საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ციხის კადრების ჩვენების გამო ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპექტირება დაიწყო
ე.წ. ციხის კადრების ჩვენების გამო ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპექტირება დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ზუგ­დი­დის, ხო­ბის და ფო­თის რე­სურსცენ­ტრე­ბის და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის ინ­სპქე­ტი­რე­ბა და­ი­წყო.

სა­უ­ბა­რია ე.წ. ცი­ხის კად­რე­ბის შემ­ცვე­ლი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც სკო­ლის მო­სა­წევ­ლე­ე­ბიც და­ეს­წრნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­უ­რე­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა დას­წრე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ყვე­ლა თა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მო­წყო­ბილ ფილ­მის ჩვე­ნე­ბა­ზე და გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის, თა­მარ სა­ნი­კი­ძის N290, N291 და N292 ბრძა­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა უკვე და­ი­წყო ზუგ­დი­დის, ხო­ბის და ფო­თის რე­სურსცენ­ტრე­ბის და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის ინ­სპქე­ტი­რე­ბა.

სა­მი­ნის­ტრო მი­იჩ­ნევს, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვაა, რად­გან სკო­ლა აპო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა სა­ჯა­რო უწყე­ბის­თვის სკო­ლის პო­ლი­ტი­ზა­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

სა­მი­ნის­ტრო კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის დაშ­ვე­ბას მათ­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ, მძი­მე ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე დი­რექ­ტო­რი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია და რე­სურსცენ­ტრი ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი, სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი და კა­ნო­ნი, რომ­ლის დარ­ღვე­ვაც არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა.

სა­მი­ნის­ტრო ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს იმის და­სად­გე­ნად, თუ რო­გორ მოხ­ვდნენ ბავ­შვე­ბი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა­ზე და თუ და­დას­ტურ­და, რომ ამ პრო­ცეს­ში რა­ი­მე ფორ­მით უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, უმოკ­ლეს დრო­ში შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დი­დის კულ­ტუ­რის ცენ­ტრში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცხრაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის "სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ხლი­ა­ნი ქრო­ნი­კა" ჩვე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ყვე­ლა თა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გია სა­ლუქ­ვა­ძე იყო და ფილ­მის ჩვე­ნე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მათ კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა უთხრა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე წას­ვლა დი­რექ­ცი­ის მო­თხოვ­ნა იყო. ანა­ლო­გი­უ­რი ჩვე­ნე­ბა ფოთ­შიც გა­ი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ე.წ. ციხის კადრების ჩვენების გამო ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპექტირება დაიწყო

ე.წ. ციხის კადრების ჩვენების გამო ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპქეტირება დაიწყო.

საუბარია ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე, რომელსაც სკოლის მოსაწევლეებიც დაესწრნენ.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სამეგრელოში სკოლის მოსწავლეთა დასწრებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის N290, N291 და N292 ბრძანებების თანახმად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპქეტირება.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა, რადგან სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საჯარო უწყებისთვის სკოლის პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება, პრინციპულად მიუღებელია.

სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან. შესაბამისად, როგორც მასწავლებელი, ასევე დირექტორი, სკოლის ადმინისტრაცია და რესურსცენტრი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, სკოლის შინაგანაწესი და კანონი, რომლის დარღვევაც არავის ეპატიება.

სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები ფილმის ჩვენებაზე და თუ დადასტურდა, რომ ამ პროცესში რაიმე ფორმით უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უმოკლეს დროში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული", - ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის კულტურის ცენტრში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" ჩვენების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო და ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მოსწავლეები ამბობდნენ, რომ მათ კლასის დამრიგებელმა უთხრა, რომ შეხვედრაზე წასვლა დირექციის მოთხოვნა იყო. ანალოგიური ჩვენება ფოთშიც გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია