პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ვარსკვლავები დოლჩე და გაბანას პროდუქციას აღარ იყიდიან! - დიზაინერების განცხადება, რომელმაც მსოფლიო შეძრა
მსოფლიო ვარსკვლავები დოლჩე და გაბანას პროდუქციას აღარ იყიდიან! - დიზაინერების განცხადება, რომელმაც მსოფლიო შეძრა

უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა სკან­და­ლი დოლ­ჩე და გა­ბა­ნას გარ­შე­მო. საქ­მე ეხე­ბა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მიერ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს რო­მელ­შიც, მათ ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით გა­ჩე­ნილ ბავ­შვებს "სინ­თე­ტი­კუ­რი" და "ხე­ლოვ­ნუ­რი" ბავ­შვე­ბი უწო­დეს.

"არა­ნა­ი­რი ქი­მი­უ­რი შთა­მო­მავ­ლო­ბა და ნა­ქი­რა­ვე­ბი საშ­ვი­ლოს­ნო, ცხოვ­რე­ბა ისე უნდა მი­დი­ო­დეს, რო­გორც მი­დის. და არის რა­ღა­ცე­ე­ბი, რისი შეც­ვლაც არ შე­იძ­ლე­ბა"- ნათ­ქვა­მია ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას მთელ მსოფ­ლი­ო­ში უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მომ­ღე­რალ­მა ელ­ტონ ჯონ­მა უარი თქვა მათ პრო­დუქ­ცი­ა­ზე და ყვე­ლას მო­უ­წო­და იგი­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნა. დოლ­ჩე და გა­ბა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ა­ში ელ­ტონ ჯო­ნის გარ­და, რიკი მარ­ტი­ნი, შერი, ვიქ­ტო­რია ადამ­სი, კორტნი ლავი და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ჩა­ერ­თვნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ინ ვიტ­რო ანუ ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა არის უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის დამ­ხმა­რე მე­თო­დი, რომ­ლის დრო­საც ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო უჯრე­დე­ბის შერ­წყმა ხდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის გა­რეთ, სინ­ჯა­რა­ში, ხოლო ამ­გვა­რად მი­ღე­ბუ­ლი ემ­ბრი­ო­ნი ქა­ლის საშ­ვი­ლოს­ნო­ში ინერ­გე­ბა.

ამ­ჟა­მად ეს მე­თო­დი მთელ მსოფ­ლი­ო­ში უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და წარ­მა­ტე­ბულ მე­თო­დად მი­იჩ­ნე­ვა. გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცე­სის გა­მოკ­ვლე­ვი­სა და ად­რე­უ­ლი ემ­ბრი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მო­დე­ლი­რე­ბას მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ. 1978 წელს ინ­გლის­ში გა­მოყ­ვეს ერთი კვერ­ცხუ­ჯრე­დი, საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში გა­და­ი­ტა­ნეს ერთი ემ­ბრი­ო­ნი, რის შე­დე­გა­დაც გან­ვი­თარ­და ორ­სუ­ლო­ბა და კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გაჩ­ნდა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი სინ­ჯა­რის ბავ­შვი - ლიზა ბრა­უ­ნი. დღეს მას უკვე თა­ვი­სი შვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი გზით არის ჩა­სა­ხუ­ლი. ამ პრობ­ლე­მა­ზე მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი კლი­ნი­კა მუ­შა­ობს და მე­თო­დი წლი­დან წლამ­დე იხ­ვე­წე­ბა.

მსოფლიო ვარსკვლავები დოლჩე და გაბანას პროდუქციას აღარ იყიდიან! - დიზაინერების განცხადება, რომელმაც მსოფლიო შეძრა

მსოფლიო ვარსკვლავები დოლჩე და გაბანას პროდუქციას აღარ იყიდიან! - დიზაინერების განცხადება, რომელმაც მსოფლიო შეძრა

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება სკანდალი დოლჩე და გაბანას გარშემო. საქმე ეხება დიზაინერების მიერ მიცემულ ინტერვიუს რომელშიც, მათ ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებს "სინთეტიკური" და "ხელოვნური" ბავშვები უწოდეს.

"არანაირი ქიმიური შთამომავლობა და ნაქირავები საშვილოსნო, ცხოვრება ისე უნდა მიდიოდეს, როგორც მიდის. და არის რაღაცეები, რისი შეცვლაც არ შეიძლება"- ნათქვამია ინტერვიუში.

დიზაინერების განცხადებას მთელ მსოფლიოში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა ელტონ ჯონმა უარი თქვა მათ პროდუქციაზე და ყველას მოუწოდა იგივე გაეკეთებინა. დოლჩე და გაბანას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ელტონ ჯონის გარდა, რიკი მარტინი, შერი, ვიქტორია ადამსი, კორტნი ლავი და სხვა ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვნენ.

შეგახსენებთ, რომ ინ ვიტრო ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდი, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ, სინჯარაში, ხოლო ამგვარად მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება.

ამჟამად ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში უშვილობის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და წარმატებულ მეთოდად მიიჩნევა. განაყოფიერების პროცესის გამოკვლევისა და ადრეული ემბრიონული განვითარების მოდელირებას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. 1978 წელს ინგლისში გამოყვეს ერთი კვერცხუჯრედი, საშვილოსნოს ღრუში გადაიტანეს ერთი ემბრიონი, რის შედეგადაც განვითარდა ორსულობა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის განყოფილებაში გაჩნდა მსოფლიოში პირველი სინჯარის ბავშვი - ლიზა ბრაუნი. დღეს მას უკვე თავისი შვილი ჰყავს, რომელიც ბუნებრივი გზით არის ჩასახული. ამ პრობლემაზე მსოფლიოს მრავალი კლინიკა მუშაობს და მეთოდი წლიდან წლამდე იხვეწება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება