პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეეწირა თუ არა სიმამრის ''პოსტს'' გეგა ფალავანდიშვილის სამსახური
შეეწირა თუ არა სიმამრის ''პოსტს'' გეგა ფალავანდიშვილის სამსახური

გეგა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის "რუს­თა­ვი 2"-დან გაშ­ვე­ბამ ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი გა­ა­ჩი­ნა. არხი ერთ-ერთ უც­ვლელ სა­ხეს შე­ე­ლია. რა­ტომ მოხ­და ასე, თა­ვად გე­გამ არ იცის. უთხრეს, წა­დიო და უპ­რობ­ლე­მოდ წა­მო­ვი­და. გე­გას სი­მამ­რი მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას გეგ­მავს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი ცოტა ხნის წინ სტა­ტუ­სი და­წე­რა, სა­დაც ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მიერ და­გეგ­მილ აქ­ცი­ას აკ­რი­ტი­კებ­და. სტა­ტუს­მა ზო­გი­ერ­თი ნა­ცი­ო­ნა­ლი გა­ა­ნა­წყე­ნა. გაჩ­ნდა ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, სი­მამ­რის პო­ზი­ცია გახ­და არ­ხი­დან გე­გას წა­მოს­ვლის მი­ზე­ზი.

- მა­მუ­კა, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­გეგ­მი­ლი მი­ტინ­გის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" თქვე­ნი აზრი გა­მოთ­ქვით, რა­მაც ზო­გი­ერ­თი ნა­ცი­ო­ნა­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მათ­თან კა­მა­თის შემ­დეგ ხომ არ შე­იც­ვა­ლეთ აზრი და მი­ტინგზე წას­ვლის სურ­ვი­ლი ხომ არ გა­გიჩ­ნდათ?

- არ ვა­პი­რებ მი­ტინგზე წას­ვლას. ამას პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტიც რომ ვიყო, მა­ში­ნაც ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი, რად­გან ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე მუხ­ლზე და სი­ა­რუ­ლი მი­ჭირს. ჩემი აზ­რით, ასე­თი აქ­ცი­ე­ბი და მი­ტინ­გე­ბი ნა­ად­რე­ვია. კუ­ლუ­ა­რუ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ და ახლა ხმა­მაღ­ლა გა­ის­მის, გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, მო­წო­დე­ბა იმა­ზე, რომ მხო­ლოდ ერთი აქ­ცი­ით არ შე­მო­ვი­ფარ­გლოთ. მო­ვი­თხო­ვოთ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა და პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ვაქ­ცი­ოთ აქ­ცი­აო. ჩემი აზ­რით, ეს არ არის სწო­რი გეგ­მა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნელ-ნელა გა­მო­ფხიზ­ლე­ბის პრო­ცეს­შია. იმ ხალ­ხმა, ვინც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მის­ცა ხმა, და­ი­ნა­ხა, რომ ეს არაა ის ძალა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, მარ­თოს ქვე­ყა­ნა. მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან სუს­ტი და უნი­ა­თოა. შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხი ნელ-ნელა შე­მოტ­რი­ალ­და. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რბი­ლი პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თის მი­მართ შე­დე­გებს არ იძ­ლე­ვა და პი­რი­ქით სა­ზი­ა­ნოა. ახლა პრო­და­სავ­ლურ­მა ძა­ლებ­მა გა­მოს­ვლე­ბი რომ და­ვი­წყოთ, ეს კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა.… აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სი­ტუ­ა­ცია მომ­წიფ­დეს. ამას კი დრო სჭირ­დე­ბა. პი­რა­დად მე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა.

- სტა­ტუ­სის და­წე­რის მერე გა­გიჩ­ნდათ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასე მოხ­და. სტრა­ტე­გი­უ­ლად თუ ფი­ლო­სო­ფი­უ­რად ჩვენ ერთი და იმა­ვე აზ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი ხალ­ხი ვართ. მეც მინ­და, ქვე­ყა­ნა ნა­ტო­ში შე­ვი­დეს და მსურს, აქ­ტი­უ­რი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა მყავ­დეს. მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვის მე­თო­დე­ბი სულ სხვა უნდა იყოს. პირ­ველ რიგ­ში, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მშვი­დად უნდა მი­ვი­დეთ და გა­ვა­კე­თოთ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი. არა­ვი­თა­რი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ გვჭირ­დე­ბა. რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის დრო ნამ­დვი­ლად აღა­რაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დად მე მომ­ბეზ­რდა და მგო­ნია, რომ ხალ­ხსაც მოჰ­ბეზ­რდა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

შეეწირა თუ არა სიმამრის ''პოსტს'' გეგა ფალავანდიშვილის სამსახური

შეეწირა თუ არა სიმამრის ''პოსტს'' გეგა ფალავანდიშვილის სამსახური

გეგა ფალავანდიშვილის ''რუსთავი 2''-დან გაშვებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. არხი ერთ-ერთ უცვლელ სახეს შეელია. რატომ მოხდა ასე, თავად გეგამ არ იცის. უთხრეს, წადიო და უპრობლემოდ წამოვიდა. გეგას სიმამრი მამუკა გამყრელიძე უახლოეს მომავალში პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. სოციალურ ქსელში კი ცოტა ხნის წინ სტატუსი დაწერა, სადაც ნაციონალების მიერ დაგეგმილ აქციას აკრიტიკებდა. სტატუსმა ზოგიერთი ნაციონალი გაანაწყენა. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სიმამრის პოზიცია გახდა არხიდან გეგას წამოსვლის მიზეზი.

- მამუკა, ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი მიტინგის შესახებ ''ფეისბუქზე'' თქვენი აზრი გამოთქვით, რამაც ზოგიერთი ნაციონალი გააღიზიანა. სოციალური ქსელით მათთან კამათის შემდეგ ხომ არ შეიცვალეთ აზრი და მიტინგზე წასვლის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ?

- არ ვაპირებ მიტინგზე წასვლას. ამას პარტიის აქტივისტიც რომ ვიყო, მაშინაც ვერ მოვახერხებდი, რადგან ოპერაცია გავიკეთე მუხლზე და სიარული მიჭირს. ჩემი აზრით, ასეთი აქციები და მიტინგები ნაადრევია. კულუარულად ლაპარაკობდნენ და ახლა ხმამაღლა გაისმის, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, მოწოდება იმაზე, რომ მხოლოდ ერთი აქციით არ შემოვიფარგლოთ. მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა და პერმანენტულად ვაქციოთ აქციაო. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი გეგმა. საზოგადოება ნელ-ნელა გამოფხიზლების პროცესშია. იმ ხალხმა, ვინც ''ქართულ ოცნებას'' მისცა ხმა, დაინახა, რომ ეს არაა ის ძალა, რომელსაც შეუძლია, მართოს ქვეყანა. მთავრობა ძალიან სუსტი და უნიათოა. შესაბამისად, ხალხი ნელ-ნელა შემოტრიალდა. გარდა ამისა, ხელისუფლების რბილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ შედეგებს არ იძლევა და პირიქით საზიანოა. ახლა პროდასავლურმა ძალებმა გამოსვლები რომ დავიწყოთ, ეს კონტრპროდუქტიული იქნება.… აუცილებელია, სიტუაცია მომწიფდეს. ამას კი დრო სჭირდება. პირადად მე ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' ძალიან უცნაური დამოკიდებულება გამიჩნდა.

- სტატუსის დაწერის მერე გაგიჩნდათ ასეთი დამოკიდებულება?

- სამწუხაროდ, ასე მოხდა. სტრატეგიულად თუ ფილოსოფიურად ჩვენ ერთი და იმავე აზრის მატარებელი ხალხი ვართ. მეც მინდა, ქვეყანა ნატოში შევიდეს და მსურს, აქტიური და კვალიფიციური მთავრობა მყავდეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიღწევის მეთოდები სულ სხვა უნდა იყოს. პირველ რიგში, არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. არავითარი ვადამდელი არჩევნები არ გვჭირდება. რევოლუციების დრო ნამდვილად აღარაა. ეს ყველაფერი პირადად მე მომბეზრდა და მგონია, რომ ხალხსაც მოჰბეზრდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება