ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. სინამდვილეში, კიკაბიძემ, რომელიც ლვოვში კონცერტს ატარებდა, უბრალოდ იხუმრა, რომ იმდენად უყვარს უკრაინა, მზად არის ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფარი თხოვოს. როგორც ჩანს, ზოგიერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ, ხუმრობა სინამდვილედ მიიღო.