მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუნისში ბათუმის მოცეკვავეთა ანსამბლი გემზეა გაჩერებული
ტუნისში ბათუმის მოცეკვავეთა ანსამბლი გემზეა გაჩერებული

ტუ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ბა­თუ­მის მო­ცეკ­ვა­ვე­თა ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი ქა­ლა­ქის პორ­ტში, გემ­ზე არი­ან გა­ჩე­რე­ბულ­ნი.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სგა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს. უწყე­ბის პრეს-სპი­კე­რი გან­მარ­ტავს, რომ ტუ­ნის­ში დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ჩავა, რო­მე­ლიც ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა და ქარ­თვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა.

"ტუ­ნის­ში ამ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ისი­ნი დიდი ხა­ნია იქ არი­ან. ხვალ იგეგ­მე­ბა ეგ­ვიპ­ტე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის, არ­ჩილ ძუ­ლი­აშ­ვი­ლის ვი­ზი­ტი ტუ­ნის­ში. ხვალ ტუ­ნი­სის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა და ელჩი უნდა და­ეს­წროს პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით გა­მარ­თულ მი­ღე­ბას. ამ ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ელჩს და­გეგ­მი­ლი აქვს შეხ­ვედ­რა ქარ­თველ მე­ზღვა­უ­რებ­თან და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ შე­მო­ვი­და ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ვინ­მე სა­ჭი­რო­ებს დახ­მა­რე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა", - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ტუ­ნის­ში ბარ­დოს მუ­ზე­უმ­ში მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, მათ შო­რის 17 უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რო­ი­ტე­რი" ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე ჰა­ბიბ ესიდ­ზე დაყ­რდნო­ბით აქ­ვეყ­ნებს. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ცნო­ბით,

და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ტუ­ნი­სე­ლი მო­ქა­ლა­ქე და პო­ლი­ცი­ე­ლი.

"ფრანს პრე­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან გერ­მა­ნი­ის, იტა­ლი­ის, პო­ლო­ნე­თი­სა და ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ტუ­ნი­სის მუ­ზე­უმ­ში მძევ­ლე­ბი დღეს ორმა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა აიყ­ვა­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძევ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20-30 ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და. პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე ტე­რო­რის­ტი გა­ა­ნად­გუ­რა და მძევ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 9 ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ტუნისში ბათუმის მოცეკვავეთა ანსამბლი გემზეა გაჩერებული

ტუნისში ბათუმის მოცეკვავეთა ანსამბლი გემზეა გაჩერებული

ტუნისში საქართველოს მოქალაქეები, ბათუმის მოცეკვავეთა ანსამბლის წევრები ქალაქის პორტში, გემზე არიან გაჩერებულნი.

ამის შესახებ ინფორმაციას სგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების პრეს-სპიკერი განმარტავს, რომ ტუნისში დღეს საქართველოს ელჩი ჩავა, რომელიც ვითარებას ადგილზე გაეცნობა და ქართველების მდგომარეობით დაინტერესდება.

"ტუნისში ამ ეტაპზე ქართველი მეზღვაურები იმყოფებიან, ისინი დიდი ხანია იქ არიან. ხვალ იგეგმება ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ ძულიაშვილის ვიზიტი ტუნისში. ხვალ ტუნისის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება და ელჩი უნდა დაესწროს პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. ამ ვიზიტის ფარგლებში ელჩს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ქართველ მეზღვაურებთან და ამ დროის განმავლობაში თუ შემოვიდა ცხელ ხაზზე შეტყობინება, რომ ვინმე საჭიროებს დახმარებას, ბუნებრივია იქნება ადეკვატური რეაგირება", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტუნისში ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 19 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 17 უცხოელი ტურისტია. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე ჰაბიბ ესიდზე დაყრდნობით აქვეყნებს. მედიასაშუალების ცნობით,

დაღუპულთა შორის არიან ტუნისელი მოქალაქე და პოლიციელი.

"ფრანს პრესის" ინფორმაციით კი, დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის მოქალაქეები.

ტუნისის მუზეუმში მძევლები დღეს ორმა შეიარაღებულმა პირმა აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების რაოდენობა 20-30 ადამიანს შეადგენდა. პოლიციამ ორივე ტერორისტი გაანადგურა და მძევლები გაათავისუფლა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 9 ადამიანს შეადგენდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია