კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლიანი ცრემლებით იტირებთ!" - ლადო სადღობელაშვილის კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" გამოქვეყნებულ აუდიომასალაზე
"სისხლიანი ცრემლებით იტირებთ!" - ლადო სადღობელაშვილის კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" გამოქვეყნებულ აუდიომასალაზე

"თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბის" ლი­დე­რი ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ აუ­დი­ო­მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას და დაც­ვის გა­მო­ყო­ფას ითხოვს.

ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში უარ­ყოფს, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უფ­როს ზუ­ზა­ძეს ესა­უბ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ არც იცის, ვინ არის სა­გა­მო­ძი­ე­ბოს უფ­რო­სი.

მი­სი­ვე თქმით, აუ­დიო მა­სა­ლა სამი ეპი­ზო­დის­გან შედ­გე­ბა და პირ­ველ­ში ის ესა­უბ­რე­ბა პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელს, რო­მელ­მაც და­ა­კა­ვა; მე­ო­რე ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სის შე­ღებ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი – მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბულ მე­გო­ბარ გი­ორ­გი მუ­ხი­გუ­ლაშ­ვილს, ხოლო მე­სა­მე ფრაგ­მენ­ტი გა­წყვე­ტი­ლია.

"ვამ­ბობ, რომ ჩემი არ­სე­ბო­ბა უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, რომ­ლის­თვი­საც ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბა" არის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ზე დიდ საქ­მეს, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" ბრძო­ლა ჰქვია. ასე, რომ ბო­ლომ­დე გა­მო­აქ­ვეყ­ნონ ჩა­ნა­წე­რი", - გა­ნა­ცხა­და სა­დღო­ბე­ლაშ­ვილ­მა.

ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს, აუ­ცი­ლებ­ლად აღიძ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე, ვი­ნა­ი­დან მოხ­და მისი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის, მი­სა­მარ­თის გაჟ­ღე­რე­ბა.

"ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა, მო­მად­გეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ვი­ღა­ცა შე­რე­კი­ლი ტიპი, რო­მელ­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა ჩემი აფეთ­ქე­ბა და მერე ვის და­ე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს? მო­ვი­თხოვ, სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­მი­ყოს პი­რა­დი დაც­ვა, იმი­ტომ რომ ამ აუ­დი­ო­მა­სა­ლის შემ­დეგ ჩემს სი­ცო­ცხლეს ემუქ­რე­ბა საფრ­თხე", - გა­ნა­ცხა­და ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მოხ­ვდა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­ში.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მინ­და ვთქვა, რომ ახლა იწყე­ბა არ და­ვი­წყე­ბა. ასე­თი საქ­ცი­ე­ლით ვერც მე და ვერც "თა­ვი­სუ­ფალ თა­ო­ბას " ვერ შეგ­ვა­ში­ნებთ. თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი ბუ­მე­რან­გი­ვით უკან და­გიბ­რუნ­დე­ბათ, რაც გარ­წმუ­ნებთ თქვენ­თვის ისე­თი მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რომ სის­ხლის­ნი ცრემ­ლე­ბით იტი­რებთ!", - აცხა­დებს სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა დღეს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა,სა­დაც, მი­სი­ვე თქმით, ლადი სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი აქ­ცი­ე­ბის და­გეგ­მვის შე­სა­ხებ შსს-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს ესა­უბ­რე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე: "მომ­დევ­ნო კვი­რა ჩა­ი­ნიშ­ნე! ჩემი გამ­ჩე­რე­ბე­ლი ვინ არის?" - ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ას აქ­ცი­ე­ბის გრა­ფიკს უთან­ხმებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სისხლიანი ცრემლებით იტირებთ!" - ლადო სადღობელაშვილის კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" გამოქვეყნებულ აუდიომასალაზე

"სისხლიანი ცრემლებით იტირებთ!" - ლადო სადღობელაშვილის კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" გამოქვეყნებულ აუდიომასალაზე

"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აუდიომასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დაცვის გამოყოფას ითხოვს.

ლადო სადღობელაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში უარყოფს, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერში საგამოძიებო ნაწილის უფროს ზუზაძეს ესაუბრება და აცხადებს, რომ არც იცის, ვინ არის საგამოძიებოს უფროსი.

მისივე თქმით, აუდიო მასალა სამი ეპიზოდისგან შედგება და პირველში ის ესაუბრება პატრულის თანამშრომელს, რომელმაც დააკავა; მეორე ნაწილში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შეღებვაზეა საუბარი – მასთან ერთად დაკავებულ მეგობარ გიორგი მუხიგულაშვილს, ხოლო მესამე ფრაგმენტი გაწყვეტილია.

"ვამბობ, რომ ჩემი არსებობა უკვე შეთანხმებულია საქართველოს მოსახლეობასთან, რომლისთვისაც ჩვენი ახალგაზრდები, "თავისუფალი თაობა" არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ვინაიდან ჩვენ ვაკეთებთ ყველაზე დიდ საქმეს, რასაც "ნაციონალებთან" ბრძოლა ჰქვია. ასე, რომ ბოლომდე გამოაქვეყნონ ჩანაწერი", - განაცხადა სადღობელაშვილმა.

ლადო სადღობელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, აუცილებლად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტზე, ვინაიდან მოხდა მისი პირადი მონაცემების, მისამართის გაჟღერება.

"ნებისმიერ დროს შეიძლება, მომადგეს "ნაციონალური მოძრაობის" ვიღაცა შერეკილი ტიპი, რომელსაც დავალებული ექნება ჩემი აფეთქება და მერე ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, ძალიან მაინტერესებს? მოვითხოვ, სახელმწიფომ გამომიყოს პირადი დაცვა, იმიტომ რომ ამ აუდიომასალის შემდეგ ჩემს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე", - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

ამასთან, სადღობელაშვილის თქმით, საინტერესოა, როგორ მოხვდა სამართალდამცველების ჩანაწერი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში.

"ნაციონალური მოძრაობის" საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ახლა იწყება არ დავიწყება. ასეთი საქციელით ვერც მე და ვერც "თავისუფალ თაობას " ვერ შეგვაშინებთ. თქვენი საქციელი ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ, რაც გარწმუნებთ თქვენთვის ისეთი მტკივნეული იქნება, რომ სისხლისნი ცრემლებით იტირებთ!", - აცხადებს სადღობელაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა დღეს აუდიოჩანაწერი გაავრცელა,სადაც, მისივე თქმით, ლადი სადღობელაშვილი აქციების დაგეგმვის შესახებ შსს-ს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ესაუბრება.

იხილეთ ასევე: "მომდევნო კვირა ჩაინიშნე! ჩემი გამჩერებელი ვინ არის?" - ფარულ ჩანაწერში სადღობელაშვილი პოლიციას აქციების გრაფიკს უთანხმებს?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა