ეკა ყუშიტაშვილის დაპირისპირება ანრი ჯოხაძესთან - პატრულის მაგინებელი "X ფაქტორის" სცენაზე აიჭრა

ეკა ყუშიტაშვილის დაპირისპირება ანრი ჯოხაძესთან  - პატრულის მაგინებელი "X ფაქტორის" სცენაზე აიჭრა

ცნობილია, რომ ამ დღეებში პროექტ "X ფაქტორის" ჩაწერა მიმდინარეობს, სადაც უამრავი კონკურსანტი მონაწილეობს. როგორც შევიტყვეთ, დღევადელ ჩაწერაზე, მოულოდნელად იქ პატრულის მაგინებელი ეკა ყუშიტაშვილიც აღმოჩნდა.

როგორც გვითხრეს, ის სცენაზე აიჭრა და საზოგადოებას წარუდგა, თუ რა ფორმით, ამაზე ინფორმაციას "X ფატორის" შემოქმედებითი ჯგუფი არ ასაჯაროებს. თუმცა ამბობენ, რომ მაყურებელი დიდად გააოცაო.

ისიც თქვეს, რომ მას ჟიურის ერთ-ერთ წევრთან, მომღერალ ანრი ჯოხაძესთან მოუხდა შელაპარაკება. ეკას ასეთ ინიციატივას ანრის სცენაზე ასვლაც მოჰყვა, რისი ამსახველი ფოტოც არსებობს, რომელიც "ფეისბუქით" უკვე ვრცელდება.

ასე მოულოდნელად გაპოპულარულებული ეკა ყუშიტაშვილი, როგორც ჩანს, არ ჩერდება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები