კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგთი" მონოპოლისტია და ყოველთვის კონიუნქტურიდან გამომდინარე მოქმედებს"
"მაგთი" მონოპოლისტია და ყოველთვის კონიუნქტურიდან გამომდინარე მოქმედებს"

სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს კი­დევ ერთხელ უწევთ Must carry-ს პრინ­ცი­პე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა და იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენ­ტი არ უნდა შე­იქ­მნას. ეს კი მას შემ­დეგ გახ­და სა­ჭი­რო, რაც "მაგ­თი­კომ­მა" უარი გა­ნა­ცხა­და, "მაგ­თი­სა­ტის" პა­კეტ­ში გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა "პა­ლიტ­რა TV". ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "მაგ­თი­კომ­მა" მი­ი­ღო იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ერთი მხრივ, თა­ვად "მაგ­თი­სა­ტის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი (გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლად, სა­დაც "მაგ­თის" მო­ნო­პო­ლი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს) ითხოვს "პა­ლიტ­რა TV"-ს პა­კეტ­ში გან­თავ­სე­ბას, მე­ო­რე მხრივ კი - ამას ავალ­დე­ბუ­ლებს Must carry-ს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მა.

"მაგ­თის" აუ­დი­ტო­რი­ის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სა და Must carry-ს პრინ­ცი­პის დაც­ვის­კენ უკვე მო­უ­წო­დეს "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ", პრე­სის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა და "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ლაშა ტუ­ღუშ­მა, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ "ინფო 9" და გა­ზეთ­მა "ახალ­მა თა­ო­ბამ" (ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას აპი­რე­ბენ სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი).

მათ შე­უ­ერ­თდა გა­ზე­თი "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბი". "გა­ზე­თი "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბი" მო­უ­წო­დებს "მაგ­თი­კო­მს" და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი რე­ა­ლუ­რად და­ი­ცავს Must carry-ს პრინ­ცი­პებს, არ ისარ­გებ­ლებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლო არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბით და პრობ­ლე­მას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მარ­ტი­ვად გა­დაჭ­რის, კერ­ძოდ, "პა­ლიტ­რა TV"-ს ჩარ­თავს "მაგ­თი­სა­ტის" ბა­დე­ში. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მე­დია-სექ­ტო­რი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დღის წეს­რიგ­ში უნდა დად­გეს და­მა­ტე­ბით იმ სა­ხის სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ის შე­მო­ღე­ბის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მა­უ­წყებ­ლო­ბის ტრან­ზიტ­ზე ავ­ტო­რი­ზე­ბულ პი­რებს (სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ებს) კა­ნო­ნის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბი­სა და ამა თუ იმ მა­უ­წყებ­ლის დის­კრი­მი­ნი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მო­უს­პობს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­ზე­თის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ზუ­რაბ კუ­კუ­ლა­ძის თქმით, ის და მისი კო­ლე­გე­ბი არა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბი­ან ისე­თი პრო­ცე­სე­ბის გა­მე­ო­რე­ბას, რო­გო­რიც 2012 წლამ­დე, Must carry-ს პრინ­ცი­პის და­კა­ნო­ნე­ბამ­დე იყო.

- ჩემ­თვის, რო­გორც მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, "პა­ლიტ­რა TV"-სა და "მაგ­თი­სა­ტის" და­ვა­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნი­უ­ან­სებს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, მე­დი­ის მა­უ­წყებ­ლო­ბა არ ფერ­ხდე­ბო­დეს. სხვა­თა შო­რის, ამ შემ­თხვე­ვამ 2012 წლის მოვ­ლე­ნე­ბი გა­მახ­სე­ნა, როცა კონ­კრე­ტულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს მა­უ­წყებ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნი­უ­ან­სე­ბი­თა და "ხვრე­ლე­ბით" უზღუ­დავ­დნენ. პი­რა­დად მე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უამ­რა­ვი ჩემი კო­ლე­გა, იგი­ვე პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას არა­სო­დეს შე­ვე­გუ­ე­ბით.

- ალ­ბათ, Must carry-ს პრინ­ცი­პი ერთხელ თუ და­ირ­ღვე­ვა, საკ­მა­ოდ ცუდი პრე­ცე­დენ­ტი შე­იქ­მნე­ბა.

- თუ ამ პრე­ცე­დენტს და­ვუშ­ვებთ, მძი­მე შე­დე­გამ­დე მი­ვალთ. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს თუ პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი არ და­ირ­ღვეს. გა­უ­გე­ბა­რია, რომ "მაგ­თი­სა­ტი" "პა­ლიტ­რა TV"-ს მა­უ­წყე­ლო­ბის გავ­რცე­ლე­ბას აფერ­ხებს, სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­მართ კი მსგავს პრე­ტენ­ზი­ებს არ გა­მო­ხა­ტავს. Must carry-ს პრინ­ცი­პის შეს­რუ­ლე­ბა კომ­პა­ნია "მაგ­თი­სა" თუ "მაგ­თი­სა­ტის" კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­ზე არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­უ­ზღუ­დოს. ვი­მე­ო­რებ, "პა­ლიტ­რა TV"-სად­მი "მაგ­თის" დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია და ის Must carry-ს მი­ზანს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

- "პა­ლიტ­რა TV"-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, "მაგ­თიმ" პა­კეტ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ის გან­თავ­სე­ბის­თვის თვე­ში 5000 დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა.

რა ფულს ითხოვს "მაგ­თი", რო­დე­საც მან უკვე მზა პრო­დუქ­ტი უნდა გა­ავ­რცე­ლოს?! ამა­ში ის, მო­სახ­ლე­ო­ბის­გან, სა­ა­ბო­ნენ­ტო გა­და­სა­ხა­დის სა­ხით ხომ იღებს შე­მო­სა­ვალს?! ეს იგი­ვეა, მა­ღა­ზი­ამ ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან მისი პრო­დუქ­ტის გავ­რცე­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით ფული რომ მო­ი­თხო­ვოს. ზო­გა­დად, მე "მაგ­თის" ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რად ვერ აღ­ვიქ­ვამ. ის მო­ნო­პო­ლის­ტია და ყო­ველ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებს. 2011 წელს, როცა გარ­კვე­ულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუფ­მა რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას მოს­თხო­ვა, რომ გა­ზეთ­თან "ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბი" არ ეთა­ნამ­შრომ­ლათ, "მაგ­თიმ" ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­წყვი­ტა. არა­და, მა­ნამ­დე პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მე მგო­ნი, ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"მაგთი" მონოპოლისტია და ყოველთვის კონიუნქტურიდან გამომდინარე მოქმედებს"

"მაგთი" მონოპოლისტია და ყოველთვის კონიუნქტურიდან გამომდინარე მოქმედებს"

საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ მედიასაშუალებებს კიდევ ერთხელ უწევთ Must carry-ს პრინციპების ადვოკატირება და იმაზე საუბარი, რომ სახიფათო პრეცედენტი არ უნდა შეიქმნას. ეს კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც "მაგთიკომმა" უარი განაცხადა, "მაგთისატის" პაკეტში განეთავსებინა "პალიტრა TV". ეს გადაწყვეტილება "მაგთიკომმა" მიიღო იმის მიუხედავად, რომ ერთი მხრივ, თავად "მაგთისატის" მომხმარებელი (განსაკუთრებით სოფლად, სადაც "მაგთის" მონოპოლიური მდგომარეობა აქვს) ითხოვს "პალიტრა TV"-ს პაკეტში განთავსებას, მეორე მხრივ კი - ამას ავალდებულებს Must carry-ს საკანონმდებლო ნორმა.

"მაგთის" აუდიტორიის ინტერესის გათვალისწინებისა და Must carry-ს პრინციპის დაცვისკენ უკვე მოუწოდეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", პრესის ასოციაციის ხელმძღვანელმა და "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, საინფორმაციო სააგენტომ "ინფო 9" და გაზეთმა "ახალმა თაობამ" (ჩვენი ინფორმაციით, განცხადების გაკეთებას აპირებენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მედიასაშუალებები).

მათ შეუერთდა გაზეთი "ბანკები და ფინანსები". "გაზეთი "ბანკები და ფინანსები" მოუწოდებს "მაგთიკომს" და იმედს გამოთქვამს, რომ ეს უკანასკნელი რეალურად დაიცავს Must carry-ს პრინციპებს, არ ისარგებლებს კანონმდებლობაში შესაძლო არსებული ხარვეზებით და პრობლემას უახლოეს მომავალში მარტივად გადაჭრის, კერძოდ, "პალიტრა TV"-ს ჩართავს "მაგთისატის" ბადეში. სხვა შემთხვევაში, მედია-სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დღის წესრიგში უნდა დადგეს დამატებით იმ სახის საკანონმდებლო რეგულაციის შემოღების საკითხი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო კომპანიებს) კანონის ინტერპრეტირებისა და ამა თუ იმ მაუწყებლის დისკრიმინირების საშუალებას მოუსპობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზეთის მთავარი რედაქტორის, ზურაბ კუკულაძის თქმით, ის და მისი კოლეგები არასოდეს შეეგუებიან ისეთი პროცესების გამეორებას, როგორიც 2012 წლამდე, Must carry-ს პრინციპის დაკანონებამდე იყო.

- ჩემთვის, როგორც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის, "პალიტრა TV"-სა და "მაგთისატის" დავაში საკანონმდებლო ნიუანსებს მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარია, მედიის მაუწყებლობა არ ფერხდებოდეს. სხვათა შორის, ამ შემთხვევამ 2012 წლის მოვლენები გამახსენა, როცა კონკრეტულ მედიასაშუალებებს მაუწყებლობას სხვადასხვა საკანონმდებლო ნიუანსებითა და "ხვრელებით" უზღუდავდნენ. პირადად მე და დარწმუნებული ვარ, უამრავი ჩემი კოლეგა, იგივე პროცესების განვითარებას არასოდეს შევეგუებით.

- ალბათ, Must carry-ს პრინციპი ერთხელ თუ დაირღვევა, საკმაოდ ცუდი პრეცედენტი შეიქმნება.

- თუ ამ პრეცედენტს დავუშვებთ, მძიმე შედეგამდე მივალთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში ბიზნეს თუ პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, მომხმარებლის უფლებები არ დაირღვეს. გაუგებარია, რომ "მაგთისატი" "პალიტრა TV"-ს მაუწყელობის გავრცელებას აფერხებს, სხვა მედიასაშუალებების მიმართ კი მსგავს პრეტენზიებს არ გამოხატავს. Must carry-ს პრინციპის შესრულება კომპანია "მაგთისა" თუ "მაგთისატის" კონკრეტული ხელმძღვანელის გუნება-განწყობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არავის აქვს უფლება, მოქალაქეს მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღება შეუზღუდოს. ვიმეორებ, "პალიტრა TV"-სადმი "მაგთის" დისკრიმინაციული დამოკიდებულება აბსოლუტურად გაუგებარია და ის Must carry-ს მიზანს ეწინააღმდეგება.

- "პალიტრა TV"-ს წარმომადგენლების განცხადებით, "მაგთიმ" პაკეტში ტელევიზიის განთავსებისთვის თვეში 5000 დოლარი მოითხოვა.

რა ფულს ითხოვს "მაგთი", როდესაც მან უკვე მზა პროდუქტი უნდა გაავრცელოს?! ამაში ის, მოსახლეობისგან, სააბონენტო გადასახადის სახით ხომ იღებს შემოსავალს?! ეს იგივეა, მაღაზიამ ღვინის მწარმოებელი კომპანიისგან მისი პროდუქტის გავრცელებისთვის დამატებით ფული რომ მოითხოვოს. ზოგადად, მე "მაგთის" ბიზნესპარტნიორად ვერ აღვიქვამ. ის მონოპოლისტია და ყოველთვის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მოქმედებს. 2011 წელს, როცა გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა რამდენიმე კომპანიას მოსთხოვა, რომ გაზეთთან "ბანკები და ფინანსები" არ ეთანამშრომლათ, "მაგთიმ" ჩვენთან თანამშრომლობა გაწყვიტა. არადა, მანამდე პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა. მე მგონი, ეს კონკრეტული შემთხვევა ბევრ რამეზე მეტყველებს.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია