თეთრ სახლში სავარაუდოდ ციანიდის შემცველი წერილი გააგზავნეს. "სიენენის" ცნობით, წერილს ექსპერტიზა უტარდება. მომწამვლელი ნივთიერების არსებობა თეთრ სახლში შემოწმების დროს სპეციალურმა მოწყობილობამ დააფიქსირა.
აშშ-ის საიდუმლო სამსახური მომხდარს სწავლობს. ასევე გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად წერილი თეთრი სახლის თანამშრომელმა გახსნა, თუმცა, ის არ მოწამლულა. წერილის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. შესაბამისი უწყებები ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდებიან.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.