პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სჯობს ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას უპირატესობა" - დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
"სჯობს ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას უპირატესობა" - დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­საც მივ­მარ­თავ, სჯობს ჩვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით და­ვა­ნა­ხოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უპი­რა­ტე­სო­ბა და ამით უკე­თე­სად მოხ­დე­ბა ვი­ღა­ცე­ე­ბის რა­და­რე­ბი­დან გაქ­რო­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა "მა­ესტროს ცხრი­ან­ში" გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ვინც ცდი­ლობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­აქ­როს გინდ ხელ­კე­ტით, გინდ კა­ნო­ნის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბით და გულ­ზე მჯი­ღის ცე­მით, ამით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს.

"ეს ხალ­ხი დღემ­დე მო­ვი­და, რო­გორც მო­ვი­და დიდ­წი­ლად იმი­ტომ, რომ მათ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა ძა­ლი­ან ხში­რად არას­წო­რად და­გეგ­მი­ლი და გათ­ვლი­ლი იყო. თუ ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხავთ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის – "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ან თუნ­დაც "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" გაქ­რო­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რად "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" ეს მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს. ამი­ტომ მივ­მარ­თავ ყვე­ლას, ვინც "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" გა­ნად­გუ­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, გა­აგ­რძე­ლეთ.

ეს არის პო­ლი­ტი­კის კა­ნო­ნი. თუ გინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის და­მარ­ცხე­ბა, ის არ უნდა აქ­ციო მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად, მას არ უნდა მი­ა­წე­რო იმის კე­თე­ბაც კი, რაც არც კი და­სიზ­მრე­ბია, რომ ყვე­ლა­ფერს ის აკონ­ტრო­ლებს, რომ ყოვ­ლის­შემ­ძლეა. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, ხალ­ხი გი­ყუ­რებს და ფიქ­რობს, კი მაგ­რამ, თუ ის არის ყოვ­ლის­შემ­ძლე, შენ­თან რა მინ­და, იმას­თან მივ­დი­ვარ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა პა­რა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ამ კონ­ტექ­სტში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა გა­ახ­სე­ნა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რა­და­რე­ბი­დან გაქ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა უმა­დუ­რი საქ­მეა.

"მე ჩემს კო­ლე­გას და მე­გო­ბარს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­საც მივ­მარ­თავ, სა­კუ­თარ თავ­საც მივ­მარ­თავ, ჯო­ბია ჩვენ ჩვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით მე­ტად და­ვა­ნა­ხოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა, ჩვე­ნი სის­წო­რე და სა­ჭი­რო­ე­ბა ამ ქვეყ­ნის­თვის და ამით უკე­თე­სად მოხ­დე­ბა ვი­ღა­ცე­ე­ბის გაქ­რო­ბაც, რა­და­რე­ბი­დან წას­ვლა და პრო­ცენ­ტე­ბის და­წე­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა არის მო­ცე­მუ­ლო­ბა – ის ვერ იმა­ტებს და ვერ იკ­ლებს ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რაც მეტ ადა­მი­ანს მოვ­წონ­ვარ მე, რაც მეტი ადა­მი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ჩვენ სწო­რი რე­ფორ­მა ჩა­ვა­ტა­რეთ ჯან­დაც­ვა­ში, ამა­ზე უკე­თე­სი წი­ნა­და­დე­ბე­ბი თუ გვექ­ნე­ბა, ჩვენს მიერ გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი გზე­ბი, მო­მა­ტე­ბუ­ლი პენ­სი­ე­ბი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი და მე­დია, აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი და ა.შ., _ ამის კე­თე­ბით მოხ­დე­ბა ის, რომ თუ წინა არ­ჩევ­ნებ­ზე მხარს გვი­ჭერ­და 57%, ახლა ბევ­რს და კარ­გს რომ გა­ვა­კე­თებ, კი­დევ და­მი­ჭერს მხარს 17% და ვის მო­აკ­ლდე­ბა ეს 17%? იმ ვი­ღა­ცას, ვისი რა­და­რი­დან გაქ­რო­ბა თუ და­სუს­ტე­ბაა ამო­ცა­ნა. თუ პი­რი­ქით იქ­ნე­ბა ეს ამ­ბა­ვი, მე ვი­ლა­პა­რა­კებ, რომ ახლა ამის და­სა­სუს­ტებ­ლად ვა­კე­თებ ამას და არა შენს გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ძვი­რა­ფა­სო მო­ქა­ლა­ქე, პრო­ცე­სი წავა პი­რუ­კუღ­მა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"სჯობს ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას უპირატესობა" - დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

"სჯობს ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას უპირატესობა" - დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, სჯობს ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას უპირატესობა და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების რადარებიდან გაქრობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა. მისივე თქმით, ვინც ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" გააქროს გინდ ხელკეტით, გინდ კანონის არასწორი გამოყენებით და გულზე მჯიღის ცემით, ამით "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ აძლიერებს.

"ეს ხალხი დღემდე მოვიდა, როგორც მოვიდა დიდწილად იმიტომ, რომ მათთან პოლიტიკური ბრძოლა ძალიან ხშირად არასწორად დაგეგმილი და გათვლილი იყო. თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის – "ნაციონალური მოძრაობის" ან თუნდაც "რესპუბლიკური პარტიის" გაქრობას, პოლიტიკურად "რესპუბლიკურ პარტიას" ეს მხოლოდ აძლიერებს. ამიტომ მივმართავ ყველას, ვინც "რესპუბლიკური პარტიის" განადგურებით არის დაკავებული, გააგრძელეთ.

ეს არის პოლიტიკის კანონი. თუ გინდა პოლიტიკური ოპონენტის დამარცხება, ის არ უნდა აქციო მნიშვნელოვან მოვლენად, მას არ უნდა მიაწერო იმის კეთებაც კი, რაც არც კი დასიზმრებია, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს, რომ ყოვლისშემძლეა. ბოლოსდაბოლოს, ხალხი გიყურებს და ფიქრობს, კი მაგრამ, თუ ის არის ყოვლისშემძლე, შენთან რა მინდა, იმასთან მივდივარ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა პარამენტის თავმჯდომარეს ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრის განცხადება გაახსენა, "ნაციონალური მოძრაობის" რადარებიდან გაქრობასთან დაკავშირებით, რაზეც უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში წინასწარმეტყველება უმადური საქმეა.

"მე ჩემს კოლეგას და მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, საკუთარ თავსაც მივმართავ, ჯობია ჩვენ ჩვენი გაკეთებული საქმეებით მეტად დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი უპირატესობა, ჩვენი სისწორე და საჭიროება ამ ქვეყნისთვის და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების გაქრობაც, რადარებიდან წასვლა და პროცენტების დაწევა. საქართველოს მოსახლეობა არის მოცემულობა – ის ვერ იმატებს და ვერ იკლებს ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე. რაც მეტ ადამიანს მოვწონვარ მე, რაც მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი რეფორმა ჩავატარეთ ჯანდაცვაში, ამაზე უკეთესი წინადადებები თუ გვექნება, ჩვენს მიერ გარემონტებული გზები, მომატებული პენსიები, გათავისუფლებული ბიზნესი და მედია, აშენებული შენობები და ა.შ., _ ამის კეთებით მოხდება ის, რომ თუ წინა არჩევნებზე მხარს გვიჭერდა 57%, ახლა ბევრს და კარგს რომ გავაკეთებ, კიდევ დამიჭერს მხარს 17% და ვის მოაკლდება ეს 17%? იმ ვიღაცას, ვისი რადარიდან გაქრობა თუ დასუსტებაა ამოცანა. თუ პირიქით იქნება ეს ამბავი, მე ვილაპარაკებ, რომ ახლა ამის დასასუსტებლად ვაკეთებ ამას და არა შენს გასაძლიერებლად, ძვირაფასო მოქალაქე, პროცესი წავა პირუკუღმა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა