ვალუტით მოვაჭრე, რომელსაც ზუგდიდში თავს დაესხნენ, სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

ვალუტით მოვაჭრე, რომელსაც ზუგდიდში თავს დაესხნენ, სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

ზუგდიდში ვალუტით მოვაჭრე გული მალაზონიას დაუდგენელი პირები ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ. დაზარალებული ზუგდიდის საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. საავადმყოფო "რესპუბლიკას" მორიგე ექიმის, თეა კვარაცხელიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია 19:02 საათზე ჩივილებით - ყლაპვის გაძნელება, წვის შეგრძნება სახის არეში, ცრემლდენა, რომელსაც უკავშირებს ქუჩაში დაყაჩაღების შედეგად შესხურებულ სითხეს სახის არეში. პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა ემერჯენსის განყოფილებაში. მიღებული ობიექტური პარამეტრების გათვალისწინებით, დიაგნოზი დაისვა, როგორც დაუზუსტებელი გაზის, ორთქლისა და კვამლის ტოქსიური ეფექტი", - განაცხადა თეა კვარაცხელიამ.

ექიმის თქმით, არასასიცოცხლო პარამეტრების გამო, საჭირო გახდა პაციენტის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა და შემდგომი მკურნალობის მიზნით მოთავსდა საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია