იმ ადგილას გეგმავთ აქციის გამართვას, სადაც ადამიანები დახოცეთ - სესიაშვილი გაბაშვილს

იმ ადგილას გეგმავთ აქციის გამართვას, სადაც ადამიანები დახოცეთ - სესიაშვილი გაბაშვილს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში დებატებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გოკა გაბაშვილს შორის  სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოპონენტები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც გაბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს. სესიაშვილმა კი გაბაშვილს "9 წლიანი მმართველობის" პერიოდი შეახსენა.

"ბატონო გოგა, 22 მარტს თქვენ იმ ადგილას გეგმავთ აქციის გამართვას, სადაც ადამიანები დახოცეთ და სისხლი დაღვარეთ. არ დაგავიწყდეთ ეს და კარგად დაიმახსოვრეთ. ერთხელ ვერ გაბედეთ და ბოდიში ვერ მოიხადეთ... ყოფილი ლიდერები რომ დაკავებულები არიან, ეს ბუნებრივია, რადგან ქვეყანას მართავდა 5-კაციანი მაფია. ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ ჩვენ უარს ვამბობთ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩარევაზე, არას ვამბობთ დარბევებზე, უარს ვამბობთ წამებაზე", - განაცხადა სესიაშვილმა.

დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე გაგრძელდა. გოკა გაბაშვილმა ხელისუფლება სამეგრელოში ბოლო დღეებში განვითარებული პროცესებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

"ხელკეტებითა და კომბლეებით შეუვარდით და თავები დაუტეხეთ მაშინ, როცა 2 წლის მანძილზე არც ერთი აგრესიული აქცია არ დაგვიგეგმავს და არ ჩაგვიტარებია", - მიმართა გაბაშვილმა სესიაშვილს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა