ბოლო ხანებში გრძელი, მოშვებული წვერი მოდურ ტენდენციად იქცა. თუმცა ექსპერტები ყველას აფრთხილებენ, რომ წვერი ბაქტერიების ბუდეა.
ბირმინგემის ტრიგოლოგიის ცენტრის კონსულტანტი კეროლ უოკერი ამბობს, რომ წვერის ტარება ხშირად კანის ინფექციებს იწვევს და ბაქტერიების გადამტანად გაქცევთ. წვერი თმასთან შედარებით გაცილებით მარტივად იზიდავს ჭუჭყს და ბაქტერიებს.
”ზოგ ადამიანს, რომელიც წვერს ატარებს, სერიოზული კანის დაავადებები უვითარდება, მაგალითად, ეგზემა. როდესაც წვერიან მამაკაცს კოცნი, აუცილებლად გადმოგედებათ მის წვერში ჩაბუდებული ბაქტერიები”, - აცხადებს უოკერი და მართალიცაა. მიკრობიოლოგი რონ კატლერი ამტკიცებს, რომ წვერი ინფექციის გავრცელების წყაროა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.