სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუნისში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არსებობს
ტუნისში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არსებობს

ტუ­ნის­ში, ბარ­დოს მუ­ზე­უმ­ში მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს და­ღუპლთა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ ამ ეტაპ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ცხა­დეს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ღრმა მწუ­ხა­რე­ბა­სა და შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს. ამას­თან, უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლი ხაზი, რომ­ლი­თაც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ და მი­ა­წო­დონ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცია.

"ტუ­ნის­ში ამ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ისი­ნი დიდი ხა­ნია იქ არი­ან. 19 მარტს იგეგ­მე­ბა ეგ­ვიპ­ტე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის, არ­ჩილ ძუ­ლი­აშ­ვი­ლის ვი­ზი­ტი ტუ­ნის­ში. ტუ­ნი­სის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა და ელჩი უნდა და­ეს­წროს პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით გა­მარ­თულ მი­ღე­ბას. ამ ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ელჩს და­გეგ­მი­ლი აქვს შეხ­ვედ­რა ქარ­თველ მე­ზღვა­უ­რებ­თან და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ შე­მო­ვი­და ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ვინ­მე სა­ჭი­რო­ებს დახ­მა­რე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა", - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

გუ­შინ, ტუ­ნის­ში ბარ­დოს მუ­ზე­უმ­ში მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, მათ შო­რის 17 უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რო­ი­ტე­რი" ქვეყ­ნის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრზე ჰა­ბიბ ესიდ­ზე დაყ­რდნო­ბით აქ­ვეყ­ნებს. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ცნო­ბით, და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ტუ­ნი­სე­ლი მო­ქა­ლა­ქე და პო­ლი­ცი­ე­ლი.

"ფრანს პრე­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან გერ­მა­ნი­ის, იტა­ლი­ის, პო­ლო­ნე­თი­სა და ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ტუ­ნი­სის მუ­ზე­უმ­ში მძევ­ლე­ბი გუ­შინ ორმა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა აიყ­ვა­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძევ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20-30 ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და. პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე ტე­რო­რის­ტი გა­ა­ნად­გუ­რა და მძევ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ტუნისში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არსებობს

ტუნისში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არსებობს

ტუნისში, ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს დაღუპლთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, უწყების ინფორმაციით, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ და მიაწოდონ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია.

"ტუნისში ამ ეტაპზე ქართველი მეზღვაურები იმყოფებიან, ისინი დიდი ხანია იქ არიან. 19 მარტს იგეგმება ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ ძულიაშვილის ვიზიტი ტუნისში. ტუნისის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება და ელჩი უნდა დაესწროს პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. ამ ვიზიტის ფარგლებში ელჩს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ქართველ მეზღვაურებთან და ამ დროის განმავლობაში თუ შემოვიდა ცხელ ხაზზე შეტყობინება, რომ ვინმე საჭიროებს დახმარებას, ბუნებრივია იქნება ადეკვატური რეაგირება", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გუშინ, ტუნისში ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 19 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 17 უცხოელი ტურისტია. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ქვეყნის პრემიერ მინისტრზე ჰაბიბ ესიდზე დაყრდნობით აქვეყნებს. მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ტუნისელი მოქალაქე და პოლიციელი.

"ფრანს პრესის" ინფორმაციით კი, დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის მოქალაქეები. ტუნისის მუზეუმში მძევლები გუშინ ორმა შეიარაღებულმა პირმა აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების რაოდენობა 20-30 ადამიანს შეადგენდა. პოლიციამ ორივე ტერორისტი გაანადგურა და მძევლები გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა