პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაპოვნია უნიკალური არტეფაქტები - გრაკლიანის აღმოჩენები ისტორიას შეცვლის
ნაპოვნია უნიკალური არტეფაქტები - გრაკლიანის აღმოჩენები ისტორიას შეცვლის

2007 წელს თბი­ლი­სი-სე­ნა­კის გზატ­კეც­ილზე, იგო­ე­თის მო­ნაკ­ვეთ­ში, გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­სას არ­ქე­ო­ლო­გებ­მა უნი­კა­ლურ მა­სა­ლებს მი­აკ­ვლი­ეს. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­პო­ვეს 35 ათა­სი ექ­სპო­ნა­ტი. ნა­პოვ­ნია ძვ. წ. VIII-I სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ო­დის ასო­ბით სა­მარ­ხი და ნა­სახ­ლა­რი, თი­ხის ჭურ­ჭე­ლი და ბრინ­ჯა­ოს, რკი­ნის, ვერ­ცხლი­სა და ოქ­როს ნივ­თე­ბი, საყო­­ფა­ცხოვ­რე­ბო და საბ­რძო­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ია­რა­ღე­ბი და სამ­კა­უ­ლე­ბი. მო­ნა­პო­ვარ­თა შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძვ. წ. IV სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ოქ­რო­სა და ბრინ­ჯა­ოს დის­კო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლის გან­მარ­ტე­ბით, ადას­ტუ­რებს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სა­მი­ა­თას­წლო­ვან ის­ტო­რი­ას.

უცხო­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გრაკ­ლი­ა­ნის არ­ტე­ფაქ­ტე­ბი უნი­კა­ლუ­რია. ამი­ტო­მაც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვაა, გრაკ­ლი­ა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგლს მთავ­რო­ბამ ეროვ­ნუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი ერთ-ერთი მო­ნაკ­ვე­თის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვას უშუ­ა­ლოდ და­ეს­წრო და რამ­დე­ნი­მე აღ­მო­ჩე­ნის მოწ­მეც გახ­და. ერთ-ერთ სა­მარხში ბრინ­ჯა­ოს სა­მა­ჯუ­რი გა­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ო­რე სამა­რხში ვერ­ცხლის სა­ყუ­რეს გა­და­ა­ცა­ლეს მიწა. თა­ვის ქა­ლას თით­ქმის უკ­ლებ­ლივ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს კბი­ლე­ბი. ვერ­ცხლის სა­ყუ­რე კი ემ­ბრი­ო­ნის ფორ­მა­ში გაქ­ვა­ვე­ბულ ნეშტს ყუ­რი­დან სა­ხე­ზე გა­და­ვარ­დნო­და.­ სა­მარ­ხი ქა­ლის იყო. იქვე და­ე­საფ­ლა­ვე­ბი­ნათ­ კაცი და ცხე­ნი. ერთ-ერთ სა­მა­რე­ში ულა­მა­ზე­სი მცე­ნა­რე­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით შემ­კუ­ლი ოქ­როს პა­ტა­რა დის­კო აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი: "ეს არის 2400 წლის ნივ­თი, ინ­სიგ­ნია, მფლო­ბე­ლის სო­ცია­ლური სტა­ტუ­სის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი. ოქ­როს დის­კო აქ­ვეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ანუ მა­შინ­დე­ლი საზო­გა­დო­ე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობ­და ბრინ­ჯა­ო­ზე ოქ­როს გა­დაკ­ვრის ტექ­ნო­ლო­გი­ას, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ორ­ნა­მენ­ტუ­ლი მო­ხატ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. ეს ტრა­დი­ცია ძვ. წ. XVI სა­უ­კუ­ნი­დან მო­დის, ად­რინ­დე­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის არ ყო­ფი­ლა. მისი მფლო­ბე­ლი,­ 60 წლის მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი პირი იყო, ჰქონ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა.

გრაკ­ლი­ან­ში, კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდა იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ბეჭ­და­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ მესო­პო­ტა­მი­ა­ში,­ ურუქ­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს იშ­ვი­ა­თი ექ­სპონ­ატე­ბი მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი რან­გის მუ­ზე­უ­მებს _ ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­სა და ლუვრს ამ­შვე­ნებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ნაპოვნია უნიკალური არტეფაქტები - გრაკლიანის აღმოჩენები ისტორიას შეცვლის

ნაპოვნია უნიკალური არტეფაქტები - გრაკლიანის აღმოჩენები ისტორიას შეცვლის

2007 წელს თბილისი-სენაკის გზატკეც­ილზე, იგოეთის მონაკვეთში, გრაკლიანის გორაზე ავტობანის მშენებლობისას არქეოლოგებმა უნიკალურ მასალებს მიაკვლიეს. ორი თვის განმავლობაში მოიპოვეს 35 ათასი ექსპონატი. ნაპოვნია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების პერიოდის ასობით სამარხი და ნასახლარი, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყო­­ფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები. მონაპოვართა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წ. IV საუკუნით დათარი­ღებული ოქროსა და ბრინჯაოს დისკოები, რომლებიც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, ადასტურებს ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიას.

უცხოური სამეცნიერო წრეებიც აღნიშნავენ, რომ გრაკლიანის არტეფაქტები უნიკალურია. ამიტომაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს მთავრობამ ეროვნულის სტატუსი მიანიჭოს.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ერთ-ერთი მონაკვეთის არქეოლოგიურ კვლევას უშუალოდ დაესწრო და რამდენიმე აღმოჩენის მოწმეც გახდა. ერთ-ერთ სამარხში ბრინჯაოს სამაჯური გამოჩნდა, მოგვიანებით მეორე სამა­რხში ვერცხლის საყურეს გადააცალეს მიწა. თავის ქალას თითქმის უკლებლივ შენარჩუნებული აქვს კბილები. ვერცხლის საყურე კი ემბრიონის ფორმაში გაქვავებულ ნეშტს ყურიდან სახეზე გადავარდნოდა.­ სამარხი ქალის იყო. იქვე დაესაფლავებინათ­ კაცი და ცხენი. ერთ-ერთ სამარეში ულამაზესი მცენარეული ორნამენტებით შემკული ოქროს პატარა დისკო აღმოაჩინეს.

ვახტანგ ლიჩელი: "ეს არის 2400 წლის ნივთი, ინსიგნია, მფლობელის სოცია­ლური სტატუსის მანიშნებელი. ოქროს დისკო აქვეა დამზადებული, ანუ მაშინდელი საზო­გადოება შესანიშნავად ფლობდა ბრინჯაოზე ოქროს გადაკვრის ტექნოლოგიას, რომ აღარაფერი ვთქვათ ორნამენტული მოხატვის ხელოვნებაზე. ეს ტრადიცია ძვ. წ. XVI საუკუნიდან მოდის, ადრინდელი ექსპონატები ასეთი მაღალი დონის არ ყოფილა. მისი მფლობელი,­ 60 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, წარჩინებული პირი იყო, ჰქონდა ადმინისტრაციული თანამდებობა.

გრაკლიანში, კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესო­პოტამიაში,­ ურუქშია დამზადებული. ეს იშვიათი ექსპონ­ატები მხოლოდ უმაღლესი რანგის მუზეუმებს _ ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმსა და ლუვრს ამშვენებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს