პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმღერებენ თუ არა ქართველები ოკუპანტის მიწაზე - "ახალი ტალღა" სკანდალის ახალი ტალღის მოლოდინში
იმღერებენ თუ არა ქართველები ოკუპანტის მიწაზე - "ახალი ტალღა" სკანდალის ახალი ტალღის მოლოდინში

მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის "ახა­ლი ტალ­ღის" გარ­შე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კურ­სია და მას­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის გამო ქარ­თვე­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ უნდა მი­ი­ღონ. თუმ­ცა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ყო­ველ წე­ლი­წადს იბ­რძვი­ან კონ­კურ­სზე მო­სახ­ვედ­რად. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ახა­ლი ტალ­ღა" წელს იურ­მა­ლას ნაც­ვლად სოჭ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კონ­კურსს უფრო მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი მი­ე­ცა. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, ეს ცვლი­ლე­ბა რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ქარ­თველ პრო­დუ­სე­რებ­ზე, რომ­ლებ­საც ყო­ველ წელს მიჰ­ყავთ კონ­კურ­სან­ტი იურ­მა­ლა­ზე.

ნატო დუმ­ბა­ძე:

- ხე­ლოვ­ნე­ბას და პო­ლი­ტი­კას ვან­სხვა­ვებ ერ­თმა­ნე­თის­გან და არ მინ­და პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი გახ­დეს შოუ-ბიზ­ნე­სი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია ისე­დაც ასეა უკვე, მე ეს სწო­რად არ მი­მაჩ­ნია. თუ ასეა, სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი რუ­სებს აქვთ შეს­ყი­დუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მა­ინ­ცდა­მა­ინც მუ­სი­კა­ზე რა­ტომ უნდა ვთქვათ უარი? თუ იქ­ნე­ბა მსურ­ვე­ლი და ჩემი სურ­ვი­ლიც იქ­ნე­ბა, ეს შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სია, რუ­სუ­ლი კონ­კურ­სი ხომ არ არის? ამე­რი­კე­ლიც ჩა­მო­დის, ბრა­ზი­ლი­ე­ლიც, ქარ­თვე­ლიც... თუ ასე შევ­ხე­დავთ, ამე­რი­კა და რუ­სე­თიც პო­ლი­ტი­კურ უთან­ხმო­ე­ბა­ში არი­ან და ეს გავ­ლე­ნას არ ახ­დენს შოუ-ბიზ­ნეს­ზე. მგო­ნი სა­სა­ცი­ლოც იქ­ნე­ბა, ამე­რი­კელს უთხრან, არ წახ­ვი­დე კონ­კურ­სზეო, ვერ გა­ი­გე­ბენ, უბ­რა­ლოდ.

მაია ყი­ფი­ა­ნი:

- თუ მო­ინ­დო­მა ვინ­მემ წას­ვლა, ამის გამო უარს არ ვე­ტყვი. სხვა, დიდ ბა­ზარ­ზე როცა უნდა მომ­ღე­რალს სცა­დოს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ქა­ლაქს რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? კონ­კურ­სი კონ­კურ­სია და იგი­ვე ხალ­ხი ატა­რებს. სოჭი ცუდი ქა­ლა­ქი არ არის ამ მხრივ. იურ­მა­ლას ყო­ველ­თვის ჰქონ­და პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, მაგ­რამ მა­ინც მი­დი­ოდ­ნენ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას აძ­ლევს მომ­ღე­რალს. რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა ვნა­ხე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ვარ­სკვლა­ვია სხვებ­თან შე­და­რე­ბით; ვო­კა­ლუ­რად არ ვამ­ბობ, ეტყო­ბა, რომ სკო­ლა აქვს გავ­ლი­ლი. შარ­შან ერ­თად ვი­ყა­ვით "იურ­მა­ლა­ზე" და ვიცი რამ­დე­ნი იშ­რო­მა. მი­მაჩ­ნია, რომ უარი არა­ვინ უნდა თქვას, პო­ლი­ტი­კა რომ ყო­ფი­ლი­ყო, შარ­შან პირ­ველ ად­გილს არა­ვინ მოგ­ვცემ­და. თუ ნი­ჭი­ე­რია ადა­მი­ა­ნი და მო­ინ­დო­მებს კონ­კურ­სზე გა­მოს­ვლას, რა თქმა უნდა, უარს არ ვე­ტყვი არც სოჭ­ში და არც სხვა ქა­ლაქ­ში სიმ­ღე­რა­ზე, ეს უდი­დე­სი მას­ტერ-კლა­სია, რო­მე­ლიც გა­მო­ად­გე­ბათ მო­მავ­ლის­თვის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

იმღერებენ თუ არა ქართველები ოკუპანტის მიწაზე - "ახალი ტალღა" სკანდალის ახალი ტალღის მოლოდინში

იმღერებენ თუ არა ქართველები ოკუპანტის მიწაზე - "ახალი ტალღა" სკანდალის ახალი ტალღის მოლოდინში

მუსიკალური კონკურსის "ახალი ტალღის" გარშემო საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ზოგი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური კონკურსია და მასში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამო ქართველებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. თუმცა ქართველი მომღერლები ყოველ წელიწადს იბრძვიან კონკურსზე მოსახვედრად. ცნობილი გახდა, რომ "ახალი ტალღა" წელს იურმალას ნაცვლად სოჭში ჩატარდება, ამ გადაწყვეტილებით კონკურსს უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი მიეცა. Ambebi.ge დაინტერესდა, ეს ცვლილება რა გავლენას მოახდენს ქართველ პროდუსერებზე, რომლებსაც ყოველ წელს მიჰყავთ კონკურსანტი იურმალაზე.

ნატო დუმბაძე:

- ხელოვნებას და პოლიტიკას ვანსხვავებ ერთმანეთისგან და არ მინდა პოლიტიზირებული გახდეს შოუ-ბიზნესი. რამდენიმე წელია ისედაც ასეა უკვე, მე ეს სწორად არ მიმაჩნია. თუ ასეა, სტრატეგიული ობიექტები რუსებს აქვთ შესყიდული საქართველოში და მაინცდამაინც მუსიკაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი? თუ იქნება მსურველი და ჩემი სურვილიც იქნება, ეს შემაფერხებელი არ იქნება ჩემთვის. ეს საერთაშორისო კონკურსია, რუსული კონკურსი ხომ არ არის? ამერიკელიც ჩამოდის, ბრაზილიელიც, ქართველიც... თუ ასე შევხედავთ, ამერიკა და რუსეთიც პოლიტიკურ უთანხმოებაში არიან და ეს გავლენას არ ახდენს შოუ-ბიზნესზე. მგონი სასაცილოც იქნება, ამერიკელს უთხრან, არ წახვიდე კონკურსზეო, ვერ გაიგებენ, უბრალოდ.

მაია ყიფიანი:

- თუ მოინდომა ვინმემ წასვლა, ამის გამო უარს არ ვეტყვი. სხვა, დიდ ბაზარზე როცა უნდა მომღერალს სცადოს თავისი შესაძლებლობები, ქალაქს რა მნიშვნელობა აქვს? კონკურსი კონკურსია და იგივე ხალხი ატარებს. სოჭი ცუდი ქალაქი არ არის ამ მხრივ. იურმალას ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ მაინც მიდიოდნენ შემსრულებლები. დიდ გამოცდილებას აძლევს მომღერალს. რამდენიმე გადაცემა ვნახე ნუცა ბუზალაძის მონაწილეობით და აბსოლუტურად განსხვავებულია, ვარსკვლავია სხვებთან შედარებით; ვოკალურად არ ვამბობ, ეტყობა, რომ სკოლა აქვს გავლილი. შარშან ერთად ვიყავით "იურმალაზე" და ვიცი რამდენი იშრომა. მიმაჩნია, რომ უარი არავინ უნდა თქვას, პოლიტიკა რომ ყოფილიყო, შარშან პირველ ადგილს არავინ მოგვცემდა. თუ ნიჭიერია ადამიანი და მოინდომებს კონკურსზე გამოსვლას, რა თქმა უნდა, უარს არ ვეტყვი არც სოჭში და არც სხვა ქალაქში სიმღერაზე, ეს უდიდესი მასტერ-კლასია, რომელიც გამოადგებათ მომავლისთვის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება