"ნანუკას შოუს" სტუმარმა, ინდირა ჯგერნაიამ თავს გადახდენილი უცნაური ისტორიების - ოჯახური ძალადობის, მეუღლის მხრიდან აგრესიისა და მისთვის გაკეთებული ჯადოს შესახებ ისაუბრა.
ინდირა ამტკიცებს, რომ მისთვის ჯადოს გაკეთება სილამაზის სალონში დაიგეგმა.
"ქუთაისში ერთ-ერთ სტილისტთან მივედი სალონში, ვიყავი ფეხმძიმედ. ვთხოვე, უამიაკო საღებავით შეეღება ჩემთვის თმა.
მან რაღაც 12 პროცენტიანი საღებავი დამასხა. შევწუხდი სალონში, მომცა ალერგია, ერთი სიტყვით ცუდად გავხდი... მომაბრუნეს და წამოვედი თმაშეჭრილი... რამდენიმე დღის შემდეგ მუცელი მომეშალა. დედაჩემს ეუბნება ჩვენი შორეული ნაცნობი: მე იქ ვიყავი სალონში და იმ გოგომ ინდირას თმები ვიღაც ქალს გაატანა და ვიცი ის ქალი ვინც არისო... გავყევი კვალს, მოვიძიე, იყო სატელეფონო საუბრების ჩაწერები... ძნელია, კაცს დააჯერო, რომ შენს გამო ჯადო გამიკეთეს, ეს არცერთ კაცს არ სჯერა... მივედი იქამდე, რომ ამ ადამიანს ფული ჰქონდა აღებული ჩემი და ჩემი ამ ადამიანის დასაშორებლად და მუცლის მოსაშლელად. მეც საკმაოდ მსუყე თანხა გადავიხადე, ჩავუწერე ამ ადამიანის საუბარი. იცის ამ ქალბატონმა, მიყურებს ალბათ და მითხრა, ცხოვრებაში შენს სურათს არასოდეს არ მივიღებ, ვინც არ უნდა მომიტანოსო. რაც გავაკეთე, უნდა მომიტანოო, ოღონდ არ ვიცი სად დამარხესო, სასაფლაოზე გავატანეო. მივაგენი... იქ იყო ჩემი და ჩემი ექს-სიყვარულის ფოტო, დანემსილი ფერადი ქინძისთავებით, ამიხსნა, რომ ეს არის გალაყებული კვერცხი და შენ ხელი არ მოკიდოო. იმათ ხომ ღმერთის არ ეშინიათ. კვერცხი იყო მძიმე, მაინც მოვკიდე ხელი და კვერცხში იყო ჩასხმული გადამდნარი ტყვია, ეს იყო საშინელება. ეს იყო მკვდრის გულზე დამარხული, ისეთი სახელი მოძებნა, ვის სახელზეც კეთდებოდა. ვინ მოიფიქრებს, რომ მკვდირს გულზე რამე იმარხება. ეს ყველაფერი მოვუყევი ჩემს მოძღავრს, მიკითხავდა ივლიანეს და კვირიკეს ლოცვას. სისულელეა, ხალხნო, თითქოს ჯადოს რომ გაგიკეთებენ, უნდა მოიხსნა და რაღაცები, სისულელეა. როგორც კი გაიგებ, რომ გაგიკეთეს, იქვე დამთავრდა ყველაფერი. ადამიანს რომ ვესაუბრებოდი, ვიწერდი ყველაფერს...
ძალიან ცუდი ქალი ხარ და ეს ცოდვა შენს კისერზე იყოს, რაც გააკეთე", - მიმართა ეთერიდან ინდირამ ადრესატს, რამაც ნანუკა ჟორჟოლიანი დააბნია.
"მეგონა, მე მეუბნებოდი ამ სიტყვებს", - მიმართა ნანუკამ სტუმარს.