ტუნისში გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არსებობს

ტუნისში გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არსებობს

ტუნისში ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, უწყების ინფორმაციით, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ და მიაწოდონ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია.

"ტუნისში ამ ეტაპზე ქართველი მეზღვაურები იმყოფებიან, ისინი დიდი ხანია იქ არიან. ხვალ იგეგმება ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ ძულიაშვილის ვიზიტი ტუნისში. ხვალ ტუნისის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება და ელჩი უნდა დაესწროს პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. ამ ვიზიტის ფარგლებში ელჩს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ქართველ მეზღვაურებთან და ამ დროის განმავლობაში თუ შემოვიდა ცხელ ხაზზე შეტყობინება, რომ ვინმე საჭიროებს დახმარებას, ბუნებრივია იქნება ადეკვატური რეაგირება", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტუნისში ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 19 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 17 უცხოელი ტურისტია. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე ჰაბიბ ესიდზე დაყრდნობით აქვეყნებს. მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ტუნისელი მოქალაქე და პოლიციელი.

"ფრანს პრესის" ინფორმაციით კი, დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის მოქალაქეები.

ტუნისის მუზეუმში მძევლები დღეს ორმა შეიარაღებულმა პირმა აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების რაოდენობა 20-30 ადამიანს შეადგენდა. პოლიციამ ორივე ტერორისტი გაანადგურა და მძევლები გაათავისუფლა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 9 ადამიანს შეადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია