პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალებს" "ფეისები" შემოეცალათ - ვინ უჭერს მხარს პარტიას 21 მარტის აქციისთვის
"ნაციონალებს" "ფეისები" შემოეცალათ - ვინ უჭერს მხარს პარტიას 21 მარტის აქციისთვის

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 21 მარ­ტის აქ­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სა­ჯა­როდ უჭერ­და მხარს, თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი პარ­ტი­ას წა­გე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­შორ­და...

Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, აპი­რე­ბენ თუ არა 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე წას­ვლას ისი­ნი, ვინც წი­ნათ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ღიად უჭერ­და მხარს. ბევ­რმა მათ­გან­მა უარი თქვა სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა­ზე და მი­ზე­ზე­ბიც არ და­ა­კონ­კრე­ტეს. ჩვენ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი მხარ­დამ­ჭე­რი გვე­სა­უბ­რა.

აჩი­კო გუ­ლე­და­ნი:

- ვა­პი­რებ აქ­ცი­ა­ზე წას­ვლას. ვი­ზი­ა­რებ აქ­ცი­ის პა­თოსს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის უნი­ა­თო და ამი­ტომ გა­მო­ვალ აქ­ცი­ა­ზე.

- რა არ მოგ­წონთ, რა­ტომ თვლით, რომ უნი­ა­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს?

- არ ვიცი, მა­გას ბევ­რი ფიქ­რი არ უნდა. მი­მარ­თუ­ლე­ბა არ არის დარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც საქ­მეს აკე­თე­ბენ. ქვე­ყა­ნას ყო­ველ­დღი­უ­რად ემა­ტე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმის­თვის ვართ, რომ სა­კუ­თა­რი აზრი გა­მოვ­ხა­ტოთ. მე პი­რა­დად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვუ­ყუ­რებ ყვე­ლა­ფერს. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზე­ბით უნდა მოხ­დეს ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა.

- ბევ­რი ამ­ბობს, რომ ეს არა ხალ­ხის, არა­მედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცი­აა...

- ეს უც­ნა­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ატა­რებს, ეს უკვე პრო­პა­გან­დის საქ­მეა. ბავ­შვებს ანა­ხეს ფილ­მი ბე­დუ­კა­ძის გმი­რო­ბებ­ზე, ჩემ­თვის მარ­ტი­ვია ყვე­ლა­ფე­რია, გვერ­ხე­ვა და მთა­ვა­რია ბო­ლომ­დე არ დაგ­ვერ­ხეს.

- მი­დი­ხართ 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე?

ალა­ნა გაგ­ლო­ე­ვა:

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, ფი­ზი­კუ­რად შევ­ძლებ თუ არა აქ­ცი­ა­ზე წას­ვლას, მაგ­რამ ისე, რა თქმა უნდა, ვუ­ერ­თდე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა მო­მიხ­დეს. სავ­სე­ბით ვი­ზი­ა­რებ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნას, რომ უნი­ა­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დად­გეს.

დუტა სხირტლა­ძე:

- არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ვარ ამ სა­კი­თხში. ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ და ჩემი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი:

- ყვე­ლა მი­ტინგზე ვივ­ლი. თუ თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ. არ მგო­ნია, ვინ­მეს მოს­წონ­დეს, რაც ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ან აზ­რზე მო­ვიდ­ნენ, ან რამე მო­ი­მოქ­მე­დონ. ყვე­ლას უნდა მი­ტინგზე წას­ვლა, იმ ხალ­ხსაც, ვინც "ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ო­და. ბე­დის ბორ­ბა­ლი ტრი­ა­ლებს...

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "მე მივ­დი­ვარ 21 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე, ალა­ლად, ღიად და თა­მა­მად... დაე, გა­ვი­კი­ცხო" - რა­ტომ უერ­თდე­ბა გელა და­ი­ა­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აქ­ცი­ას

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნაციონალებს" "ფეისები" შემოეცალათ - ვინ უჭერს მხარს პარტიას 21 მარტის აქციისთვის

"ნაციონალებს" "ფეისები" შემოეცალათ - ვინ უჭერს მხარს პარტიას 21 მარტის აქციისთვის

"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტის აქციისთვის ემზადება. "ნაციონალურ მოძრაობას" ქართულ შოუ-ბიზნესში უამრავი ადამიანი საჯაროდ უჭერდა მხარს, თუმცა ბევრი მათგანი პარტიას წაგებული არჩევნების შემდეგ ჩამოშორდა...

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, აპირებენ თუ არა 21 მარტის აქციაზე წასვლას ისინი, ვინც წინათ "ნაციონალებს" ღიად უჭერდა მხარს. ბევრმა მათგანმა უარი თქვა საკუთარი აზრის გამოხატვაზე და მიზეზებიც არ დააკონკრეტეს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ცნობილი მხარდამჭერი გვესაუბრა.

აჩიკო გულედანი:

- ვაპირებ აქციაზე წასვლას. ვიზიარებ აქციის პათოსს, რომ ხელისუფლება არის უნიათო და ამიტომ გამოვალ აქციაზე.

- რა არ მოგწონთ, რატომ თვლით, რომ უნიათო ხელისუფლება გვყავს?

- არ ვიცი, მაგას ბევრი ფიქრი არ უნდა. მიმართულება არ არის დარჩენილი, სადაც საქმეს აკეთებენ. ქვეყანას ყოველდღიურად ემატება პრობლემები. მოქალაქეები იმისთვის ვართ, რომ საკუთარი აზრი გამოვხატოთ. მე პირადად, პასუხისმგებლობით ვუყურებ ყველაფერს. დემოკრატიული გზებით უნდა მოხდეს ჩვენი პრობლემების დაფიქსირება.

- ბევრი ამბობს, რომ ეს არა ხალხის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა...

- ეს უცნაური შეხედულებაა. "ნაციონალური მოძრაობა" ატარებს, ეს უკვე პროპაგანდის საქმეა. ბავშვებს ანახეს ფილმი ბედუკაძის გმირობებზე, ჩემთვის მარტივია ყველაფერია, გვერხევა და მთავარია ბოლომდე არ დაგვერხეს.

- მიდიხართ 21 მარტის აქციაზე?

ალანა გაგლოევა:

- დარწმუნებული არ ვარ, ფიზიკურად შევძლებ თუ არა აქციაზე წასვლას, მაგრამ ისე, რა თქმა უნდა, ვუერთდები. შეიძლება ქალაქიდან გასვლა მომიხდეს. სავსებით ვიზიარებ აქციის ორგანიზატორების მოთხოვნას, რომ უნიათო ხელისუფლება გადადგეს.

დუტა სხირტლაძე:

- არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში. ტელევიზიის თანამშრომელი ვარ და ჩემი მიკერძოებული ქმედებები არ შეიძლება.

ნინა წკრიალაშვილი:

- ყველა მიტინგზე ვივლი. თუ თბილისში ვიქნები, აუცილებლად წავალ. არ მგონია, ვინმეს მოსწონდეს, რაც ხდება საქართველოში. ან აზრზე მოვიდნენ, ან რამე მოიმოქმედონ. ყველას უნდა მიტინგზე წასვლა, იმ ხალხსაც, ვინც "ოცნების" აქციებზე დადიოდა. ბედის ბორბალი ტრიალებს...

ასევე დაგაინტერესებთ| "მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო" - რატომ უერთდება გელა დაიაური "ნაციონალების" აქციას

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია