სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გაჩეჩილაძე: "სცენაზე სისხლიც კი დავღვარე" - ჯაყოს მიერ მიტაცებული თანამედროვე მარგო
ნინო გაჩეჩილაძე: "სცენაზე სისხლიც კი დავღვარე" - ჯაყოს მიერ მიტაცებული თანამედროვე მარგო

"ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რია ბრძო­ლა, თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი მდგო­მა­რე­ო­ბას რომ და­ნებ­და, ასე არ უნდა მო­იქ­ცე. არას­დროს უნდა შე­წყვი­ტო ბრძო­ლა, რო­გო­რი ძლი­ე­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც არ უნდა გყავ­დეს," - მე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მელ­საც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში დად­გმულ ახალ სპექ­ტაკლში - "ჯაყო - ხვალ ომი იქ­ნე­ბა" მთა­ვა­რი როლი ერგო. ის მარ­გოა, თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვის მე­უღ­ლე.

სპექ­ტაკ­ლი ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­მა - სან­დრო ელოშ­ვილ­მა დად­გა და მი­მაჩ­ნია, რომ არ­ცთუ ური­გოდ. თე­მას ახ­ლე­ბუ­რად მი­უდ­გა, 90-გვერ­დი­ა­ნი პი­ე­სა ხე­ლახ­ლა თა­ვად და­წე­რა ისე, რომ არ გაჰ­ქ­ცე­ვია ნა­წარ­მო­ე­ბის დე­და­აზრს... მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა "ჯა­ყოს ხიზ­ნებ­ში" ხომ ერ­თმა­ნეთს - ფე­ო­და­ლუ­რი არის­ტოკ­რა­ტი­ის უკა­ნას­კნე­ლი ნა­ში­ე­რი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ეპო­ქის მიერ გა­რი­ყუ­ლი თა­ვა­დი - თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი და ბნე­ლი სუ­ლის, მტა­ცებ­ლუ­რი ენერ­გი­ით სავ­სე ჯაყო და­უ­პი­რის­პი­რა. თე­ი­მუ­რაზს, სუს­ტი ნე­ბის­ყო­ფის, გა­ნათ­ლე­ბულ ინ­ტე­ლი­გენტს, უზ­ნეო მო­უ­რავ­მა (ჯაყო) ხე­ლი­დან გა­მო­ა­ცა­ლა ქო­ნე­ბა, მშვე­ნი­ე­რი, საყ­ვა­რელ ცოლი - მარ­გო და ბო­ლოს სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დეც წა­არ­თვა... მწე­რალ­მა რო­მა­ნით გა­ნათ­ლე­ბულ უმოქ­მე­დო­ბას, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა და­უ­პი­რის­პი­რა და ორი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნია. ამ ყვე­ლა­ფერს არც რე­ჟი­სო­რი გა­ექ­ცა, თუმ­ცა მა­ყუ­რე­ბელს თემა თა­ვი­სე­ბუ­რად მი­ა­წო­და...

ჩვენ ერთ-ერთი მა­თა­ვა­რი რო­ლის (მარ­გო) შემ­სრუ­ლე­ბელს, ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- მძი­მე როლი გაქვს. თან, ასე­თი კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან პერ­სო­ნა­ჟის გა­სა­ხი­ე­რე­ბა ბევ­რის ხვედ­რი არ არის. რა რე­აქ­ცია გქონ­და, მარ­გოს როლი რომ შე­მოგ­თა­ვა­ზეს?

- რე­ჟი­სორ­მა რომ მი­თხრა, - მარ­გოს როლ­ზე და­გამ­ტკი­ცეო, - გა­მიკ­ვირ­და. "ჯა­ყო­ში" გა­ნა­წი­ლე­ბას სი­მარ­თლე გითრხათ, არ ვე­ლო­დი და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ამას­თან, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მო­მე­მა­ტა, რად­გა­ნაც მარ­გო არ არის ის როლი, რო­მელ­საც ყო­ველ მე­ო­რე დღეს სთა­ვა­ზო­ბენ და შე­სას­რუ­ლებ­ლა­დაც არ არის მარ­ტი­ვი.

არ ვიცი, თავი რო­გორ გა­ვარ­თვი ამო­ცა­ნას, რად­გა­ნაც ეს ზუს­ტად ისე­თი­ვე მარ­გო არ არის, რო­გო­რიც აქამ­დე გა­უ­სა­ხი­ე­რე­ბი­ათ...

- 30 წლის წინ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, არა?

- კი, მა­შინ დროც სხვა იყო და სპექ­ტაკ­ლიც სხვა­ნა­ი­რად და­იდ­გა. ჩვენ მა­ყუ­რე­ბელს ცოტა სხვაგ­ვა­რი ვერ­სია შევ­თა­ვა­ზეთ. სან­დროს (რე­ჟი­სო­რი) სურ­ვი­ლიც ასე­თი იყო, სპექ­ტაკ­ლი უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას მორ­გე­ბო­და, ამი­ტომ პა­რა­ლე­ლუ­რი ხა­ზე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა და მე­ტად პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ხა­და. რაც მთა­ვა­რია, პი­ე­სა თვი­თონ და­წე­რა, არა­ვინ მიხ­მა­რე­ბია. მას­ში შე­იძ­ლე­ბა ერთი-ორი დი­ა­ლო­გი იყოს ნა­წარ­მო­ე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი, რაც ჩემი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა იყო. კარ­გად კი წერს სან­დრო, მაგ­რამ იმის გამო, რომ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს დიდ პა­ტივს ვცემ, არ მინ­დო­და, რომ სცე­ნი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბით მე­სა­უბ­რა. ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე დი­ა­ლო­გი რო­მა­ნი­დან ამო­ი­ღო...

- სპექ­ტაკ­ლი მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­წო­ნა...

- კი, რა შე­ფა­სე­ბე­ბიც მო­ვის­მი­ნე (სულ სამი წარ­მოდ­გე­ნა ვი­თა­მა­შეთ), მხო­ლოდ და­დე­ბი­თი იყო. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ასე­თი შე­დეგს არ ვე­ლო­დი, რაც ამ სპექ­ტაკლმა გა­მო­ი­ღო და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე მოხ­და.

- თა­ვი­დან სკმოდ სკეპ­ტი­კუ­რად ვი­ყა­ვი მეც გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ შე­ძე­ლით ჩემი, რო­გორც მა­ყუ­რებ­ლის და­ჯე­რე­ბა და "აყ­ვა­ნა"...

- ვინც მო­ვი­და, ყვე­ლა ასე იყო გან­წყო­ბი­ლი. ისიც კი მი­თხრეს, - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ სპექ­ტაკ­ლის დად­გმა. თე­მურ ჩხე­ი­ძის "ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი" შე­დევ­რი იყო. რა უფ­ლე­ბით დგამს ახალ­გაზ­რა რე­ჟი­სო­რი მასო. სან­დროს ეს ნა­ბი­ჯი სი­თავ­ხე­დე­შიც კი ჩა­უთ­ვა­ლეს, მაგ­რამ იმას ჩა­ბღა­უ­ჭე­ბა, რომ ერთხელ უკვე იყო, გა­ა­მარ­თლა და არ ღირს მისი კი­დევ დად­გმა, არ არის სწო­რი, რად­გა­ნაც დრო გა­დის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იც­ვლე­ბა. გინ­და, რომ რა­ღა­ცე­ბი ახ­ლე­ბუ­რად და­ი­ნა­ხო. მა­ნაც ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამა­ვე სცე­ნა­ზე, 30 წლის წინ, უკვე იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და გე­ნი­ა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლი... კარ­გია, რომ მის­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღო.

- სპექ­ტაკლში მუ­სი­კაც დოზირე­ბუ­ლად და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად ჟღერს...

- მისი ავ­ტო­რი მიშა მდი­ნა­რა­ძეა, რო­მელ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი. მისი ნა­მუ­შე­ვა­რი თა­მა­შის დროს და­მეხ­მა­რა, ზუს­ტი ემო­ცია მო­აქვს. ასე­ვე ირაკ­ლი ავა­ლი­ან­ზე მინ­და, ვთქვა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვა­რია. ამ სპექ­ტაკ­ლამ­დე არ ვიც­ნობ­დი და სა­უ­კე­თე­სო დე­კო­რა­ცია შექ­მნა.

- კი, სცე­ნა­ზე რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მხო­ლოდ ის ნივ­თი თუ სა­გა­ნი დგას და მა­ინც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია იმ პე­რი­ო­დის გან­წყო­ბა...

- ქო­რე­ოგ­რა­ფი გია მარ­ღა­ნი­აა, რო­მელ­მაც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სპექ­ტაკ­ლის დად­გმა­ში.

- სპექ­ტაკ­ლი სამ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნია. ისე, ცოტა კი მე­დი­დე­ბა...

- პრე­მი­ე­რამ­დე უფრო მოზ­რდი­ლი იყო, რა­ღაც ეპი­ზო­დე­ბი, სცე­ნე­ბი ამო­ვი­ღეთ.

- პრე­მი­ე­რამ­დე, რო­გორც ვიცი, ყვე­ლა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად ღე­ლავ­დით...

- ისეთ ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვით, და­ძა­ბუ­ლე­ბი გახ­ლდით, რად­გან არ ვი­ცო­დით, რა შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და. მთელ დღე­ებს თე­ატ­რში ვა­ტა­რებ­დით...

- შენს პერ­სო­ნაჟს არ აკ­ლია და­ცინ­ვა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ცრემ­ლი, ცემა, თმით თრე­ვა, რა­საც დიდსუ­ლოვ­ნად იტან და უძ­ლებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ჯე­რებ­ლი იყოს. რე­ა­ლუ­რად რას გა­ნიც­დი იმ წუ­თებ­ში?

- ბოლო სცე­ნა­ში სოფ­ლის ქა­ლე­ბი მომ­მათ­რე­ვენ და მქო­ლა­ვენ... მარ­თლა მძი­მე სცე­ნაა. მათ, ვინც ამ როლს თა­მა­შო­ბენ (ლე­ვან წუ­ლა­ძის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან), რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვე­უბ­ნე­ბო­დი, - არ და­მინ­დოთ, ხე­ლის­კვრა არ მო­გე­რი­დოთ, თმა მომ­ქა­ჩეთ, ტან­საც­მე­ლიც შე­მო­მა­ხი­ეთ, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი უნდა იყოს-მეთ­ქი. ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტი არ მიყ­ვარს... მტკი­ვა, მაგ­რამ ეს არის სპექ­ტაკ­ლი და იქ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ...

- იმ­დე­ნად, რომ ერთ-ერთი დარ­ტყმის შემ­დეგ, ცხვი­რი­დან რე­ა­ლუ­რად სის­ხლიც კი წა­მო­გი­ვი­და...

- კი, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე სის­ხლიც დავღვა­რე (იღი­მის)... მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, თუ როლს დას­ჭირ­დე­ბა, ამის­თვის თავი არ უნდა და­ზო­გო. მტკი­ვა, მაგ­რამ მარ­გო­სა და თე­ი­მუ­რა­ზის­თვის და­ცინ­ვა ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თე­ი­მუ­რა­ზი უფრო დამ­ცი­რე­ბუ­ლია და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი, ბე­დის­გან მეტი და­ცინ­ვა ერგო, არა მგო­ნია, რომ მარ­გოს რამე და­აკ­ლდა. სა­მა­გი­ე­როდ, ის მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია...

- მარ­გო უნებ­ლიე მო­ღა­ლა­ტე აღ­მოჩ­ნდა...

- კი... ახლა რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ერთ-ერთ დღეს, პრე­მი­ე­რა­ზე, დარ­ტყმის შე­დე­გად ცხვი­რი­დან სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და, გე­ტყვით, რომ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რა­ღაც მოხ­და, მაგ­რამ სპექ­ტაკლში კარ­გად ჩაჯ­და...

- ბუ­ნებ­რი­ბი იყო... შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარტნი­ო­რე­ბი გყავს. ნიკა კუ­ჭა­ვა (თე­ი­მუ­რა­ზი) და ბექა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი (ჯაყო). და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სა­ხე­ე­ბი შემნეს. ად­ვი­ლია მათ გვერ­დით სცე­ნა­ზე დგომა?

- ორი­ვე ძა­ლი­ან კარ­გია. ორი­ვე მიყ­ვარს და ადა­მი­ა­ნუ­რად დიდი პა­ტივს ვცემ, რო­გორც პრო­ფე­სი­ის ერ­თგულ და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ებს. ნიკა კუ­ჭა­ვას პარტნი­ო­რი სცე­ნა­ზე აქამ­დე არ ვყო­ფილ­ვარ, ბე­ქას­თან ვთა­მა­შობ და ვიცი, რო­გო­რი პარტნი­ო­რიც არის. თი­თო­ე­უ­ლი მარ­თლა კარ­გი და ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლია. ზო­გი­ერ­თი ისე­თია, მთა­ვა­რია, თა­ვი­სი რეპ­ლი­კა თქვას და სხვა არც აინ­ტერ­სებს. ნიკა კი შენ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას ელო­დე­ბა და მერე გპა­სუ­ხობს. ვა­მა­ყობ ჩემი პარტნი­ო­რე­ბით.

- დღესდეო­ბით რა არის ამ ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბის სათ­ქმე­ლი სცე­ნი­დან?

- ამ სპექ­ტაკლში, ისე­ვე რო­გორც ნა­წარ­მო­ებ­ში, ყვე­ლას აქვს თა­ვის სი­მარ­თლე. ვე­რა­ვის გა­ამ­ტყუ­ნებ. თით­ქოს ვერც მარ­გოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქმრის მო­ღა­ლა­ტეა, ვერც ჯა­ყოს, - ასე­თია მისი ცხოვ­რე­ბის წესი. ის ვერ შე­იც­ვლე­ბა, მისი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ეს არის, - "ვინც ძლი­ე­რია, იმას ემორ­ჩი­ლე­ბა ყვე­ლა". ამას სპექ­ტაკლში ამ­ბობს კი­დეც. ვერც თე­ი­მუ­რაზს გა­ამ­ტყუ­ნებ იმი­ტომ, რომ ინ­ტე­ლი­გენ­ტია და იმ­დე­ნად კე­თილ­შო­ბი­ლი, რომ რა­საც თვი­თონ არ იკად­რებს, ჰგო­ნია, რომ იმას არც სხვა გა­ა­კე­თებს... ამი­ტო­მაც არ იჯე­რებს, რომ ჯაყო ასე­თი მო­ღა­ლა­ტეა, დამ­პყრო­ბე­ლი, მიმ­ტა­ცე­ბე­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რად უვარ­გი­სი ადა­მი­ა­ნი.

ტრა­გე­დი­აც იმა­შია, რომ ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი სი­მარ­თლე, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ არ­სე­ბობს, სხვა გაზა, გარ­და იმი­სა, რაც თი­თო­ე­ულ­მა აირ­ჩია. ზუს­ტად ამა­შია ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის ტრა­გიზ­მი. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­გოს, თით­ქოს­და მე­უღ­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, გა­დარ­ჩა კი­დეც, პარტნი­ო­რიც იპო­ვა, რო­მე­ლიც რო­გორც მა­მა­კა­ცი, აკ­მა­ყო­ფი­ლებს, სა­დღაც შე­უყ­ვარ­და კი­დეც, მაგ­რამ ამის არ მჯე­რა, - მას თე­ი­მუ­რა­ზი უყ­ვარს. თუმ­ცა ქა­ლის­თვის იმ­დე­ნად და­მამ­ცი­რე­ბე­ლია, რო­დე­საც მა­მა­კა­ცის გვერ­დით თავს ქა­ლად ვერ გრძნობს, რომ სა­ბო­ლო­ოდ ის მა­მა­კა­ცი ზი­ზღდე­ბა და სიბ­რა­ლუ­ლის გარ­და, მის მი­მართ, სხვა არა­ნა­ი­რი გრძნო­ბა არ რჩე­ბა. ისი­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან, რაც ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ამას­თან, სხვა რა­ღა­ცე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ბოლო ბოლო შვი­ლი თე­ი­მუ­რაზ­თან არ ეყო­ლა და ეყო­ლა ჯა­ყოს­თან. არა­და, თე­ი­მუ­რა­ზი ამას მარ­გოს ბერ­წო­ბას აბ­რა­ლებ­და...

- რო­გორ გგო­ნია, მარ­გოს ჰქონ­და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი?

- შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­და სხვა გა­მო­სა­ვა­ლიც, მა­გა­ლი­თად, ქმარ­თან ერ­თად, უცხო­ეთ­ში გაქ­ცე­ვა, - ბევ­რი მათი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის მსგავ­სად, ევ­რო­პა­ში ემიგ­რა­ცია...

მოკ­ლედ, ვი­საც თა­ვის შვე­ლა უნ­დო­და, სა­კუ­თა­რი თა­ვა­დო­ბის გა­დარ­ჩე­ნა, - ეს მო­ა­ხერ­ხა, მათ კი ასე­თი გზა აირ­ჩი­ეს...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნინო გაჩეჩილაძე: "სცენაზე სისხლიც კი დავღვარე" - ჯაყოს მიერ მიტაცებული თანამედროვე მარგო

ნინო გაჩეჩილაძე: "სცენაზე სისხლიც კი დავღვარე" - ჯაყოს მიერ მიტაცებული თანამედროვე მარგო

"ცხოვრებაში მთავარია ბრძოლა, თეიმურაზ ხევისთავი მდგომარეობას რომ დანებდა, ასე არ უნდა მოიქცე. არასდროს უნდა შეწყვიტო ბრძოლა, როგორი ძლიერი მოწინააღმდეგეც არ უნდა გყავდეს," - მეუბნება მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ ახალ სპექტაკლში - "ჯაყო - ხვალ ომი იქნება" მთავარი როლი ერგო. ის მარგოა, თეიმურაზ ხევისთავის მეუღლე.

სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორმა - სანდრო ელოშვილმა დადგა და მიმაჩნია, რომ არცთუ ურიგოდ. თემას ახლებურად მიუდგა, 90-გვერდიანი პიესა ხელახლა თავად დაწერა ისე, რომ არ გაჰქცევია ნაწარმოების დედააზრს... მიხეილ ჯავახიშვილმა "ჯაყოს ხიზნებში" ხომ ერთმანეთს - ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული თავადი - თეიმურაზ ხევისთავი და ბნელი სულის, მტაცებლური ენერგიით სავსე ჯაყო დაუპირისპირა. თეიმურაზს, სუსტი ნებისყოფის, განათლებულ ინტელიგენტს, უზნეო მოურავმა (ჯაყო) ხელიდან გამოაცალა ქონება, მშვენიერი, საყვარელ ცოლი - მარგო და ბოლოს სულიერი სიმშვიდეც წაართვა... მწერალმა რომანით განათლებულ უმოქმედობას, გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისთვის საშიშ მოვლენად მიიჩნია. ამ ყველაფერს არც რეჟისორი გაექცა, თუმცა მაყურებელს თემა თავისებურად მიაწოდა...

ჩვენ ერთ-ერთი მათავარი როლის (მარგო) შემსრულებელს, ნინო გაჩეჩილაძეს გავესაუბრეთ.

- მძიმე როლი გაქვს. თან, ასეთი კლასიკური ნაწარმოებიდან პერსონაჟის გასახიერება ბევრის ხვედრი არ არის. რა რეაქცია გქონდა, მარგოს როლი რომ შემოგთავაზეს?

- რეჟისორმა რომ მითხრა, - მარგოს როლზე დაგამტკიცეო, - გამიკვირდა. "ჯაყოში" განაწილებას სიმართლე გითრხათ, არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. ამასთან, პასუხისმგებლობაც მომემატა, რადგანაც მარგო არ არის ის როლი, რომელსაც ყოველ მეორე დღეს სთავაზობენ და შესასრულებლადაც არ არის მარტივი.

არ ვიცი, თავი როგორ გავართვი ამოცანას, რადგანაც ეს ზუსტად ისეთივე მარგო არ არის, როგორიც აქამდე გაუსახიერებიათ...

- 30 წლის წინ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, არა?

- კი, მაშინ დროც სხვა იყო და სპექტაკლიც სხვანაირად დაიდგა. ჩვენ მაყურებელს ცოტა სხვაგვარი ვერსია შევთავაზეთ. სანდროს (რეჟისორი) სურვილიც ასეთი იყო, სპექტაკლი უფრო თანამედროვეობას მორგებოდა, ამიტომ პარალელური ხაზები შემოიტანა და მეტად პოლიტიკური გახადა. რაც მთავარია, პიესა თვითონ დაწერა, არავინ მიხმარებია. მასში შეიძლება ერთი-ორი დიალოგი იყოს ნაწარმოებიდან ამოღებული, რაც ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო. კარგად კი წერს სანდრო, მაგრამ იმის გამო, რომ მიხეილ ჯავახიშვილს დიდ პატივს ვცემ, არ მინდოდა, რომ სცენიდან განსხვავებული ტექსტებით მესაუბრა. ამიტომ რამდენიმე დიალოგი რომანიდან ამოიღო...

- სპექტაკლი მაყურებელს მოეწონა...

- კი, რა შეფასებებიც მოვისმინე (სულ სამი წარმოდგენა ვითამაშეთ), მხოლოდ დადებითი იყო. ჩემდა გასაოცრად, ასეთი შედეგს არ ველოდი, რაც ამ სპექტაკლმა გამოიღო და ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა.

- თავიდან სკმოდ სკეპტიკურად ვიყავი მეც განწყობილი, მაგრამ შეძელით ჩემი, როგორც მაყურებლის დაჯერება და "აყვანა"...

- ვინც მოვიდა, ყველა ასე იყო განწყობილი. ისიც კი მითხრეს, - როგორ შეიძლება ამ სპექტაკლის დადგმა. თემურ ჩხეიძის "ჯაყოს ხიზნები" შედევრი იყო. რა უფლებით დგამს ახალგაზრა რეჟისორი მასო. სანდროს ეს ნაბიჯი სითავხედეშიც კი ჩაუთვალეს, მაგრამ იმას ჩაბღაუჭება, რომ ერთხელ უკვე იყო, გაამართლა და არ ღირს მისი კიდევ დადგმა, არ არის სწორი, რადგანაც დრო გადის, შეხედულებები იცვლება. გინდა, რომ რაღაცები ახლებურად დაინახო. მანაც ამიტომ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ამავე სცენაზე, 30 წლის წინ, უკვე იყო არაჩვეულებრივი და გენიალური სპექტაკლი... კარგია, რომ მისმა ნამუშევარმა დადებითი შეფასებები მიიღო.

- სპექტაკლში მუსიკაც დოზირებულად და გემოვნებიანად ჟღერს...

- მისი ავტორი მიშა მდინარაძეა, რომელმაც შესანიშნავად გააკეთა ყველაფერი. მისი ნამუშევარი თამაშის დროს დამეხმარა, ზუსტი ემოცია მოაქვს. ასევე ირაკლი ავალიანზე მინდა, ვთქვა. შესანიშნავი მხატვარია. ამ სპექტაკლამდე არ ვიცნობდი და საუკეთესო დეკორაცია შექმნა.

- კი, სცენაზე რაც აუცილებელია, მხოლოდ ის ნივთი თუ საგანი დგას და მაინც შენარჩუნებულია იმ პერიოდის განწყობა...

- ქორეოგრაფი გია მარღანიაა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სპექტაკლის დადგმაში.

- სპექტაკლი სამმოქმედებიანია. ისე, ცოტა კი მედიდება...

- პრემიერამდე უფრო მოზრდილი იყო, რაღაც ეპიზოდები, სცენები ამოვიღეთ.

- პრემიერამდე, როგორც ვიცი, ყველანი სერიოზულად ღელავდით...

- ისეთ ემოციებში ვიყავით, დაძაბულები გახლდით, რადგან არ ვიცოდით, რა შედეგი იქნებოდა. მთელ დღეებს თეატრში ვატარებდით...

- შენს პერსონაჟს არ აკლია დაცინვა, შეურაცხყოფა, ცრემლი, ცემა, თმით თრევა, რასაც დიდსულოვნად იტან და უძლებ, რომ ყველაფერი დამაჯერებლი იყოს. რეალურად რას განიცდი იმ წუთებში?

- ბოლო სცენაში სოფლის ქალები მომმათრევენ და მქოლავენ... მართლა მძიმე სცენაა. მათ, ვინც ამ როლს თამაშობენ (ლევან წულაძის სტუდენტები არიან), რეპეტიციებზე ვეუბნებოდი, - არ დამინდოთ, ხელისკვრა არ მოგერიდოთ, თმა მომქაჩეთ, ტანსაცმელიც შემომახიეთ, რადგანაც ყველაფერი დამაჯერებელი უნდა იყოს-მეთქი. ნახევარფაბრიკატი არ მიყვარს... მტკივა, მაგრამ ეს არის სპექტაკლი და იქ ყველაფრისთვის მზად ვარ...

- იმდენად, რომ ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ, ცხვირიდან რეალურად სისხლიც კი წამოგივიდა...

- კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სისხლიც დავღვარე (იღიმის)... მაგრამ ვიმეორებ, თუ როლს დასჭირდება, ამისთვის თავი არ უნდა დაზოგო. მტკივა, მაგრამ მარგოსა და თეიმურაზისთვის დაცინვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია... მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზი უფრო დამცირებულია და შეურაცხყოფილი, ბედისგან მეტი დაცინვა ერგო, არა მგონია, რომ მარგოს რამე დააკლდა. სამაგიეროდ, ის მოტყუებული ქალბატონია...

- მარგო უნებლიე მოღალატე აღმოჩნდა...

- კი... ახლა რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთ დღეს, პრემიერაზე, დარტყმის შედეგად ცხვირიდან სისხლი წამომივიდა,  გეტყვით, რომ გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა, მაგრამ სპექტაკლში კარგად ჩაჯდა...

- ბუნებრიბი იყო... შესანიშნავი პარტნიორები გყავს. ნიკა კუჭავა (თეიმურაზი) და ბექა გოდერძიშვილი (ჯაყო). დამაჯერებელი სახეები შემნეს. ადვილია მათ გვერდით სცენაზე დგომა?

- ორივე ძალიან კარგია. ორივე მიყვარს და ადამიანურად დიდი პატივს ვცემ, როგორც პროფესიის ერთგულ და შრომისმოყვარეებს. ნიკა კუჭავას პარტნიორი სცენაზე აქამდე არ ვყოფილვარ, ბექასთან ვთამაშობ და ვიცი, როგორი პარტნიორიც არის. თითოეული მართლა კარგი და ძალიან ორგანულია. ზოგიერთი ისეთია, მთავარია, თავისი რეპლიკა თქვას და სხვა არც აინტერსებს. ნიკა კი შენგან ინფორმაციას ელოდება და მერე გპასუხობს. ვამაყობ ჩემი პარტნიორებით.

- დღესდეობით რა არის ამ ახალი სპექტაკლის პერსონაჟების სათქმელი სცენიდან?

- ამ სპექტაკლში, ისევე როგორც ნაწარმოებში, ყველას აქვს თავის სიმართლე. ვერავის გაამტყუნებ. თითქოს ვერც მარგოს, მიუხედავად იმისა, რომ ქმრის მოღალატეა, ვერც ჯაყოს, - ასეთია მისი ცხოვრების წესი. ის ვერ შეიცვლება, მისი მსოფლმხედველობა ეს არის, - "ვინც ძლიერია, იმას ემორჩილება ყველა". ამას სპექტაკლში ამბობს კიდეც. ვერც თეიმურაზს გაამტყუნებ იმიტომ, რომ ინტელიგენტია და იმდენად კეთილშობილი, რომ რასაც თვითონ არ იკადრებს, ჰგონია, რომ იმას არც სხვა გააკეთებს... ამიტომაც არ იჯერებს, რომ ჯაყო ასეთი მოღალატეა, დამპყრობელი, მიმტაცებელი, ყველანაირად უვარგისი ადამიანი.

ტრაგედიაც იმაშია, რომ ყველას აქვს თავისი სიმართლე, რომელიც ერთმანეთს ეჯახება. აქედან გამომდინარე, არ არსებობს, სხვა გაზა, გარდა იმისა, რაც თითოეულმა აირჩია. ზუსტად ამაშია ამ პერსონაჟების ტრაგიზმი. რაც შეეხება მარგოს, თითქოსდა მეუღლეზე გაცილებით ძლიერია, გადარჩა კიდეც, პარტნიორიც იპოვა, რომელიც როგორც მამაკაცი, აკმაყოფილებს, სადღაც შეუყვარდა კიდეც, მაგრამ ამის არ მჯერა, - მას თეიმურაზი უყვარს. თუმცა ქალისთვის იმდენად დამამცირებელია, როდესაც მამაკაცის გვერდით თავს ქალად ვერ გრძნობს, რომ საბოლოოდ ის მამაკაცი ზიზღდება და სიბრალულის გარდა, მის მიმართ, სხვა არანაირი გრძნობა არ რჩება. ისინი მეგობრები არიან, რაც ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან, სხვა რაღაცებიც მნიშვნელოვანია.

ბოლო ბოლო შვილი თეიმურაზთან არ ეყოლა და ეყოლა ჯაყოსთან. არადა, თეიმურაზი ამას მარგოს ბერწობას აბრალებდა...

- როგორ გგონია, მარგოს ჰქონდა სხვა გამოსავალი?

- შეიძლება ჰქონდა სხვა გამოსავალიც, მაგალითად, ქმართან ერთად, უცხოეთში გაქცევა, - ბევრი მათი თანამემამულის მსგავსად, ევროპაში ემიგრაცია...

მოკლედ, ვისაც თავის შველა უნდოდა, საკუთარი თავადობის გადარჩენა, - ეს მოახერხა, მათ კი ასეთი გზა აირჩიეს...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება