სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ გვინდა რუსეთი - ჩატარდეს რეფერენდუმი"
"ჩვენ გვინდა რუსეთი - ჩატარდეს რეფერენდუმი"

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხელ­თუბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი რუ­სეთ­თან მე­გობ­რო­ბის მომ­ხრეა. პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ მათ მხო­ლოდ ბურ­ჯა­ნა­ძის არ­ჩე­ვის იმე­დი­ღა აქვთ.

"ხელ­თუ­ბან­ში ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დროს, სა­ა­კაშ­ვილ­მა აიღო 12%, ამო­ვიდ­ნენ სო­დის და კუ­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და გა­ა­ყალ­ბეს, 70%-ზე ას­წი­ეს. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა რო­დის აირ­ჩია ნატო, რად გვინ­და ამე­რი­კა, მში­ე­რია ხალ­ხი, ვდგა­ვართ და ვთა­მა­შობთ დო­მი­ნოს, სხვას ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ. ავირ­ჩი­ეთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", მაგ­რამ არა­ვინ მო­დის ჩვენ­თან. ერთი ისღა დაგ­ვრჩე­ნია, იქ­ნებ ბურ­ჯა­ნა­ძემ გაგ­ვი­მარ­თლოს", - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

სო­ფელ ხელ­თუბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი არა ნატო და ამე­რი­კა, არა­მედ რუ­სე­თია. ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ხალ­ხის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­სა და რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბას ითხო­ვენ.

"ნორ­მა­ლუ­რი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვერ და­ნიშ­ნეს? გა­მო­დი­ან და იძა­ხი­ან, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ნატო აირ­ჩი­აო, ჩვენ არ აგ­ვირ­ჩე­ვია ნატო. იყოს ევ­რო­პაც, მაგ­რამ რუ­სე­თი გვინ­და ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში. გა­მო­დი­ან, ყვე­ლა რუ­სეთს ლან­ძღავს, არ გა­მო­დის ეგრე, მთე­ლი ევ­რო­პა რუ­სე­თის­კენ მი­ი­წევს და აქ გვი­კე­ტა­ვენ. ვაშ­ლი გვაქვს და სად წა­ვი­ღოთ. ცოტა ხანი რომ გახ­სნეს რუ­სე­თი, ვაშლს და ატამს ფასი მი­ე­ცა. ჩვენ არ გვინ­და თურ­ქე­თი და ამე­რი­კა, ისი­ნი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არ არი­ან, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია რუ­სე­თი. ღმერ­თმა ქნას ომი და­ი­წყონ, ჩა­მო­ვიდ­ნენ, ბერ­ბუ­კის ბო­ლო­ში დად­გნენ და ჩვენ იქით მოვ­ყვეთ, ეგ გვირ­ჩევ­ნია. სოფ­ლის 80-90%-ს უნდა რუ­სე­თი, ჩა­ა­ტა­რონ რე­ფე­რენ­დუ­მი და დარ­წმუნ­დე­ბი­ან" - ამ­ბო­ბენ ხელ­თუბ­ნე­ლე­ბი.

წყა­რო: qartli.ge

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ჩვენ გვინდა რუსეთი - ჩატარდეს რეფერენდუმი"

"ჩვენ გვინდა რუსეთი - ჩატარდეს რეფერენდუმი"

გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის მოსახლეობის ნაწილი რუსეთთან მეგობრობის მომხრეა. პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მხოლოდ ბურჯანაძის არჩევის იმედიღა აქვთ.

"ხელთუბანში ნაციონალების დროს, სააკაშვილმა აიღო 12%, ამოვიდნენ სოდის და კუდის თანამშრომლები და გააყალბეს, 70%-ზე ასწიეს. ქართველმა ხალხმა როდის აირჩია ნატო, რად გვინდა ამერიკა, მშიერია ხალხი, ვდგავართ და ვთამაშობთ დომინოს, სხვას ვერაფერს ვაკეთებთ. ავირჩიეთ "ქართული ოცნება", მაგრამ არავინ მოდის ჩვენთან. ერთი ისღა დაგვრჩენია, იქნებ ბურჯანაძემ გაგვიმართლოს", - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ ხელთუბნის მოსახლეობა ამბობს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არა ნატო და ამერიკა, არამედ რუსეთია. ისინი ხელისუფლებისგან ხალხის აზრის გათვალისწინებასა და რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.

"ნორმალური საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ დანიშნეს? გამოდიან და იძახიან, ქართველმა ხალხმა ნატო აირჩიაო, ჩვენ არ აგვირჩევია ნატო. იყოს ევროპაც, მაგრამ რუსეთი გვინდა ყველა ვარიანტში. გამოდიან, ყველა რუსეთს ლანძღავს, არ გამოდის ეგრე, მთელი ევროპა რუსეთისკენ მიიწევს და აქ გვიკეტავენ. ვაშლი გვაქვს და სად წავიღოთ. ცოტა ხანი რომ გახსნეს რუსეთი, ვაშლს და ატამს ფასი მიეცა. ჩვენ არ გვინდა თურქეთი და ამერიკა, ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან, ჩვენი მეგობარია რუსეთი. ღმერთმა ქნას ომი დაიწყონ, ჩამოვიდნენ, ბერბუკის ბოლოში დადგნენ და ჩვენ იქით მოვყვეთ, ეგ გვირჩევნია. სოფლის 80-90%-ს უნდა რუსეთი, ჩაატარონ რეფერენდუმი და დარწმუნდებიან" - ამბობენ ხელთუბნელები.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა