სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლანჩხუთის გამგებელი: "სულ არ მინდოდა პრემიის აღება. თუმცა, მაინც მომცეს"
ლანჩხუთის გამგებელი: "სულ არ მინდოდა პრემიის აღება. თუმცა, მაინც მომცეს"

გუ­რია იმ რე­გი­ო­ნებს შო­რის მოხ­ვდა, სა­დაც ბი­უ­ჯე­ტი ყვე­ლა­ზე კარ­გად აით­ვი­სეს - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მო­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გუ­ბერ­ნა­ტო­რებ­თან, მე­რებ­თან და გამ­გებ­ლებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე აღ­ნიშ­ნა. პრე­მი­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით ჩო­ხა­ტა­უ­რი­სა და ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­თაა კმა­ყო­ფი­ლი.

სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ "გუ­რია ნი­უს­თან" ოზურ­გე­თი­სა და ლან­ჩხუ­თის გამ­გებ­ლე­ბი.

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლის მე­რაბ ჭა­ნუყ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ბი­უ­ჯე­ტის 100%-იან შეს­რუ­ლე­ბა­ში ვერ მოხ­ვდა, მე­რია-ლა­ი­თუ­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დია, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბაც, გამ­გებ­ლის თქმით, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის გამო მოხ­და.

ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის შე­უს­რუ­ლე­ბელ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ასა­ხე­ლებს თან­ხის აუთ­ვი­სებ­ლო­ბის მი­ზე­ზად, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ზაზა ურუ­შა­ძეც. გა­მე­გე­ბე­ლი, გა­სულ წელს აღე­ბულ პრე­მი­ებ­ზეც სა­უბ­რობს. ურუ­შა­ძის თქმით, მან აღე­ბუ­ლი პრე­მია უსახ­ლკა­რო­ებს მო­ახ­მა­რა.

"სულ არ მინ­დო­და პრე­მი­ის აღე­ბა. როცა სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რი ამ­ზა­დებ­და დო­კუ­მენ­ტებს, გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ ჩემ­თვის არ მო­ე­ცათ, თუმ­ცა, მა­ინც მომ­ცეს. უბ­რა­ლოდ, ვუ­თხა­რი, რომ არ გა­მო­ე­წე­რათ და გა­მო­წე­რეს. მე მა­შინ თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი და ბრძა­ნე­ბას ხელი ჩემ­მა მო­ად­გი­ლემ მო­ა­წე­რა. აღე­ბუ­ლი პრე­მია უსახ­ლკა­რო­ებს მო­ვახ­მა­რე", - აღ­ნიშ­ნა ურუ­შა­ძემ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბას 2014 წელს გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლი აქვს 101 535 ლა­რის პრე­მია. აქე­დან 91 350 ლარი - იან­ვარ­ში, 8 875 ლარი - მარ­ტში, 500 ლარი - მა­ის­ში და 810 ლარი - ივ­ნის­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ლანჩხუთის გამგებელი: "სულ არ მინდოდა პრემიის აღება. თუმცა, მაინც მომცეს"

ლანჩხუთის გამგებელი: "სულ არ მინდოდა პრემიის აღება. თუმცა, მაინც მომცეს"

გურია იმ რეგიონებს შორის მოხვდა, სადაც ბიუჯეტი ყველაზე კარგად აითვისეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მონისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა. პრემიერი განსაკუთრებით ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მუშაობითაა კმაყოფილი.

სწორედ ამ შეხვედრის დეტალებზე საუბრობენ "გურია ნიუსთან" ოზურგეთისა და ლანჩხუთის გამგებლები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის 100%-იან შესრულებაში ვერ მოხვდა, მერია-ლაითურის დამაკავშირებელი ხიდია, რომლის მშენებლობის შეჩერებაც, გამგებლის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამო მოხდა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შეუსრულებელ ვალდებულებებს ასახელებს თანხის აუთვისებლობის მიზეზად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც. გამეგებელი, გასულ წელს აღებულ პრემიებზეც საუბრობს. ურუშაძის თქმით, მან აღებული პრემია უსახლკაროებს მოახმარა.

"სულ არ მინდოდა პრემიის აღება. როცა საფინანსო სამსახური ამზადებდა დოკუმენტებს, გავაფრთხილე, რომ ჩემთვის არ მოეცათ, თუმცა, მაინც მომცეს. უბრალოდ, ვუთხარი, რომ არ გამოეწერათ და გამოწერეს. მე მაშინ თბილისში ვიყავი და ბრძანებას ხელი ჩემმა მოადგილემ მოაწერა. აღებული პრემია უსახლკაროებს მოვახმარე", - აღნიშნა ურუშაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2014 წელს გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული აქვს 101 535 ლარის პრემია. აქედან 91 350 ლარი - იანვარში, 8 875 ლარი - მარტში, 500 ლარი - მაისში და 810 ლარი - ივნისში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა