რბოლაში ავტოკატასტროფა არც ისე იშვიათობაა და სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ფატალურადაც მთავრდება, მაგრამ მოვლენამ, რომელიც Oris Rally-ზე მოხდა, მსოფლიო შეძრა. აღნიშნული რბოლის მსვლელობისას 31 წლის პილოტი ხოსე ლუმბრერასი ავარიის შემდეგ ავტომობილში ცოცხლად დაიწვა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ცეცხლმა სწრაფად მოიცვა მანქანა და იქ მისული საგანგებო სიტუაციების სამსახური უძლური აღმოჩნდა.
დაშავდა კიდევ ერთი მძღოლი კარლოს ისკარი. ის მალევე გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში და ამ დროისათვის მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
რაც შეეხება საშინელი ავარიის მიზეზს, მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, ხეს შეეჯახა და ავტომობილი აალდა. შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.