა­მაც დარ­ბაზ­ში სი­ცი­ლი გა­მო­იწ­ვია.

მის შემ­დეგ ფე­რი­ა­სა­ვით ლა­მა­ზი, 17 წლის გო­გო­ნა - ელე­ნე ლო­ლა­ძე გა­მოჩ­ნდა. ჟი­უ­რის გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და ეს მა­შინ­ვე აღ­ნიშ­ნა. მას "X ფა­ტო­რი" ნამ­დვი­ლად აღ­მო­აჩ­ნდა, ჟი­უ­რი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა და ტა­შით გა­ა­ცი­ლა სცე­ნი­დან. სოფო ნი­ჟა­რა­ძე: "სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის გა­მოვ­ხა­ტო ჩემი ემო­ცია, შენი ნამ­ღე­რი ძა­ლი­ან შე­მე­ხო". ანრი ჯო­ხა­ძე: "შენი ნა­ხე­ვა­რი ხმით, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი შეს­რუ­ლე­ბა ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რი და ენერ­გე­ტი­კუ­ლად ძლი­ე­რი იყო". ცერა თი­თით ანიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და ისიც დას­ძი­ნა, ჩემი ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი ხარო.

კონ­კურ­სან­ტი ლუკა ყავ­ლაშ­ვი­ლი კი, გა­რეგ­ნო­ბი­თაც იქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას და დიდი ენერ­გი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ჟი­უ­რის მო­ხიბ­ვლას არა ვო­კა­ლით, არა­მედ უფრო სა­ნა­ხა­ო­ბით ცდი­ლობ­და. თქვა კი­დეც, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ვარ, ანი­მა­ტო­რა­დაც ვმუ­შა­ობ, ხალ­ხის გარ­თო­ბა ჩემ­თვის არა­ფე­რია და "X ფაქ­ტო­რის" მა­ყუ­რე­ბე­ლიც კარ­გად გა­ა­ხა­ლი­სა. ისე­თი ენერ­გი­უ­ლი იყო, რომ სცე­ნა­ზე ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბის­გან ფეხ­საც­მე­ლიც კი გასძვრა... გი­ორ­გი გა­ბუ­ნია: "შენ იუ­მო­რის­ტი უფრო ხარ, ვიდ­რე მუ­სი­კო­სი". სოფო ნი­ჟა­რა­ძე: "ყვე­ლა პრო­ექტს თა­ვი­სი პა­ტა­რა "გი­ჟუ­კა" სჭირ­დე­ბა და დაე, იყოს ეს პა­ტა­რა "გი­ჟუ­კა" პრო­ექ­ტში". ანრი ჯო­ხა­ძე სო­ფოს იქვე გა­მო­ე­პა­სუ­ხა: "ერთი დიდი გიჟი მე ვზი­ვარ აქ და სხვა არ ვიცი მე", რა­საც დარ­ბა­ზის შე­ძა­ხი­ლე­ბი, სტვე­ნა და სი­ცი­ლი მოჰ­ყვა.

ლუ­კას სცე­ნი­დან გას­ვლას ერთი დაბ­ნე­უ­ლი, ლამ­ბერ­სექ­სუ­ა­ლი, სათ­ვა­ლი­ა­ნი და თავ­ზე სომ­ბრე­რო­დამ­ხო­ბი­ლი, მა­მით ბერ­ძე­ნი ან­ზო­რის შე­მოს­ვლა მოჰ­ყვა. რო­გორც თქვა, უცხო­ე­თი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი და სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ჟი­უ­რის კი­თხვით მი­მარ­თა: "ჩემი ცხე­ნი ხომ არ გი­ნა­ხავთ?" "შენ მგო­ნი, მი­სა­მარ­თი აგე­რია, ეს თავ­ლა კი არა ფი­ლარ­მო­ნი­აა, წმინ­და ად­გი­ლი", - გა­ოც­და ანრი. მოკ­ლედ, ან­ზო­რი ამ­ბობ­და, რომ უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და და ჟი­უ­რის წევ­რებს ამის გამო არ იც­ნობ­და, მხო­ლოდ ანრი ჯო­ხა­ძის შე­სა­ხებ ჰქონ­და გა­გო­ნი­ლი. ამი­ტომ, ან­რიმ გა­და­წყვი­ტა, მის­თვის ჟი­უ­რის ორი წევ­რი ასე წა­რედ­გი­ნა: "გი­ორ­გი მრის­ხა­ნე" და "წმინ­და სო­ფია"... ისე, ჯობ­და, სა­ერ­თოდ არ გაგ­ვეც­ნო ერ­თმა­ნე­თი, ახლა ადე­ქი და აქე­დან მო­კურ­ცხლე, ცხე­ნი კუ­ლი­სებ­ში გე­ლო­დე­ბა". მა­ნაც ადგა და მო­კურ­ცხლა, სხვა რა გზა ჰქონ­და?

შემ­დეგ სცე­ნა­ზე სა­ბავ­შვო ჯგუფ "ბზი­კე­ბის" გი­ორ­გი გა­მოჩ­ნდა, მისი და­ნახ­ვა ჟი­უ­რის­თვის სი­ურპრი­ზი იყო. ანრი ჯო­ხა­ძე: "ოჰ, ამას ვის ვხე­დავ?" სოფო ნი­ჟა­რა­ძე: "რო­გორ გაზ­რდილ­ხარ, გი­ორ­გი?" თამ­თა გო­დუ­ა­ძის კი­თხვა­ზე, რის­თვის ხარ აქ მო­სუ­ლიო, გი­ორ­გიმ უპა­სუ­ხა: "მინ­და, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი ისევ და­ვიმ­სა­ხუ­რო და სცე­ნაც მო­მე­ნატ­რა". აქ გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ჩა­ერ­თო: "ან­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ევ­რო­ვი­ზი­ას­თან" ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­კავ­ში­რებს" ("ბზი­კე­ბი" სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ი­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ)"... გი­ორ­გიმ იმ­ღე­რა, მაგ­რამ სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბა ამ­ჯე­რად ვერ აჩ­ვე­ნა.

შემ­დეგ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში შემ­ცდა­რი ახალ­გაზ­რდა კაცი გა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა ლა­მის "აა­ფეთ­ქა," ისე უს­მე­ნოდ და უხ­მოდ იმ­ღე­რა. ანრი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ყუ­რებ­ზე ხე­ლე­ბა­ფა­რე­ბუ­ლი ჟი­უ­რის კვად­რატ­ში ბოლ­თას სცემ­და. იმ კაც­მა დარ­ბა­ზი ძა­ლი­ან გა­ა­ხა­ლი­სა, ანუ ასეთ დროს რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე. მუხ­ლზე და­ჩო­ქილ­მა კონ­კურ­სან­ტმა მოთ­ქმა რომ და­ას­რუ­ლა, ან­რიმ შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა და უთხრა: "სას­მე­ნი ორ­გა­ნო და­მი­ზი­ა­ნე. რა­ტომ მოთ­ქვამ­დი? რას ტი­რო­დი? აზ­რზე არ ხარ, ეს რა იყო...და­ი­მახ­სოვ­რე, შენი კოს­მი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ არ იმ­ღე­რო, კოს­მო­სი­დან ინ­ფორ­მა­ცია მუდ­მი­ვად მაქვს და და­მი­ჯე­რე, ეს ასეა". კონ­კურ­სან­ტმა კი იმე­დი და­ი­ტო­ვა, რომ კი­დევ მო­ვი­დო­და შემ­დეგ­ში "X ფაქ­ტორ­ში", რად­გა­ნაც დარ­ბაზს მისი სა­ხით გამ­ხა­ლი­სე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით წარ­სულ­ში "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­მო­სინ­ჯუ­ლი, ბავ­შვთა სახ­ლში გაზ­რდი­ლი, თმა­მოშ­ვე­ბუ­ლი ნუკ­რი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სიმ­ღე­რა თა­ვის პა­ტა­რა გო­გო­ნას მი­უ­ძღვნა. აღ­ნიშ­ნა, მინ­და, მას მო­მა­ვა­ლი შე­ვუქ­მნა, რად­გა­ნაც ბავ­შვთა სახ­ლში ვარ გაზ­რდი­ლიო. კონ­კურ­სანტს სოფო ნი­ჟა­რა­ძე დიდი სით­ბო­თი გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა, მისი სცე­ნა­ზე ისევ და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. ნომ­რის წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ კი ისიც უთხრა, რომ მას­ში იყო რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ანრი ჯო­ხა­ძე: "იმ მუ­სი­კო­სე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც დღეს ესტრა­და­ზე არი­ან, მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხარ, რაც მე მომ­წონს. გაქვს რა­ღაც ქა­რიზ­მა, კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში მინ­დო­და ასე­თი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მი­ვი­ღეთ პე­რო­გარ­ჭო­ბი­ლი ანრი"... და მას­თან ერ­თად, დარ­ბაზ­მაც სი­ცი­ლი დას­ცხო...

მოკ­ლედ, ასე­თი სა­ყო­ველ­თაო მხი­ა­რუ­ლე­ბა და ვნე­ბა­თა­ღელ­ვა სუ­ფევ­და პრო­ექ­ტის ჩა­წე­რი­სას, რო­მელ­შიც მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"გიორგი მრისხანე," "წმინდა სოფია," "გიჟი ანრი", ანუ "X ფაქტორის" ჟიურის წევრების ფრთიანი ფრაზები

"გიორგი მრისხანე," "წმინდა სოფია," "გიჟი ანრი", ანუ "X ფაქტორის" ჟიურის წევრების ფრთიანი ფრაზები

"X ფაქტორის" სცენაზე უამრავმა კონკურსანტმა მოსინჯა ძალები. ზოგი მართლა ძალიან ნიჭიერია და მაქსიმალურად შეძლო თავის წარმოჩენა, ზოგი ნიჭიერია, მაგრამ რიგი ფაქტორების გამო დაიბნა, ზოგიც მხოლოდ იმის გამო იყო მისული, რომ ერთხელ ცხოვრებაში სცენაზე გამოსულიყო. არიან უნიჭოებიც, რომლებიც თავიანთი გამოსვლით მართლაც უხერხულ სიტუაციას ქმნიან.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი| კადრები, რომელიც ჯერ ტელევიზიით არ გასულა

ამ ყველაფრის შეფასება კი ჟიურის უწევს, რომლის შემადგენლობაშიც ამ სეზონზე არიან: გიორგი გაბუნია, ანრი ჯოხაძე, სოფო ნიჟარაძე და თამთა გოდუაძე. მათი ემოციები და კომენტარები უმეტესად ფრთიანი ფრაზებით შემოიფარგლება. ხშირად გვიწევს დარბაზში მათთან ერთად ყოფნა და იქ მიმდინარე ამბებზე დაკვირვება. ვეცდებით გუშინდელი რამდენიმე კონკურსანტი გავიხსენოთ.

სცენაზე გამოჩნდა ვინმე 17 წლის ერნესტი, რომელიც 4 წლიდან მღერის, სამომავლოდ კი დიპლომატობა უნდა. სოფო ნიჟარაძის კითხვაზე: "დიპლომატობა გინდა და მაინც აქ მოხვედი?" უპასუხა, რომ უნდოდა სცენაზე ეთხელ მაინც გამოსულიყო. თავისებური ბიჭი ჩანდა. "X ფაქტორი" არ აღმოაჩნდა, სუსტად იმღერა და ანრი ჯოხაძის ასეთი შეფასება დაიმსახურა: "შენი შესრულებისას ცუდი განცდა დამეუფლა. გინდა გითხრა, რატომ? ამ სიმღერამ ენერგეტიკულად პირდაპირ "მაზოლზე" დამაჭირა ფეხი. 15 წლის წინანდელ სამშობლოში დამაბრუნა"... გიორგი გაბუნიამ კი უთხრა: ''მჯერა, დიპლომატიაში უფრო დამაჯერებელი იქნები, ვიდრე სიმღერაში და ამ საქმეს თავი დაანებე''.

სცენაზე ბათუმელი გოგონა გამოვიდა, - მონდომებული ჩანდა, ჰიუსტონის სიმღერა უნდა შევასრულოო, მაგრამ მასაც ვერ გამოუვიდა ნომერი, იმდენად, რომ ანრი ჯოხაძემ შესძახა: ''შენ ახლა ხელახლა მოკალი ჰიუსტონი'', რამაც დარბაზში სიცილი გამოიწვია.

მის შემდეგ ფერიასავით ლამაზი, 17 წლის გოგონა - ელენე ლოლაძე გამოჩნდა. ჟიურის გარეგნულად ძალიან მოეწონა და ეს მაშინვე აღნიშნა. მას "X ფატორი" ნამდვილად აღმოაჩნდა, ჟიური ფეხზე წამოუდგა და ტაშით გააცილა სცენიდან. სოფო ნიჟარაძე: "სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ჩემი ემოცია, შენი ნამღერი ძალიან შემეხო". ანრი ჯოხაძე: "შენი ნახევარი ხმით, თავშეკავებული შესრულება ჩემთვის ემოციური და ენერგეტიკულად ძლიერი იყო". ცერა თითით ანიშნა, რომ ძალიან მოეწონა და ისიც დასძინა, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარო.

კონკურსანტი ლუკა ყავლაშვილი კი, გარეგნობითაც იქცევდა ყურადღებას და დიდი ენერგიით გამოირჩეოდა, ჟიურის მოხიბვლას არა ვოკალით, არამედ უფრო სანახაობით ცდილობდა. თქვა კიდეც, ჰიპერაქტიური ვარ, ანიმატორადაც ვმუშაობ, ხალხის გართობა ჩემთვის არაფერია და "X ფაქტორის" მაყურებელიც კარგად გაახალისა. ისეთი ენერგიული იყო, რომ სცენაზე ზედმეტი მოძრაობისგან ფეხსაცმელიც კი გასძვრა... გიორგი გაბუნია: "შენ იუმორისტი უფრო ხარ, ვიდრე მუსიკოსი". სოფო ნიჟარაძე: "ყველა პროექტს თავისი პატარა "გიჟუკა" სჭირდება და დაე, იყოს ეს პატარა ''გიჟუკა'' პროექტში". ანრი ჯოხაძე სოფოს იქვე გამოეპასუხა: "ერთი დიდი გიჟი მე ვზივარ აქ და სხვა არ ვიცი მე", რასაც დარბაზის შეძახილები, სტვენა და სიცილი მოჰყვა.

ლუკას სცენიდან გასვლას ერთი დაბნეული, ლამბერსექსუალი, სათვალიანი და თავზე სომბრეროდამხობილი, მამით ბერძენი ანზორის შემოსვლა მოჰყვა. როგორც თქვა, უცხოეთიდან იყო ჩამოსული და სცენაზე გამოჩენისთანავე ჟიურის კითხვით მიმართა: "ჩემი ცხენი ხომ არ გინახავთ?" "შენ მგონი, მისამართი აგერია, ეს თავლა კი არა ფილარმონიაა, წმინდა ადგილი", - გაოცდა ანრი. მოკლედ, ანზორი ამბობდა, რომ უცხოეთში ცხოვრობდა და ჟიურის წევრებს ამის გამო არ იცნობდა, მხოლოდ ანრი ჯოხაძის შესახებ ჰქონდა გაგონილი. ამიტომ, ანრიმ გადაწყვიტა, მისთვის ჟიურის ორი წევრი ასე წარედგინა: "გიორგი მრისხანე" და "წმინდა სოფია"... ისე, ჯობდა, საერთოდ არ გაგვეცნო ერთმანეთი, ახლა ადექი და აქედან მოკურცხლე, ცხენი კულისებში გელოდება". მანაც ადგა და მოკურცხლა, სხვა რა გზა ჰქონდა?

შემდეგ სცენაზე საბავშვო ჯგუფ "ბზიკების" გიორგი გამოჩნდა, მისი დანახვა ჟიურისთვის სიურპრიზი იყო. ანრი ჯოხაძე: "ოჰ, ამას ვის ვხედავ?" სოფო ნიჟარაძე: "როგორ გაზრდილხარ, გიორგი?" თამთა გოდუაძის კითხვაზე, რისთვის ხარ აქ მოსულიო, გიორგიმ უპასუხა: "მინდა, ხალხის სიყვარული ისევ დავიმსახურო და სცენაც მომენატრა". აქ გიორგი გაბუნია ჩაერთო: "ანრისგან განსხვავებით, "ევროვიზიასთან" ტკბილი მოგონებები გაკავშირებს" ("ბზიკები" საბავშვო "ევროვიზიიდან წარმატებულები დაბრუნდნენ)"... გიორგიმ იმღერა, მაგრამ სათანადო მომზადება ამჯერად ვერ აჩვენა.

შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში შემცდარი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, რომელმაც ფილარმონიის სცენა ლამის "ააფეთქა," ისე უსმენოდ და უხმოდ იმღერა. ანრი ნერვიულობისგან ყურებზე ხელებაფარებული ჟიურის კვადრატში ბოლთას სცემდა. იმ კაცმა დარბაზი ძალიან გაახალისა, ანუ ასეთ დროს როგორც ხდება ხოლმე. მუხლზე დაჩოქილმა კონკურსანტმა მოთქმა რომ დაასრულა, ანრიმ შვებით ამოისუნთქა და უთხრა: "სასმენი ორგანო დამიზიანე. რატომ მოთქვამდი? რას ტიროდი? აზრზე არ ხარ, ეს რა იყო...დაიმახსოვრე, შენი კოსმიური ვალდებულებაა, რომ არ იმღერო, კოსმოსიდან ინფორმაცია მუდმივად მაქვს და დამიჯერე, ეს ასეა''. კონკურსანტმა კი იმედი დაიტოვა, რომ კიდევ მოვიდოდა შემდეგში "X ფაქტორში", რადგანაც დარბაზს მისი სახით გამხალისებელი სჭირდება.

მოგვიანებით წარსულში "ნიჭიერის" სცენამოსინჯული, ბავშვთა სახლში გაზრდილი, თმამოშვებული ნუკრი გამოჩნდა, რომელმაც სიმღერა თავის პატარა გოგონას მიუძღვნა. აღნიშნა, მინდა, მას მომავალი შევუქმნა, რადგანაც ბავშვთა სახლში ვარ გაზრდილიო. კონკურსანტს სოფო ნიჟარაძე დიდი სითბოთი გამოელაპარაკა, მისი სცენაზე ისევ დანახვა ძალიან გაუხარდა. ნომრის წარმოდგენის შემდეგ კი ისიც უთხრა, რომ მასში იყო რაღაც განსხვავებული. ანრი ჯოხაძე: "იმ მუსიკოსებისგან, რომლებიც დღეს ესტრადაზე არიან, მკვეთრად განსხვავებული ხარ, რაც მე მომწონს. გაქვს რაღაც ქარიზმა, კარიერის დასაწყისში მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი, მაგრამ მივიღეთ პეროგარჭობილი ანრი"... და მასთან ერთად, დარბაზმაც სიცილი დასცხო...

მოკლედ, ასეთი საყოველთაო მხიარულება და ვნებათაღელვა სუფევდა პროექტის ჩაწერისას, რომელშიც მაყურებელთან ერთად, უამრავი ადამიანი მონაწილეობს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები