სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახლი, რომელიც ფილარმონიის მშენებლობას შეეწირა
სახლი, რომელიც ფილარმონიის მშენებლობას შეეწირა

XX სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის ბო­ლოს თბი­ლის­ში დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კი­თხი წა­მო­იჭ­რა. ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი­სა და სპორ­ტის სა­სახ­ლის დარ­ბა­ზე­ბი ვე­ღარ იტევ­და ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ მა­ყუ­რე­ბელს.

არც მათი სცე­ნე­ბი იყო კონ­ცერ­ტის­თვის სა­თა­ნა­დოდ მო­წყო­ბი­ლი და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ამი­ტომ სა­ჭი­რო გახ­და რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი, ისე ეთი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­ნო­ბის აგე­ბა და ამ მას­შტა­ბუ­რი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რო­ბა ივა­ნე ჩხენ­კე­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა...

თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, დღეს ასე ჰქვია ამ შე­ნო­ბას, მაგ­რამ ყვე­ლა ისევ "ძვე­ლე­ბუ­რად" მო­იხ­სე­ნი­ებს- ფი­ლარ­მო­ნია. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ფი­ლარ­მო­ნია სა­კონ­ცერ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბაა. XIX სა­უ­კუ­ნე­ში ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქა­ლა­ქებ­ში შე­იქ­მნა ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­პა­გან­დას უწევ­დნენ სიმ­ფო­ნი­ურ მუ­სი­კას.

XX სა­უ­კუ­ნე­ში ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი ფარ­თოდ გავ­რცელ­და, ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ ქვეყ­ნებ­სა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში- სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად იქ­ცნენ. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ფი­ლარ­მო­ნი­ის მი­ზა­ნი იყო მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის, ცალ­კე­ულ შემ­სრუ­ლე­ბელ­თა სა­ესტრა­დო ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. პირ­ვე­ლი ფი­ლარ­მო­ნი­ე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და პეტ­როგ­რადსა და მოს­კოვ­ში 1921-1922 წლებ­ში. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში სულ 140-მდე ფი­ლარ­მო­ნია იყო, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა 1905 წელს შე­იქ­მნა.

ახლა კვლავ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზს მი­ვუბ­რუნ­დეთ. ის ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ად­გი­ლას უნდა აე­გოთ, რომ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და ად­ვი­ლად მი­სად­გო­მი ყო­ფი­ლი­ყო თბი­ლი­სის ყვე­ლა უბ­ნი­სათ­ვის. იმ დროს ლე­ნი­ნი­სა (ახ­ლან­დე­ლი კოს­ტა­ვას ქუჩა) და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე ერთი ქონ­გუ­რე­ბი­ა­ნი, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რის მსგავ­სი გრძე­ლი, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, 1928 წელს აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი იდგა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

სახლი, რომელიც ფილარმონიის მშენებლობას შეეწირა

სახლი, რომელიც ფილარმონიის მშენებლობას შეეწირა

XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს თბილისში დიდი საკონცერტო დარბაზის აუცილებლობის საკითხი წამოიჭრა. ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სპორტის სასახლის დარბაზები ვეღარ იტევდა ამა თუ იმ ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს.

არც მათი სცენები იყო კონცერტისთვის სათანადოდ მოწყობილი და გაფორმებული, ამიტომ საჭირო გახდა როგორც ტექნიკური, ისე ეთიკური თვალსაზრისით თანამედროვე სტანდარტების შენობის აგება და ამ მასშტაბური მშენებლობის პროექტის ავტორობა ივანე ჩხენკელის სახელს უკავშირდება...

თბილისის საკონცერტო დარბაზი, დღეს ასე ჰქვია ამ შენობას, მაგრამ ყველა ისევ ''ძველებურად'' მოიხსენიებს- ფილარმონია. ზოგიერთ ქვეყანაში ფილარმონია საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდებაა. XIX საუკუნეში ევროპისა და ამერიკის ქალაქებში შეიქმნა ფილარმონიული საზოგადოებები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სიმფონიურ მუსიკას.

XX საუკუნეში ასეთი საზოგადოებები ფართოდ გავრცელდა, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირში- სახელმწიფო ორგანიზაციებად იქცნენ. საბჭოთა კავშირში ფილარმონიის მიზანი იყო მუსიკალური ნაწარმოებების, ცალკეულ შემსრულებელთა საესტრადო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია. პირველი ფილარმონიები ჩამოყალიბდა პეტროგრადსა და მოსკოვში 1921-1922 წლებში. საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სულ 140-მდე ფილარმონია იყო, ხოლო საქართველოში ფილარმონიული საზოგადოება 1905 წელს შეიქმნა.

ახლა კვლავ საკონცერტო დარბაზს მივუბრუნდეთ. ის ქალაქის ცენტრალურ ადგილას უნდა აეგოთ, რომ მოსახერხებელი და ადვილად მისადგომი ყოფილიყო თბილისის ყველა უბნისათვის. იმ დროს ლენინისა (ახლანდელი კოსტავას ქუჩა) და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ერთი ქონგურებიანი, ძველი ქართული ციხესიმაგრის მსგავსი გრძელი, სამსართულიანი, 1928 წელს აშენებული სახლი იდგა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია