გასულ კვირას GDS-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილის გადაცემა "კვირის 20/30" გავიდა. გადაცემას დიდი გამოუხმაურება მოჰყვა, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.
გააკრიტიკეს როგორც გადაცემის შინაარსი, ასევე მაგიდის დიზაინი და შეფუთვა. რამდენიმე წუთის წინ კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა გადაცემის სათაურში სატანისტური კოდი აღმოაჩინა.
"მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და პირადად ქ-ნ თეა წულუკიანი / Thea Tsulukiani-ს! საზოგადოება 20/30-ის დასახელებაში აღმოჩენილია სატანისტური კოდი! კერძოდ, 20/30 = 0.666 !!! ------ ყველას მოეხსენება, რომ ახალ ხელისუფლებას ძალისხმევა არ დაუშურებია, რათა არ დაეშვა 3 ექვსიანის მიყოლებით ერთად დაფიქსირება. შეუფასებელია თქვენს მიერ შექმნილი კომისიის ტიტანური, ზეგანაკვეთური შრომა ამ მიმართულებით. ამიტომ, გეაჯებით! - არც ამჯერად მიგვატოვოთ განსაცდელში! სასწრაფოდ მოიმოქმედეთ რამე! დაიცავით ბატონიბიძინა ეშმაკისეულისგან!", - წერს ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.