პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოვებს თუ არა ბერას იუმორისტთა ჯგუფი ხელფასის განახევრების მიზეზით?
ტოვებს თუ არა ბერას იუმორისტთა ჯგუფი ხელფასის განახევრების მიზეზით?

ორი დღეა, სხვა­დას­ხვა სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს "კო­მე­დი­შო­უ­დან" "GDS"-ზე წა­სუ­ლი იუ­მო­რის­ტე­ბი უკან, "რუს­თა­ვი 2"-ზე ბრუნ­დე­ბი­ან... ამ სა­კი­თხით ჩვენც და­ვინ­ტე­რეს­დით და ერთ-ერთ მათ­განს, "ბინა 18"-ის წამ­ყვანს, ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ანს (ფაქო) გა­ვე­სა­უბ­რეთ:

- გავ­რცელ­და ხმა, თით­ქოს, ვინც "კო­მე­დი­შო­უ­დან" თა­ვის დრო­ზე "GDS"-ზე (იუ­მო­რის­ტე­ბი) წახ­ვე­დით, შე­საძ­ლოა, უკან დბრუნ­დეთ, რად­გა­ნაც ხელ­ფა­სი გა­გი­ნა­ხევ­რდათ. მარ­თლია?

- მეც გა­ვი­გე ეს. სხვა­თა შო­რის, ვი­ღა­ცებ­მა სტა­ტი­აც და­წე­რეს, რო­მე­ლიც ვნა­ხე და ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა, რომ იქ ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი ფი­გუ­რი­რებ­და. არა­და, მის ავ­ტო­რებ­თან შე­ხე­ბაც არ მქო­ნია. ასეთ რა­ღა­ცებ­ზე არ ვბრაზ­დე­ბი ხოლ­მე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად გავ­ბრაზ­დი...

ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ღა­ცის მო­გო­ნი­ლი ზღა­პა­რია და ეს ორი დღეა, ალ­ბათ, ამ ზღაპ­რით იძი­ნებ­და... სხვა­თა შო­რის, ისიც თქვეს, თურ­მე ჩვენ იქ ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ. არა­და, ყო­ველ შა­ბათს, 9 სა­ათ­ზე, ჩვენს არხზე გა­დის ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­ცე­მა - "ბინა 18". უყუ­რონ მას და იმ ზღაპ­რე­ბით, რა­საც ავ­რცე­ლე­ბენ, ნუ­ღარ და­ი­ძი­ნე­ბენ. ეყო­ფათ იმით საზ­რდო­ო­ბა, ოდეს­ღაც ხომ უნდა გა­ი­ზარ­დონ?!

- "ბინა 18" ხმა­უ­რი­ა­ნი და სკან­და­ლუ­რი გა­და­ცე­მა კი გა­მო­გი­ვი­დათ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე გა­აც­ნო თავი მა­ყუ­რე­ბელს...

- თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი სულ ჰყავს და არც არას­დროს გვი­ფიქ­რია, ვინ­მეს­თვის მა­ყუ­რე­ბე­ლი წაგ­ვერ­თმია. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყო ისიც, რომ გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე არა­კო­მერ­ცი­ულ დროს, 9 სა­ათ­ზე და­წყე­ბუ­ლი­ყო და ადა­მი­ა­ნებს სა­ინ­ფორ­მა­ციო ზღაპ­რე­ბის­თვის კი არა, ჩვენ­თვის ეყუ­რე­ბი­ნათ და გა­ა­მარ­თლა.

- ანუ გავცე­ლე­ბუ­ლი აზრი, რომ არხი, სა­დაც ახლა მუ­შა­ობთ, უნდა და­ტო­ვოთ, არ არის სი­მარ­თლე, ხომ?

- ვი­მე­ო­რებ, ეს აშ­კა­რად ზღა­პა­რია!..

- არც ის არის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხელ­ფა­სე­ბი გა­გი­ნა­ხევ­რდათ?

- მხო­ლოდ ხელ­ფა­სი არ არის მთა­ვა­რი. ამის გარ­და, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს. ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ეტა­პი დგე­ბა, როცა უნდა გა­ი­ზარ­დო, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის და ყვე­ლაფ­რის ფუ­ლით შე­ფა­სე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მე ამას ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ბერა ჩემი ძმა­კა­ცია და მის გვერ­დით დავ­დე­ქი, როცა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ვდგა­ვარ და ვიდ­გე­ბი სულ.

- და­ვუშ­ვათ, დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­კი­თხი, - სა­ი­და­ნაც წა­მოხ­ვე­დით (ტე­ლე­ვი­ზი­ას ვგუ­ლისმობ), ისევ იქ დაბ­რუნ­დეთ. რას იზამ?

- არა მარ­ტო ჩემ­თვის, ბევ­რის­თვის ეს უკან­სვლას ნიშ­ნავს და ამას გა­მოვ­რი­ცხავ. ამა­ზე არც მი­ფიქ­რია, მა­გა­ზე ფიქ­რით დროს არ ვკარ­გავ. თან, არა მგო­ნია, იქ რბი­ლი ხა­ლი­ჩე­ბი და­მი­გონ (იცი­ნის) და ისე მი­მი­ღონ, - ესეც სი­მარ­თლეა!

- პირ­ვე­ლე­ბი იყა­ვით, ვინც იქდან წა­მოხ­ვე­დით... თუმ­ცა ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, როცა ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უკან ბრუნ­დე­ბი­ან ხოლ­მე.

- კი, ჩვე­ნი შემ­თხვე­ვა ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. იმ დრო­ის­თვის ჩვე­ნი ნა­ბი­ჯი სას­წა­უ­ლი "აფეთ­ქე­ბა" იყო, რა­საც ვინ აღარ გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ვინ აღარ გვდევ­ნი­და და რას აღარ ამ­ბობ­და...

- ბერა ივა­ნიშ­ვილს, ტე­ლე­ვი­ზი­ის პატ­რონს თუ მოს­წონს თქვე­ნი პრო­ექ­ტი?

- ამ გა­და­ცე­მის იდეა თა­ვად ბე­რას ეკუთ­ვნის. თა­ვი­დან­ვე გვი­თხრა ამის შე­სა­ხებ. იცო­და, რომ ასე­თი ფრან­გუ­ლი გა­და­ცე­მა არ­სე­ბობ­და, და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი სტი­ლის და იდე­ის დო­ნე­ზე გვი­თხრა, - ბი­ჭე­ბო, ხომ არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნაო... მერე მისი ეს ნათ­ქვა­მი თემო მჟა­ვი­ას გა­ახ­სენ­და. მოვ­ძებ­ნეთ ის გა­და­ცე­მა, და­ვუკ­ვირ­დით, მოგ­ვე­წო­ნა და - რა­ტო­მაც არა, გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- ბე­რას კო­რექ­ტი­ვე­ბი არ შე­უ­ტა­ნია?

- კო­რექ­ტი­ვე­ბი სულ იყო, მთე­ლი ტე­ლე­ვი­ზია ვერ­თვე­ბო­დით, რომ გა­და­ცე­მა კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო. იდე­ე­ბის გაც­ვლა მი­დი­ო­და და ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ უკე­თე­სი გა­მო­სუ­ლი­ყო.

- თუ, ვთქვათ, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წახ­ვე­დი, იქაც არ დაბ­რუნ­დი, სა­დაც აქამ­დე მუ­შა­ობ­დი, რა რე­ზერ­ვი გაქვს, იუ­მო­რის გარ­და, რა სფე­რო­ში შეძ­ლებ მუ­შა­ო­ბას?

- ერთი, რაც ვიცი, ვე­რას­დროს ვიქ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ფუ­ლის შოვ­ნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს არ შე­მიძ­ლია, ამას კი­დევ ცალ­კე ნიჭი სჭირ­დე­ბა, რაც მე არ მაქვს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ვეც­დე­ბი, ჩემი ნი­ჭით ამ ცხოვ­რე­ბა­ში თავი რო­გორ­მე გა­ვი­ტა­ნო. კი­დევ ძა­ლი­ან მინ­და, რომ მეტი რა­ღა­ცით გა­მო­ვად­გე ქვე­ყა­ნას. სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რა­ღაც სე­რი­ო­ზულ საქ­მე­ში, ავი­ღებ­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

- პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა ხომ არ გინ­და?

- არა, არა (იცი­ნის). სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბა ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა. შე­იძ­ლე­ბა შევ­ქმნა "ყვე­ლა­ზე იუ­მო­რის­ტუ­ლი პარ­ტია". ეს არის და ეს!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ტოვებს თუ არა ბერას იუმორისტთა ჯგუფი ხელფასის განახევრების მიზეზით?

ტოვებს თუ არა ბერას იუმორისტთა ჯგუფი ხელფასის განახევრების მიზეზით?

ორი დღეა, სხვადასხვა საიტის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს "კომედიშოუდან" "GDS"-ზე წასული იუმორისტები უკან, "რუსთავი 2"-ზე ბრუნდებიან... ამ საკითხით ჩვენც დავინტერესდით და ერთ-ერთ მათგანს, "ბინა 18"-ის წამყვანს, ლევან გოგორელიანს (ფაქო) გავესაუბრეთ:

- გავრცელდა ხმა, თითქოს, ვინც "კომედიშოუდან" თავის დროზე "GDS"-ზე (იუმორისტები) წახვედით, შესაძლოა, უკან დბრუნდეთ, რადგანაც ხელფასი გაგინახევრდათ. მართლია?

- მეც გავიგე ეს. სხვათა შორის, ვიღაცებმა სტატიაც დაწერეს, რომელიც ვნახე და ძალიან არ მომეწონა, რომ იქ ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებდა. არადა, მის ავტორებთან შეხებაც არ მქონია. ასეთ რაღაცებზე არ ვბრაზდები ხოლმე, მაგრამ ამჯერად გავბრაზდი...

ეს ყველაფერი ვიღაცის მოგონილი ზღაპარია და ეს ორი დღეა, ალბათ, ამ ზღაპრით იძინებდა... სხვათა შორის, ისიც თქვეს, თურმე ჩვენ იქ ვერაფერს ვაკეთებთ. არადა, ყოველ შაბათს, 9 საათზე, ჩვენს არხზე გადის ძალიან კარგი გადაცემა - "ბინა 18". უყურონ მას და იმ ზღაპრებით, რასაც ავრცელებენ, ნუღარ დაიძინებენ. ეყოფათ იმით საზრდოობა, ოდესღაც ხომ უნდა გაიზარდონ?!

- "ბინა 18" ხმაურიანი და სკანდალური გადაცემა კი გამოგივიდათ. ყოველ შემთხვევაში, ასე გააცნო თავი მაყურებელს...

- თავისი მაყურებელი სულ ჰყავს და არც არასდროს გვიფიქრია, ვინმესთვის მაყურებელი წაგვერთმია. მიზანმიმართული იყო ისიც, რომ გასართობი გადაცემებისთვის ყველაზე არაკომერციულ დროს, 9 საათზე დაწყებულიყო და ადამიანებს საინფორმაციო ზღაპრებისთვის კი არა, ჩვენთვის ეყურებინათ და გაამართლა.

- ანუ გავცელებული აზრი, რომ არხი, სადაც ახლა მუშაობთ, უნდა დატოვოთ, არ არის სიმართლე, ხომ?

- ვიმეორებ, ეს აშკარად ზღაპარია!..

- არც ის არის სწორი ინფორმაცია, რომ ხელფასები გაგინახევრდათ?

- მხოლოდ ხელფასი არ არის მთავარი. ამის გარდა, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დგება, როცა უნდა გაიზარდო, სხვანაირად არ გამოდის და ყველაფრის ფულით შეფასება არ შეიძლება. მე ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბერა ჩემი ძმაკაცია და მის გვერდით დავდექი, როცა საშუალება მომეცა, ვდგავარ და ვიდგები სულ.

- დავუშვათ, დღის წესრიგში დადგა საკითხი, - საიდანაც წამოხვედით (ტელევიზიას ვგულისმობ), ისევ იქ დაბრუნდეთ. რას იზამ?

- არა მარტო ჩემთვის, ბევრისთვის ეს უკანსვლას ნიშნავს და ამას გამოვრიცხავ. ამაზე არც მიფიქრია, მაგაზე ფიქრით დროს არ ვკარგავ. თან, არა მგონია, იქ რბილი ხალიჩები დამიგონ (იცინის) და ისე მიმიღონ, - ესეც სიმართლეა!

- პირველები იყავით, ვინც იქდან წამოხვედით... თუმცა ქართულ ტელევიზიებში არაერთი მაგალითი არსებობს, როცა ტელეწამყვანები, ჟურნალისტები უკან ბრუნდებიან ხოლმე.

- კი, ჩვენი შემთხვევა ყველასგან განსხვავებულია. იმ დროისთვის ჩვენი ნაბიჯი სასწაული ''აფეთქება'' იყო, რასაც ვინ აღარ გამოეხმაურა. ვინ აღარ გვდევნიდა და რას აღარ ამბობდა...

- ბერა ივანიშვილს, ტელევიზიის პატრონს თუ მოსწონს თქვენი პროექტი?

- ამ გადაცემის იდეა თავად ბერას ეკუთვნის. თავიდანვე გვითხრა ამის შესახებ. იცოდა, რომ ასეთი ფრანგული გადაცემა არსებობდა, დაახლოებით მსგავსი სტილის და იდეის დონეზე გვითხრა, - ბიჭებო, ხომ არ გაგვეკეთებინაო... მერე მისი ეს ნათქვამი თემო მჟავიას გაახსენდა. მოვძებნეთ ის გადაცემა, დავუკვირდით, მოგვეწონა და - რატომაც არა, გავაკეთოთ-მეთქი და წარმატებული აღმოჩნდა.

- ბერას კორექტივები არ შეუტანია?

- კორექტივები სულ იყო, მთელი ტელევიზია ვერთვებოდით, რომ გადაცემა კარგი გამოსულიყო. იდეების გაცვლა მიდიოდა და ყველაფერი იმისთვის, რომ უკეთესი გამოსულიყო.

- თუ, ვთქვათ, ტელევიზიიდან წახვედი, იქაც არ დაბრუნდი, სადაც აქამდე მუშაობდი, რა რეზერვი გაქვს, იუმორის გარდა, რა სფეროში შეძლებ მუშაობას?

- ერთი, რაც ვიცი, ვერასდროს ვიქნები ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფულის შოვნაზეა ორიენტირებული. ეს არ შემიძლია, ამას კიდევ ცალკე ნიჭი სჭირდება, რაც მე არ მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვეცდები, ჩემი ნიჭით ამ ცხოვრებაში თავი როგორმე გავიტანო. კიდევ ძალიან მინდა, რომ მეტი რაღაცით გამოვადგე ქვეყანას. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას რაღაც სერიოზულ საქმეში, ავიღებდი პასუხისმგებლობას.

- პოლიტიკაში წასვლა ხომ არ გინდა?

- არა, არა (იცინის). სასაცილო იქნება ჩემი პოლიტიკაში წასვლა. შეიძლება შევქმნა "ყველაზე იუმორისტული პარტია". ეს არის და ეს!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია